კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სანამ ვირუსი მოგერევათ...

თუ ყელი გეწვით, გახველებთ, მაღალი სიცხე, ანგინა ან გრიპი გაქვთ, ნუ იჩქარებთ წამლების მიღებას. არსებობს რამდენიმე წესი, რაც გაციების პირველი ნიშნებისას უნდა დაიცვათ.

გაითვალისწინეთ, რომ მსუბუქი გრიპის ან გაციების მკურნალობა ანტიბიოტიკებით სასურველი არ არის. ნუ მიეძალებით რეკლამირებულ აბებს. ასეთი პრეპარატები სამკურნალო არ არის და მხოლოდ ხანმოკლე მოქმედება აქვს. დროებით აქრობს გრიპის სიმპტომებს. ამიტომ, განკურნების იმედით რამდენიმე დღის განმავლობაში მათი ზედიზედ მიიღება რეკომენდებული არ არის. უმჯობესია, ამ დროს ხალხური მედიცინის ნაცად საშუალებებს მიმართოთ.

გაციების პირველი სიმპტომების შემჩნევისთანავე მკერდსა და ზურგზე დაიდეთ მდოგვის ფირფიტები, დალიეთ ორი ჭიქა ლიმონიანი ან ცაცხვის ყვავილის ცხელი ჩაი. ასევე, კარგია თაფლიანი რძე.

სურდოსა და გაჭედილ ცხვირთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ინჰალაციაა. ჩაასხით ჯამში მდუღარე წყალი, დაამატეთ რამდენიმე წვეთი მენთოლის ან ევკალიპტის ზეთი. თავზე წაიფარეთ პირსახოცი და ორთქლი ღრმად შეისუნთქეთ. ევკალიპტს და მენთოლს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. კარგია, თუ მდუღარე წყალში, ზეთების გარდა, ცოტა დარიჩინს ან წითელ წიწაკას დაუმატებთ. დარიჩინი ხელს უწყობს ოფლდენას, წიწაკა კი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ვირუსებთან ბრძოლას აადვილებს.

სურდოს დროს სპეციალური ბალზამი გამოიყენეთ, რომელიც ასე მზადდება: ორი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ხუთი წუთით ორთქლზე გააჩერეთ. შემდეგ გააგრილეთ და დაუმატეთ ოთხი კბილი გახეხილი ნიორი, ერთი თავი ხახვის მეოთხედი, ისიც გახეხილი. ეს მასა გააჩერეთ ერთი საათი და შემდეგ გაწურეთ. მასში დაასველეთ ბამბა და ნესტოებში ჩაიდეთ. თუ ასე მოიქცევით, ჯანმრთელობის აღდგენა გარანტირებული გაქვთ.

ხველების დროს კარტოფილის ინჰალაცია დაგეხმარებათ. კარტოფილი კარგად გარეცხეთ, კანიანად მოხარშეთ და შემდეგ იმავე ნახარშში ჩაზილეთ. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ზეთი და ორთქლი პირით შეისუნთქეთ.

თუ ფეხზე შეგცივდათ, შინ მისვლისთანავე გაიკეთეთ ცხელი აბაზანა. შეგიძლიათ, წყალს ორი სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი ჩაამატოთ. პროცედურის შემდეგ კი, ჩაიცვით თბილი წინდები და ჩაწექით ლოგინში.


скачать dle 11.3