კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხილის წვენი დილით მიირთვით

დილაობით ხილის ან ბოსტნეულის ახალი წვენის ან მუსის მიღება ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვითი უნარის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ნაყოფთან შედარებით, ხილის წვენს შემდეგი უპირატესობა აქვს:

* ორგანიზმი ძირითად საკვებს წვენებიდან უფრო იოლად ითვისებს;

* ეს არის წვენი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ესაჭიროება;

* წვენები ხელს უწყობს საკვების მონელებას, ასევე, ასუფთავებს ორგანიზმს მეტაბოლიზმის დროს გამოყოფილი ტოქსინებისგან;

* წვენი ვიტამინების, მინერალებისა და ოლიგოელემენტების კონცენტრირებული წყაროა.

გთავაზობთ ვიტამინიზებული ხილის წვენებისა და მუსების რეცეპტებს, რომლებიც ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერ ასაკშია რეკომენდებული.

* ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან გათქვიფეთ ბლენდერით ორი ცალი გათლილი ვაშლი და ერთი მსხალი. გაწურეთ, მიღებულ წვენს დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი მარწყვის სიროფი. ის შეიცავს B3 და C ვიტამინებს.

* ასი გრამი მარწყვის სიროფი და ნახევარი ლიმონის წვენი მიქსერით ათქვიფეთ. დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ყურძნის სიროფი და 10 მილილიტრი სოიის რძე. ის შეიცავს B3 და C ვიტამინებს.

* ათი ცალი მარწყვი და ერთი ლიტრი სოიის რძე მიქსერით ათქვიფეთ. დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი მწიკვი ვანილი. შეიცავს B3, B9 და C ვიტამინებს.

* ოთხი კანგაცლილი გარგარი, ერთი ბანანი და ერთი ლიტრი სოიის რძე მიქსერით ათქვიფეთ, მოაყარეთ ერთი მწიკვი დარიჩინი. შეიცავს B2, B3, B6, B9 და E ვიტამინებს.

* კანგაცლილი ორი ატამი და ორი გარგარი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ ერთი ლიტრი სოიის რძე და ერთი მწიკვი ვანილი. შეიცავს B3 ვიტამინს.

* წვენსაწურში გამოწურეთ სამი სტაფილო, დაუმატეთ ერთი ფორთოხლისა და ნახევარი ლიმონის წვენი. შეიცავს A, B3, B6, B8, C და K ვიტამინებს.

* გამოწურეთ 250 გრამი წითელი ჭარხალი და გრეიპფრუტი. დაამატეთ ცოტა პირშუშხას ნახარში. შეიცავს B6 და C ვიტამინს.

* 500 გრამი სტაფილო, ერთი ღერი ნიახური და ერთი ღერი ოხრახუში გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ გაწურეთ. შეიცავს A, B, B8 და K ვიტამინებს.

* 150-150 გრამი წითელი და შავი მოცხარი, ორი სუფრის კოვზ სოიის რძესთან ერთად მიქსერით ათქვიფეთ. შეიცავს B2, B6 და C ვიტამინებს.

* გაწურეთ საწურში ყურძნის ერთი მტევნის მარცვლები და ერთი ცალი სტაფილო. დაუმატეთ ერთი ცალი დანაყილი ნიგოზი. შეიცავს A, B1, B2, B3, E და K ვიტამინებს.


скачать dle 11.3