კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვებრძოლოთ ქალების ყველაზე მტკივნეულ პრობლემას და არის თუ არა ის სიცოცხლისთვის საშიში

დადგენილია, რომ უმეტესად საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილონი სუსტი სქესის წარმომადგენლები არიან. თანამედროვე ეპოქა, ქალს იმდენად მაღალ მოთხოვნებს უყენებს, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ყველა ცდილობს, ფორმაში იყოს, მტანჯველი დიეტებით, უფრო იშვიათად, ვარჯიშით, ცურვითა და გამაჯანსაღებელ ცენტრებში სიარულით. თუმცა, როგორც სპეციალისტთან საუბარში გავარკვიეთ, მხოლოდ სპორტული აქტივობა საკმარისი არ ყოფილა თავის დასაზღვევად, ამ დაავადების წარმოქმნას უპირატესად ქალის ჰორმონები, გენეტიკური მიდრეკილება და არაჯანსაღი კვება განაპირობებს. ამ საკითხზე სპა ცენტრის სპეციალისტი მაია დურგლიშვილი გვესაუბრა:

– ნამდვილად ვერ გეტყვით, სამედიცინო ლიტერატურაში რა დროიდან არის აღწერილი ცელულიტი, ძირითადად, ის მეოცე, ოცდამეერთე საუკუნის დაავადებად მიიჩნევა, რაც გამოწვეულია ჰიპოდინამიკით – ცხოვრების წესი, სამუშაოს ფორმა ძირითადად, მჯდომარე სახისაა. ადამიანთა უმეტესობას უწევს ოფისებში საათობით გაუნძრევლად ჯდომა, ამასთან მშრალი და არცთუ სასარგებლო საკვების მიღება. რაც სამოსი შედარებით ღია და თამამი გახდა, ეს პრობლემაც უფრო თვალშისაცემია. გარდა ამისა, თანამედროვე გარემო გაცილებით უფრო სტრესულია, ადამიანებს ნაკლებად სცალიათ საკუთარი ვიზუალური მხარის ესთეტიკურობაზე ზრუნვისთვის. ცელულიტის განვითარების ხელშემწყობი ფონია არასწორი კვება, ჭარბი წონა და ენდოკრინული დაავადებები. ფიზიკური დატვირთვის მხრივაც არსებობს ორი უკიდურესი მიდგომა: პირველი, რომელიც გამუდმებით ვარჯიშობს, კუნთების ტონუსი მაქსიმალურია, მაგრამ ორგანიზმი მეტისმეტად იღლება და ესეც გარკვეულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. მეორე უკიდურესობაა ფიზიკური აქტივობის უგულებელყოფა, ცხოვრების მუდმივად მჯდომარე წესი. ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის LPG ვაკუუმური მასაჟის პროცედურები პირდაპირ მისწრებაა. ვისაც არ აქვს დრო სპორტდარბაზებსა და აუზებზე სიარულისთვის, შეუძლია, ამ პროცედურას მიმართოს. ცელულიტი ძირითადად ქალების დაავადებაა. ამის მიზეზია ქალური სასქესო ჰორმონები. სამაგიეროდ, მამაკაცებისთვის ძალიან პრობლემურია მუცლის ზონა, სადაც ხდება ცხიმის დაგროვება. ამიტომ, ვაკუუმური მასაჟი ძალიან კარგია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. 16 წლის ზემოთ 60 წლამდე ადამიანებს შეუძლიათ ამ პროცედურით სარგებლობა.

დრენაჟის ამოღების შემდეგაც შეიძლება ამ აპარატით სარგებლობა. ლიმფოდრენაჟის შედეგად კანი ხდება გლუვი, ელასტიკური, მკვრივი და საერთოდ, ხდება სხეულის იმ კონკრეტული მონაკვეთის მთლიანი კორექცია. შესაძლოა, ადამიანს არ ჰქონდეს წონის პრობლემა, მაგრამ აწუხებდეს ცელულიტი. ქალების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ეს დაავადება, რა თქმა უნდა, ასაკის და ცხოვრების წესის ზოგადი ფონის გათვალისწინებით, სხვადასხვა სტადიის ცელულიტი. კარგი იქნება, თუ პროცედურასთან ერთად ადამიანი დიეტასაც მიმართავს, თუმცა ეს ჩვენი პრეროგატივა ნამდვილად არ არის. დიეტას ნიშნავს ექიმი-ენდოკრინოლოგი. არსებობს სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი პროცედურები, ვაკუუმური მასაჟი, ტალახის პროცედურები, სპა არომათერაპია, ჰიდრომასაჟი. ქართველი კლიენტი საერთოდ ძალიან პრეტენზიულია.

– რატომ ამბობენ ადამიანები უარს კონკრეტულ პროცედურაზე, რაიმე სახის ფობია აქვთ?

– არა, ფობიასთან რამდენად არის დაკავშირებული ეს, ნამდვილად არ ვიცი, უბრალოდ, ადამიანს შესაძლოა, არ მოსწონდეს, დისკომფორტს უქმნიდეს ესა თუ მეთოდი. ზოგს აუზში ცურვა ურჩევნია ჰიდროპროცედურას. ეს უკანასკნელი არ არის მხოლოდ ჰიდროთერაპია, რომელიც ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს, ეს არის ინტენსიური წყალქვეშა წერტილოვანი მასაჟი კონკრეტულ პრობლემურ ადგილებზე. ჰიდრომასაჟი საკმაოდ დიდი ნაკადით სრულდება, ფეხისგულებიდან კისრის ბოლომდე რამაც, შესაძლოა, ზოგიერთ პაციენტს დისკომფორტი შეუქმნას.

LPG ვაკუუმური მასაჟის დროს პაციენტი იცვამს ინდივიდუალურ კომბინეზონს. ეს მისთვის მოსახერხებელიცაა, ესთეტიკურად მომგებიანიც და უხერხულობის მომენტს ნაკლებად ბადებს, იმიტომ რომ მასაჟის ეს სახეობა მაინც კონტაქტურია. გარწმუნებთ, ეს პროცედურა ძალიან სასიამოვნოა, სავსებით არ არის მტკივნეული, ახდენს ლიმფოდრენაჟს, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, სისხლძარღვების მდგომარეობას, ახდენს პრობლემური ადგილებიდან ზედმეტი ცხიმის შეწოვას. პროცედურა 45 წუთს გრძელდება.

– რამდენი პროცედურაა საკმარისი ხილული შედეგის მისაღწევად?

– გააჩნია სტადიას, ზოგს მეტი სჭირდება ასაკის და ცხიმგროვების ტიპის გათვალისწინებით, ცხადია, 16 წლის გოგონას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ვიდრე 25 წლისას, რომელსაც უკვე 3 შვილი ჰყავს გაჩენილი. საერთოდ, 15-20 პროცედურა საკმარისია.

– ყველაზე პრობლემურ ზონად რომელი ითვლება?

– ქალბატონებში გალიფეს ზონა – ბარძაყებისა და დუნდულა კუნთების არეალი, მუცელი, (თუმცა მუცელი მამაკაცებისთვის უფრო პრობლემურია) და მკლავები. მკლავები ყველაზე ხშირად მოდუნებულ მდგომარეობაშია, აღინიშნება კუნთის მოდუნება, სირბილე, რაც მისი ნაკლებდატვირთული ფუნქციით არის გამოწვეული. ზაფხულში კი ეს ადგილები განსაკუთრებით ჩანს, ყველაზე მეტად მკლავი, რომელიც მოშიშვლებულია. ეს მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული სტრესსა და წონის მატებასთან.

– ალბათ, მარტო საქართველოში არ არის ცელულიტის თემა ასეთი მტკივნეული და აქტუალური.

– შედარებით უფრო ცხელ კლიმატურ ზონებში მცხოვრებ ქალებს ახასიათებთ ნაკლები სპორტული აქტივობა. თუმცა, თაობა ძალიან გაჯანსაღდა და შეიცვალა ამ კუთხით. ეს, ალბათ, ერთი მხრივ, სისხლის შერევის და, მეორე მხრივ კულტურის ამაღლების ბრალია. საგრძნობლად მომატებულია თავის მოვლის კულტურის დონე. ახალგაზრდები ინტენსიურად არიან დაკავებული სპორტით და რა თქმა უნდა, დადიან გამაჯანსაღებელ პროცედურებზეც. ისე, ზოგადად, ცელულიტი ქალების უმრავლესობას აწუხებს. ის კი არა, ამას წინათ ნიკოლ ქიდმანის ირგვლივ, რომელიც პირადად მე, სილამაზის ეტალონად მიმაჩნია, სერიოზული სკანდალი ატყდა ამის გამო, ფეხი ფეხზე გადაიდო და პაპარაცებმა მყისვე დააფიქსირეს, რომ ფეხზე ცელულიტი ჰქონდა.

საერთოდ, ჩვენთან მოდის არა მარტო წონით, არამედ სტრესით და პრობლემებით დატვირთული ადამიანი. სტრესი ცელულიტის წარმომქმნელი მთავარი წინაპირობაა. არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა უკვე გამკვრივებული ცხიმგროვებისა და ცუდი განწყობისგან გასათავისუფლებლად.

– მკერდის, დეკოლტეს, სახის ზონაზე რას იტყვით?

– ეს ზონები არ არის ჩემი კომპეტენცია, მკერდის და დეკოლტეს ზონა სათუთია და მასზე ძლიერი ზეწოლის განხორციელება არ შეიძლება. თუმცა, ჩვენთან არის ფრანგული ლაბორატორიის კაბინეტები, სადაც საგანგებო მასაჟებით ხდება მკერდის, ყელის, სახის ზონების გამკვრივება, ძირითადად მცენარეული საშუალებით. მოდუნებული მკერდი ქალების კიდევ ერთი თავისტკივილია.

– ვიზუალურად როგორ გამოიყურება ცელულიტი, ან პროგრესირების რა ეტაპები ახასიათებს?

– ვიზუალურად ცელულიტი ძალიან ადვილად შესამჩნევია. ცელულიტის პრობლემა ავტომატურად არ ნიშნავს წონის პრობლემას და ის გახდომის შედეგად თავისთავად არ ალაგდება. ამიტომ, არ არის მიზანშეწონილი, თვითდანიშნული დიეტებით ძალიან სწრაფად რომ იკლებენ წონაში. შედარებით ნაკლებად ჩანს მწოლარე პოზაში, ფეხზე დგომისას გაცილებით თვალშისაცემია. ცელულიტის 4 სტადია არსებობს. პირველი სტადია მოზარდ გოგონებსაც კი აქვთ, ის ხასიათდება მომატებული ხორკლიანობით, ხელის მოჭერისას კანზე ჩნდება ღრმულები, ფოსოები, რომელსაც ფორთოხლის კანის ეფექტს უწოდებენ. მეორე, მესამე, მეოთხზე სტადიები, ბუნებრივია, უფრო რთულდება, ორგანიზმში ხდება წყლის შეკავება, რის შედეგადაც ცხიმი მკვრივდება, იღებს კვანძოვან სახეს, გადადის სილურჯეში, ვითარდება სტრიები. მესამე მეოთხე სტადიაზე კრემებსა და მცენარეულ საშუალებებს ეფექტი არ მოაქვს.

ცელულიტის წარმოქმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური განწყობა, საკვები, სტრესი, დაბინძურებული გარემო.

– რა მეთოდებით ხდება ცელულიტის ალაგება და ფიგურის კორექცია?

– არსებობს უამრავი მეთოდი, ჰიდრომასაჟი, ჰამამა, ტალახის თერაპია. ეს პროცედურები არ სრულდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. LPG გამოიგონეს საფრანგეთში 1986 წელს, ის ცელულიტის რისხვად ითვლება. ახორციელებს პრობლემური ადგილებიდან ცხიმის დაშლის და შეწოვის პროცესს. ძალიან სასარგებლოა კომპლექსური მკურნალობა ზღვის კლიმატითა და საშუალებებით. ამ პროცედურისას ფართოდ გამოიყენება სამკურნალო ტალახი, რომელიც დამზადებულია ზღვის წყალმცენარეებისა და მარილის ბაზაზე. ის კანის ერთგვარი სკრაბიცაა, პროცედურისას ტალახს ვუსვამთ პრობლემურ ადგილებზე, შემდეგ ხდება პაციენტის შეხვევა, რაც სითბურ ეფექტს იძლევა და ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს აგრეთვე არომატული სპასაშუალებები (ჟოჟობას ზეთის ექსტრაქტზე და სხვა), რომელიც ხელს უწყობს როგორც კანის გაჯანსაღებას – ხდის მას გლუვსა და ელასტიკურს, ასევე, ეფექტურად შლის გამკვრივებულ კანქვეშა ცხიმოვან ფენას.

– სითხის დიდი რაოდენობით მიღებას თუ აქვს რაიმე მნიშვნელობა?

– სწორედ ეს მინდოდა მეთქვა. სითხის, კერძოდ, წყლის დიდი რაოდენობით მიღება არათუ სასურველი, აუცილებელიცაა ცელულიტის პრევენციისთვის. ჩემთან მოდიან პაციენტებიც, რომლებიც საერთოდ არ სვამენ წყალს, რაც ძალიან მიკვირს. ასევე კარგი საშუალებაა მწვანე ჩაი, რა თქმა უნდა, უმჯობესია, უშაქროდ.


скачать dle 11.3