კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

სილუანი: ძმას უნდა შეამეცნებინო სიყვარულით, მშვიდად. მშვიდობა იკარგება, თუ სული პატივმოყვარეობს ან თავს იმაღლებს ძმის წინაშე ან განიკითხავს ვინმეს, ან ძმას დაუწყებს შეგონებას, მაგრამ არა მშვიდად და არა სიყვარულით; თუ შევჭამთ ბევრს, ან ვილოცებთ მოდუნებულად – იკარგება მშვიდობა, მაგრამ თუ მივეჩვევით გულითად ლოცვას მტრებისათვის და მათ შევიყვარებთ, მშვიდობა მუდამ იქნება ჩვენს სულებში.

გაბრიელ ეპისკოპოსი: ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებები კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღმრთისა, რა მცნება მოგვცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და სათნოვეყოთ ღმერთს.

თეოფანე დაყუდებული: დაიწერე გულის ფიცარზე: ვინც გაურბის წმიდა საიდუმლოებებს, ის მადლგაცილებულია ანუ არა აქვს სულიწმიდის მადლი. ვისაც არ აქვს სულიწმიდის მადლი, ის არ არის ქრისტესი.

მიტროპოლიტი ანტონი: ვიდრე არ გავაცნობიერებთ იმას, რომ ღვთის სასუფევლის გარეთ ვიმყოფებით და იმისთვის, რომ იქ შეგვიშვან, საჭიროა კარზე დავაკაკუნოთ, შეიძლება, მრავალი წლის განმავლობაში ვცხოვრობდეთ იმ ილუზიით, თითქოს უკვე იქ ვართ და ვერასოდეს ჩავწვდეთ იმ სიღრმეს, სადაც ღვთის სამეფო გაიხსნება მთელი თავისი მშვენიერებით, მთელი თავისი სიმართლით.

ეფრემ ასური: ნეტარ ხარ, როდესაც საქმით ქადაგებ სათნოებებს და თუკი ჩვეულებრივ ლაპარაკობ სათნოებებზე, საქმით კი მის საწინააღმდეგოს აკეთებ, მაშინ იგი ვერ გიშველის.

მარკოზ განშორებული: სჯული ექვსი დღის განმავლობაში საქმის კეთებას გვიბრძანებს, ხოლო მეშვიდე დღეს – ზეიმს, რამეთუ სულიერი საქმე ქონებით ქველმოქმედების გაწევაში ანუ საქმეებში მდგომარეობს; უქმობა და დასვენება კი იმაში, რომ უფლის სიტყვისამებრ ყველაფერი ზედმეტი გავყიდოთ, გლახაკებს დავურიგოთ და ამგვარი არამომხვეჭელობით დასვენებულნი ვიმყოფებოდეთ გონებრივ სასოებაში.

მაქსიმე აღმსარებელი: საჭმელი კი არ არის ბოროტება, არამედ ნაყროვანება; ფული კი არა, არამედ ვერცხლისმოყვარეობა; დიდება კი არა, არამედ პატივმოყვარეობა, ბოროტება წარმოიშობა მათი ბოროტად გამოყენებით.

არქიმანდრიტი რაფაელი: საერთო ცოდნა ადამიანს თავისთავად ბრძენს არ ხდის. ეს მხოლოდ გარეგნულად ანათლებს, მის მეხსიერებას ინფორმაციით ავსებს, მაგრამ ამასთანავე მის გულში ცოდვებსა და ვნებებს ტოვებს. ქვეყანამ დაკარგა ხსოვნა სულიერი სიბრძნისა. ის მიწიერ, კაცობრივ სიბრძნეს ეძებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიყალბეს, სუროგატს წარმოადგენს.

იოსებ ათონელი: სიკეთენი, მოწყალებანი და ყოველგვარი გარეგნული სათნოებები როდი არბილებს მხოლოდ გულის სიხვიადეს, არამედ გონებრივი ქმედება, სინანულის ტკივილი, შემუსვრილება და სიმდაბლე – ყოველივე ეს ამდაბლებს აზრთა უწესო მდინარებას.

ამბროსი ოპტინელი: ისწავლე თავმდაბლობა და ყველა საქმე კარგად წაგივა. ვინც დათმობს – ის უფრო მეტს შეიძენს. ღვთის შიშის და თავმდაბლობის ჩაგონების გარეშე როგორც არ უნდა ამეცადინო ბავშვები, კეთილზნეობისა და კეთილმოწყალების ცხოვრების ჩამოყალიბებაში სასურველ ნაყოფს ვერ მიიღებ.


скачать dle 11.3