კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ემალება საკრებულოს თავმჯდომარე სახლში და რატომ დგას ის ავლაბრელი სერგოს რიგში

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ამ პოსტზე ახალ წელს უკვე მესამედ შეხვდა, მაგრამ ამჯერად მეტროს ვაგონში ყოფნას ოჯახური იდილია არჩია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. მწერლის ძველ ცხოვრებას მაშინ შეელია, როცა სხვა საქმის კეთების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ძველი ცხოვრებიდან ბევრი რამ შემორჩა: ვერც ავლაბრელ პარიკმახერზე ამბობს უარს და ვერც ფეხით სიარულზე – რა ქნას, ტექნიკასთან ვერ „მეგობრობს” და ჯერ არც ძველ ქართულ სიბრძნეზე უთქვამს უარი.

ზაალ სამადაშვილი: სადღესასწაულო განწყობა, რომელიც ახალ წელს ახლავს, ჩემთან 31 დეკემბერს დაიწყო, რადგან ამ დღეს არის ჩემი შვილის დაბადების დღე. საერთოდ, ამ დღესასწაულს ყოველთვის საკუთარ ოჯახში ვხვდები. სტუდენტობისას, ხანდახან მეგობრები ვხვდებოდით ხოლმე ერთად ახალ წელს. გამონაკლისი იყო წინა ახალი წელიც, რომელსაც გიგი უგულავასთან ერთად მეტროს ვაგონში შევხვდი. წელს ტრადიცია არ დავარღვიე, მით უმეტეს, რომ ამ წელს ოჯახის ახალი წევრი – ჩემი პატარა შვილიშვილი შემოგვემატა. ოჯახის წევრების გაბრწყინებული სახეების დანახვას რა ჯობია, მე სულ ვიღებ ოჯახისგან იმ სითბოსა და კომფორტს, რაც ადამიანს სჭირდება. სულ ვოცნებობდი, რომ, როცა ჩემი შვილი დაოჯახდებოდა, მას ჩვენთან ეცხოვრა და ეს ოცნება ამიხდა – ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობთ როგორც ერთი დიდი ოჯახი. არიან ადამიანები, რომლებიც ეტანებიან ხალხმრავალ ადგილებს, მე კი ხმაურს ოჯახური სიმყუდროვე მირჩევნია, თუმცა, არც ხმაურიან გარემოში ვგრძნობ თავს არაკომფორტულად. საკუთარი თავი კომუნიკაბელურ ადამიანად მიმაჩნია, ნებისმიერ გარემოში ვცდილობ, ვიყო სასიამოვნო და საინტერესო მოსაუბრე და პარტნიორი. არ არსებობს ადგილი, რომ მე იქიდან „გაპარვა” მომინდეს. შეიძლება, სადმე ცუდად ვიგრძნო თავი, მაგრამ დიდი მოთმინებით ვარ აღჭურვილი და გაძლება შემიძლია (იცინის).

– ბევრი რამის მოთმენა უწევს საკრებულოს თავმჯდომარეს?

– არც ისე. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი თანდაყოლილი უნარია, ალბათ, უფრო წლების განმავლობაში გამომიმუშავდა, ემოციური ადამიანი ვიყავი და ასეთად დავრჩი, მაგრამ ფიცხი არასდროს ვყოფილვარ. სულ ვეუბნები საკუთარ თავს და ახლობლებს, რომ ზედმეტი ემოციურობა ძალიან ცუდი მოკარნახეა, არასწორ გადაწყვეტილებებს მიაღებინებს ადამიანს. ყოველთვის მირჩევნია, შევინარჩუნო სიმშვიდე. საკუთარი ემოციების კონტროლი რთულია, მაგრამ ადამიანად ყოფნაც ხომ არაა იოლი?! არც კი მახსოვს, ბოლო წლებში როდის დავკარგე საკუთარ თავზე კონტროლი.

– არც სამსახურმა დაგირღვიათ ეს მშვიდი ხასიათი?

– პირიქით, რაც მეტია პასუხისმგებლობა, მით უფრო იზრდება მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ. ნებისმიერი რანგის სახელმწიფო მოხელეს მაქსიმალური თავშეკავება და გაწონასწორება მოეთხოვება, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს. ვერ ვიტყვი, რომ ასე ნეტარი ვარ და საკუთარი თავისთვის ძალის დატანება არ მიხდება, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნებას მაინც ყოველთვის ვახერხებ. ამისთვის განსაკუთრებული ტრენინგების ჩატარება არ მჭირდება, ყოველდღიური ცხოვრება მიტარებს საინტერესო ტესტებს, მით უმეტეს, რომ ძალიან ინტენსიური რეჟიმით ვცხოვრობ (იცინის).

– სამი წელია, საკრებულოს ხელმძღვანელობთ და მაინც მწერლის ამპლუაში დარჩით. წინამორბედებისგან განსხვავებით, ხშირად ვერ გხედავთ გვირაბებსა და სახლების სახურავებზე, ამის მიზეზი ის ხომ არაა, რომ სპორტულ მონაცემებში მოიკოჭლებთ?

– არა, რატომ, ეს ასე არაა. ალბათ, თქვენ ვერ იხსენებთ, მაგრამ მაშინ, როცა ისეთ ვითარებებში ვარ, თქვენ რომ ახსენეთ, დროდადრო ტელევიზიებიც ხვდებიან ხოლმე, ასე რომ, თავისუფლად შეიძლება ჩემი ნახვა გამსკდარ მილებთან და სახურავებზე. არ ვიცი, ვის ჰგონია ჩემი ცხოვრება ნეტარი, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. რაც შეეხება ჩემს სპორტულ მონაცემებს, სულ არ ვფიქრობ, რომ არასპორტული ვარ, პირიქით, ძალიან მიყვარს სტადიონზე წასვლა, რაგბისა და ფეხბურთის თამაშის ყურება. ემოციური გულშემატკივარი ვარ, ყიჟინა, სტვენა, რომლის მრავალსახეობაშიც ბავშვობაში ქვიშხეთში დავოსტატდი, იქ, მტკვარზე ვისწავლე. საკმაოდ კარგად ვცურავდი. 25-მეტრიანი ერთადერთი აუზი იყო ძველი „ლოკომოტივის” სტადიონზე, საქართველოს ნაკრებიც კი იქ ვარჯიშობდა. პატარა ბიჭი რომ ვიყავი, იქ დავძვრებოდი ხოლმე. მამაჩემი სპორტსმენი იყო, კიევის ქუჩაზე, სპორტულ სკოლაში, ბავშვებს ტანვარჯიშში ავარჯიშებდა და, მეც ხშირად დავყავდი. ძალიან მიყვარდა იქაურობა, ნახერხის, ლეიბების სუნი; მხიბლავდა ტანმოვარჯიშეების ურთულესი ტრიუკები. მე ერთ ტრიუკშიც ვერ დავოსტატდი, მაგრამ, სამაგიეროდ, ბაგირზეც შეიძლებოდა აცოცება და რგოლებზე ჩამოკონწიალებაც, ამისთვის იქ არავინ მსჯიდა. მამა სულ ცდილობდა, რომ სპორტი შემყვარებოდა და ეს მოახერხა კიდეც, მაგრამ ტანვარჯიშში ვერ შემიტყუა, ჩოგბურთი ვარჩიე. ახალგაზრდობაში ნინოშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ჩოგბურთზეც დავდიოდი მარჯანიშვილის კორტებზე, ურიგოდ არ ვთამაშობდი, თუმცა უკვე ვერც ამისთვის ვეღარ ვიცლი.

– საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მუზები ხშირად მოფრინავენ?

– შეიძლება, შემოაღწიონ, მაგრამ მერე ისევ უკან მიფრინავენ კიდეც (იცინის). აქ, ამ კაბინეტში არ ვწერ, აქ პატარა ჩანაწერებისა და ძლიერი ემოციების გადმოცემა შეიძლება, ერთი-ორ აბზაცს კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში აუცილებლად ვწერ, მაგრამ აქ სხვა პრობლემებზე ვფიქრობ, წერას კი კონცენტრირება სჭირდება, ამისთვის არის უფრო სახლი, თუმცა, იქიდანაც შეიძლება გაფრინდნენ უცებ მოფრენილი მუზები. ბოლო დროს ძალიან ცოტას ვწერ, ვერ ვიტყვი, რომ 2010 წელი ჩემთვის ამ მხრივ ძალიან პროდუქტიული იყო – სულ ორი ნოველა დავწერე; სამაგიეროდ, გამოვეცი ძველი ნოველების ნაკრები, რომელიც საინტერესოა მოზარდებისთვის. ეს კრებული გაცილებით უკეთ გაიყიდა, ვიდრე წინა ორი კრებული, ახლა ჩემი შვილიშვილისთვის ზღაპრებზე მინდა ვიფიქრო.

– როგორც ჩანს, ძალიან მზრუნველი ბაბუა ხართ. ასეთივე კარგი მეოჯახე ბრძანდებით?

– არ ვიცი, არ მგონია, ცუდი მეოჯახე ვიყო. მთავარი, რაც ამ სამსახურმა მომცა, არის ის, რომ დროის სწორად განაწილება ვისწავლე და ახლა მთელ ჩემს თავისუფალ დროს ვუძღვნი ჩემს ოჯახს, პატარა შვილიშვილს სალომეს, მასთან ერთად ვთამაშობ ყველაფერს, რისი წარმოდგენაც შეიძლება; ნაირნაირი თამაშები ჩვენც გამოვიგონეთ, მე და სალომეს ჩვენი სამყარო გვაქვს – ბავშვი დამყავს ხელში ატატებული, მიმყავს ნაძვის ხესთან, ვემალები, როცა ის ეტლში ზის და უცებ თავს გამოვყოფ ხოლმე; თვითონ უკვე ამბობს მარცვლებს, რომლებზეც მე ახალ სიტყვებს ვიგონებ მისთვის, ასე ვიგონებდი ახალ-ახალ სიტყვებს ჩემი შვილისთვისაც.

– სალომესთან თამაშის გარდა, სახლში კიდევ რა გევალებათ?

– კომუნალური გადასახადების გადახდა, დილის 9 საათზე მეტროს სადგურში ბანკომატთან რიგშიც ხშირად ვდგავარ, ასევე, მე მევალება ოჯახის მომარაგება პროდუქტებით, ძალიან მიყვარს და კარგადაც გამომდის ყველის, ხორცისა და ხილის არჩევა, ყოველ შემთხვევაში, ქალები უკმაყოფილოები არასდროს რჩებიან. ხორცს ისევ გულოს მაღაზიაში ვყიდულობ – მაგ მაღაზიას კონკურენციას ვერც ერთი მარკეტი ვერ უწევს, სამწუხაროდ, მე არ გამომდის სხვა მამაკაცებივით გემრიელი კერძები; თუმცა ადრე ძალიან მინდოდა, რომ ეს მცოდნოდა, მაგრამ ახლა ამის სწავლას ნამდვილად ვეღარ დავიწყებ. ვაღიარებ, რომ ძალიან მოუხერხებელი ვარ – როცა სახლში რამე ფუჭდება, ამ მხრივ ჩემი ცოლი მჯობნის, თუმცა, ისიც ძალიან დატვირთულია, პროფესიით რეანიმატოლოგია და ძალიან რთული სამუშაო აქვს. ამ ბოლო პერიოდში ჩემი რძალი – ნინი შეგვეშველა, ის ძალიან ხელმარჯვეა და მე და ჩემს მეუღლეს გამოგვიჩნდა მაშველი ძალის სახით (იცინის).

– ძველი ცხოვრებიდან წერის გარდა კიდევ რას ვერ შეელიეთ?

– ვერ შეველიე ფეხით სიარულს, რაც ძალიან მიყვარდა. არ მიყვარს მანქანა, მანქანის გაგებაში არ ვარ – არც ტარება ვიცი და არც მის ნაწილებზე მაქვს წარმოდგენა და, ალბათ ამიტომაც, ფეხით სიარული ყოველთვის ჩემი სტიქია იყო. სახლიდან სამსახურში არა, მაგრამ, თუ ახლოს ვარ სამსახურიდან გასასვლელი, ყოველთვის ვცდილობ, ფეხით გავიდე. ჩემი ნებისმიერი მეზობელი დაგიდასტურებთ, რომ ძალიან ხშირად მხედავენ ფეხით მოსიარულეს – ამ შანსს ხელიდან არ ვუშვებ. ძველი ცხოვრებიდან ვერ შეველიე სერგოს, ჩემს პარიკმახერს – უკვე დიდი ხანია, მას არ ვღალატობ. ხანდახან სერგოს ბევრი კლიენტი დაესევა ხოლმე და რიგშიც მიწევს ლოდინი. ჩვენთან ჩაწერა არ არის, ძველი მეთოდებით ვმუშაობთ – რიგით (იცინის).

– არ თქვათ ახლა, რომ, სერგოს მსგავსად, მკერავის ერთგულიც დარჩით.

– არა, მკერავი არ მყავს. ადრე, სტუდენტობის დროს, ხანდახან დავდიოდი მკერავთან, ტანსაცმლისთვის ისნის ბაზრობაზე დავდივარ – ჯერ ერთი, ჩემს სახლთან ახლოსაა, მეორეც ხარისხიანი ტანსაცმელია და იაფი. მე ისნის ბაზრობის სტაჟიანი კლიენტი ვარ, მაინც იქით მიმიწევს გული. ჩემი ხელფასის პირობებში, მაღაზიებშიც შემიძლია, წავიდე, მაგრამ, ხომ იცით, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია... (იცინის).




скачать dle 11.3