კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კლუბმა “რეკორდმა„ სეზონი კიდევ ერთი ახალგაზრდა რეკორდსმენის გამოვლენით გახსნა

კლუბი „რეკორდი” ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ადამიანებს, რომლებსაც სურთ, მსოფლიო რეკორდი დაამყარონ. კლუბმა წლევანდელი სეზონი კიდევ ერთი ახალი რეკორდსმენის გამოვლენით გახსნა. იგი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, სოსო ხუციშვილია, რომელმაც 1 წუთის განმავლობაში ორძელზე 224 მოძრაობა შეასრულა.

– ბატონო შოთა, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ თქვენ კიდევ ერთი ახალი რეკორდსმენი გამოავლინეთ. ვინ არის იგი და სპორტის რომელ სახეობაში დაამყარა მან რეკორდი?

შოთა ქელდიშვილი: დიახ, ჩვენ კიდევ ერთი რეკორდსმენი გამოვავლინეთ. მან უკვე მეორედ დაამყარა მსოფლიო რეკორდი. ეს გახლავთ მსოფლიო რეკორდსმენი სოსო ხუციშვილი, რომელმაც ერთი წუთის განმავლობაში შეასრულა 224 მოძრაობა ორძელზე, რითიც მან ინგლისელი რეკორდსმენის, საიმონ კენტის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, კერტმა 1 წუთში შეასრულა 140 მოძრაობა. ამჟამად სოსო საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. თუმცა, ყოფილ მოჭიდავეს უამრავი გამარჯვება აქვს მოპოვებული სპორტის ამ სახეობაში. კლუბმა „რეკორდმა“ დიდი სიამოვნებით დაუჭირა მხარი ამ ახალგაზრდა სპორტსმენს და წლევანდელი სეზონი სოსოს რეკორდით გახსნა.

– სოსო, უპირველესად, გაგვეცანი და გვიამბე შენი დამსახურებების შესახებ.

სოსო ხუციშვილი: ბავშვობიდან ვვარჯიშობდი თავისუფალ ჭიდაობაში. ამ სპორტისთვის თავი ჩემი ნებით არ დამინებებია. უამრავი ტრავმა მივიღე, გავიკეთე მენისკის ოპერაცია, რის შემდეგაც ვარჯიში ძალიან მიჭირდა. რაც შეეხება ჩემს რეკორდს, რატომღაც არ ველოდი ასეთ წარმატებას. 2-3 თვის განმავლობაში ვემზადებოდი, მაგრამ 224 მოძრაობა არც ერთხელ არ გამიკეთებია. ძალიან გახარებული ვარ და დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო კლუბ „რეკორდს“ და ბატონ შოთას გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.

– ხომ არ აპირებ, თავი სპორტის სხვადასხვა სახეობაშიც გამოსცადო და დაამყარო რეკორდი?

– კი, არის რამდენიმე პროექტი და აუცილებლად განვახორციელებთ. ყველანაირად ვეცდები, კარგ ფორმაში ვიყო და ბევრი რეკორდი დავამყარო. რაც მთავარია, ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ უამრავი ადამიანისგან. მხარს მიჭერს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ რეკორდის დამყარების შემდეგ, წოდება მომიმატეს. უფროსი ლეიტენანტი ვიყავი და ახლა კაპიტანი ვარ. ყველას ვურჩევ, დანერგოს ჯანსაღი ცხოვრების წესი. დილით, თუნდაც 15 წუთით, სუფთა ჰაერზე ისეირნონ ან მსუბუქად ივარჯიშონ. ამ წარმატების მიღწევაში სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესი დამეხმარა.


скачать dle 11.3