კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სოსო პავლიაშვილის უფროსი შვილი ამღერდა

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის უფროსი შვილი – ლევანი, როგორც ჩანს მამის კვალზე მიდის. ლევანთან ინტერვიუ ჩვენ, გასულ წელს გვქონდა, რომელშიც იგი სულ სხვა, რადიკალურად განსხვავებულ გეგმებზე გვესაუბრა. მან ჯერ სუვოროვის სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც მთელ მსოფლიოში თავისი სიმკაცრითაა ცნობილი, შემდეგ კი – სამშენებლო აკადემია. სოსო ამბობდა, ლევანისგან კარგი მშენებელი დადგებაო, მაგრამ, როგორც ჩანს, სამშენებლო აკადემია სუვოროვის სკოლის შემდეგ ნამდვილი სამოთხის ბაღი აღმოჩნდა ლევანისთვის. თუმცა, უფრო „მსუბუქმა“ ცხოვრებამ და ბევრმა თავისუფალმა დრომ მასში შემოქმედებითი ნიჭიც გააღვიძა, რომლის გამოვლინებაც მთელმა რუსეთმა სულ რამდენიმე დღის წინ ნახა ტელეარხ „ლა მინორზე”. „ლა მინორზე” არის ასეთი გადაცემა – „კ ნამ პრიეხალ”, სადაც ცნობილი ადამიანები ფონოგრამის გარეშე მღერიან. ამჯერად მამა-შვილმა პავლიაშვილებმა სოსოს ცნობილი სიმღერა იმღერეს, რომელიც მშობლებს ეძღვნება. როდესაც სოსოს ჰკითხეს, რა აზრის იყო შვილის სიმღერითა და ესტრადით გატაცების შესახებ, მან უპასუხა, რომ ყველაფერ ამას საკმაოდ დადებითად უყურებს და შვილს ყველანაირად დაუდგება გვერდით. მან თავად აღნიშნა, რომ შვილი არა მარტო გარეგნულად და სიმღერის მანერით ჰგავს მას, არამედ მისი ტყუპისცალია. ასე რომ, სულ მალე, შეიძლება, რუსულ შოუ-ბიზნესში ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდეს.


скачать dle 11.3