“ბეკომ„ “კათარზისში„ 2 000 ადამიანისთვის საახალწლო სადილი გამართა
2005 წლიდან დღემდე, საახალწლო დღეებში, მაშინ როდესაც ყველა თავის ოჯახში ხვდება ახალ წელს და ახლობლების წრეში მყუდროდ ატარებს სადღესასწაულო საღამოებს, „ბეკოს“ თანამშრომლები „კათარზისში” იმ ადამიანების გვერდით არიან, ვისაც ოჯახური სითბო, ახლობლების სიყვარული და სადღესასწაულო განწყობა ყველაზე მეტად აკლიათ. წელს უკვე მეექვსედ, „ბეკო” გრანდიოზულ საახალწლო სადილს მართავს, სადაც გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად მოხუცებთან ერთად ბევრი ბავშვიც მოვიდა. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც არა ბავშვთა სახლებში, არამედ ქუჩაში ცხოვრობენ და თბილი სადილი ენატრებათ. აღსანიშნავია, რომ მთელი ეს ღონისძიება სამწუხარო ფაქტს მიეძღვნა – გარდაიცვალა „კათარზისის” პროექტის მენეჯერი მარინა გონაშვილი და „ბეკოს” თანამშრომლებმა სამძიმარი ამ ფორმით გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ სადილის ორგანიზებაში 207-ე საჯარო სკოლის ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც მუდმივად თანამშრომლობენ „კათარზისთან”. საორგანიზაციო საკითხებში აქტიური მონაწილეობა „ბეკოს” თანამშრომლებმაც მიიღეს.