კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ნახა ხვიჩა მაღლაკელიძემ ღობეზე მიყუდებული მიცვალებული და როგორ სეირნობდა ის აგურებიანი ლიფტით თბილისში

„იუმორინას“ ერთ-ერთი ცნობილი სახის – ხვიჩა მაღლაკელიძის სახლის ძიებაში უშველებელი დიღმის მასივი მთლად შევძარი. ძლივს მივაგენი და მეთექვსმეტე სართულზე ძველი ლიფტით შიშ-კანკალით ავედი. როგორც ყოველთვის, გაღიმებული დამხვდა, ხუმრობის ხასიათზე, აბა, ჩართე შენი „ტრანგალეტკაო“, – გამკენწლა ხუმრობით.

ხვიჩა მაღლაკელიძე: უნდა გითხრათ, რომ გვიჭირს უკვე ცოტა. დარბაზის დაქირავება ღირს ძალიან ძვირი – 26 000 ჯდება. იქ პერსონალს უნდა ანაზღაურება, განათება, არტისტების ანაზღაურებაზე აღარაფერს ვამბობ. ადრე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ჩვენით „ქაჩავდა“, ახლა გარემონტდა, გათბა, ბატონო, ხელმძღვანელობაც შეიცვალა და „იუმორინა“ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, არ უღირთ ჩვენთან ვაჭრობა. იქ „ჯეოსტარია“, უზარმაზარი პროექტი, ხან ჯაზ-ფესტივალია, ხან საიუბილეო საღამო. მოკლედ, მუშაობენ. ბოლო კონცერტებზე ანშლაგი კი იყო, მაგრამ, ფინანსურად მაინც ვიზარალეთ.

– წეღან, ამ „ტრანგალეტკის“ ჩართვამდე, მეუბნებოდით, ერთხელ მხიარულ სატირალში ვიყავიო. საქართველო პარადოქსების ქვეყანაა, ეგეთებიც ხდება ხოლმე. მითხარით, აბა ერთი, რა დრო გაატარეთ სატირალში?

– ოჰ! (იცინის). 1989 წელი იყო თუ 90, მაშინ აფხაზეთი ჩვენი იყო. მოკლედ, გარდაიცვალა ერთი ახლობელი. აფხაზეთის მეგრელობაში წესად არის, რომ ერთი ათ-თერთმეტ დღეს მაინც არ მარხავენ მიცვალებულს. მაშინ თურქეთის საზღვარი ახალი გახსნილი იყო და ხალხი ტყავ-„დუბლიონკებში“ გამოიჭიმა. უხაროდათ სატირალში წასვლა: გამოეწყობოდნენ, აისხამდნენ ამ ოქროებს და, მოკლედ... ჰოდა, მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩავსხედით მანქანაში და მივედით. ვხედავთ, ჭიშკარზე მიცვალებულის სურათია თოკით გაკრული და რომ შევედით, სურათმა „მიგვაცილა“ – ვიღაც ბიჭი ექაჩებოდა ტროსით. იქ ვიღაც კაცი ლექსს კითხულობს – იმ ცხონებულს უძღვნის: „და ლატარიით მოიგე ავტომობილი „ჟიგული“... – და რაღაც ეგეთები. თურმე ლატარიაში „ჟიგული“ მოუგია და დგას ეზოში დიდი ბაფთით ეს მანქანა. გურიაში აქვთ კიდევ ერთი მაგარი წესი – მიცვალებულის წამოგორება. გასვენებამდე იმ პოზაში სვამენ, რომელშიც უყვარდა საცოდავს. ჰოდა, შედიხარ მჟავე სახით და გხვდება მიცვალებული ღობეზე მიყუდებული, პაპიროსით ხელში, ან სავარძელში ზის არხეინად. „ანეტა, დღეს მკვტრის წამოგორებაზე მივალ და არ მოდიხარ?“ გაგიჟდები, მოკლედ. სამეგრელოსა და იმერეთშიც მაგარი წესები აქვთ – მიცვალებულს სასახლით პენალტს არტყმევინებენ (იცინის). თავი დამანებე, გოგო, რა მიცვალებულებზე მალაპარაკებ, წესიერი რამე მკითხე.

– „იუმორინა 2037-ში“ არ აპირებთ მონაწილეობის მიღებას?

– რა 2037, კაცო? აკი 2012 წელს ჩვენი სინსილა აღარ იქნება დედამიწაზეო? უფ, თუ მამაჩემს არ მივეწიე მანამდე, კი გამოვალ. ისე, კარგი მიხრწნილი კი ვიქნები მაგ დროს.

– ამბობენ, ბათუმელებს თბილისელები არ „ევასებათო“, მართალია?

– „სირისტიანო“ თბილისელებო, თქვენ გენაცვალეთ! როგორ არ მიყვარს, კაცო, ეგ ტყუილია. თბილისელები უფრო ქუთაისელებს არ ეხატებათ გულზე და ქობულეთელებს. აქ ბიძაჩემი ცხოვრობს სიახლოვეს და ხშირად ჩამოვდიოდი მასთან. ლიფტი იყო, იცოცხლეთ! თეძოთი თუ არ მიეხეთქებოდი, არ იღებოდა! მე მჩატე ვიყავი და სიმძიმისთვის შიგ აგურებს ვაწყობდი და დავდიოდი ასე ზევით-ქვევით. ისე, ჩვენთან ამბობდნენ, ჩახვალ, თბილისელებს პატივი უნდა სცე, ჩამოვლენ და – პატივი უნდა სცეო. ბათუმელები გულღია და კეთილი ხალხია. ერთი ბეწო ქვეყანაა, თავს რომ თბილისში დადებ, ფეხები ბათუმში გაქვს და ქუთაისიდან კარგი სანახავი ხარ. არ გვინდა, რა, ერთმანეთის ჭამა!

– რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ საახალწლოდ ოჯახში?

– კი, როგორ არა. არასდროს ვხვდები სახლში ახალ წელს ოჯახთან ერთად. 7 საათზე რომ კარს გავიხურავ 31-ში, ხან ალთას ვარ და ხან – ბალთას. რა ვქნა, ჩემი სამსახურია ასეთი. „ქუჩის მუსიკოსებთან“ ერთად დავუკარი საახალწლო საღამოებზე ბობოლებისთვის – ორი კაპიკი ხომ უნდა შემოვიტანო ოჯახში, ან ექვსი კაპიკი?! ჩემი ცოლი მეცოდება, მარტო რომ არის გამოკეტილი ორ-ორი ბავშვით.

– რაღა ორი და ექვსი კაპიკი, დავამრგვალოთ ბარემ ათი – ვთქვათ.

– რას ამბობ, ათი კაპიკი ბევრია, რად მინდა. მე ვარსკვლავი კი არა ვარ, მე ერთი პატარა კაცი ვარ, თანამგზავრი.

– 31-ში მაინც თუ ეხმარებით მეუღლეს? მართლა, რაიმე კერძის მომზადება იცით?

– ვიციო?! რას ჰქვია, ვიცი! მე და მარი სულ მაგაზე ვჩხუბობთ – არა, მე მოვამზადებ, არა – მეო. ჩაქონდრილს ვამზადებ ისეთს, გაგიჟდები! ჩაქონდრილი აჭარული კერძია, ქორფა ხორცისგან მზადდება, ქონდარი, რამე!.. ქართული ხახვი უნდა გაახვიო ფოლგაში და შეწვა ღუმელში. რომ გამოიღებ და ცხელი ოხშივარი გეცემა!.. გუშინ მეგობარი ჩამომივიდა პორტუგალიიდან და იმას გავუკეთე, გაგიჟდა, ისე მოეწონა. კიდევ, ხინკლის მოხვევა ვიცი ზღაპრული.

– რამდენნაოჭიანი?

– ნაოჭი და სათვალე რად უნდა! მთავარია, შიგნით როგორია. არ მიყვარს მწვანილი შიგნით, უფრო – ქონდარი და ძირა. სხვათა შორის, მარი რომ მოვიყვანე, ინაზებოდა – ხინკალს როგორ შევჭამო. ახლა კი მიირთმევს. იცოცხლე. მწვანილიანის შეკვეთა არ მიყვარს. „გალინა ბლანკას“ და რაღაც უბედურებებს უშვრებიან. შეიძლება, წინდაც იპოვო შიგნით (იცინის).

– აღმოსავლეთ საქართველოსთან როგორ ხართ? თამადობა თუ გიწევთ ხოლმე?

– აღმოსავლეთში ხშირად ჩავდივარ. თოხლიაურში ვარ მაგარი „ნათოხლავები“. კახელებმა რომ მწვადის შეწვა იციან – ტყუილია: პირდაპირ ხორცი და ზედ მოყრილი ბლომად ხახვი – რად უნდა ჩაბასტურმება და მაიმუნობა!

თამადობა არ მიხსენოთ! დიდი იდიოტიზმი რამაა. არ მთხოვენ, იციან, რომ არ დავთანხმდები, ასე მაქვს დაყენებული საქმე. თამადამ, ჩემი აზრით, ბევრი არ უნდა დალიოს. ფაქტობრივად, დიქტატორია თამადა. მაგის უკითხავად ფეხსალაგშიც ვერ გახვალ! თამადა რომ რამე დებილობას იბჟუტურებს და მერე მჟავე კიტრს დააყოლებს. როგორია?! კახეთში საერთოდ ფეხზეც ვერ წამოდგები თამადის ნებართვის გარეშე.

– თვითონ თუ უჭირს თამადას და უნდა გასეირნება „იქით“?

– მაგისთვის მოადგილეები არსებობენ, თანაც, მოიგონებს, რომ ტელეფონზე ურეკავენ და რამე... დათო როსტომაშვილია საოცარი თამადა – სადღეგრძელოებთან ერთად ტრიუკებსაც ასრულებს ხოლმე. ერთხელ, ქორწილში ნეფე-დედოფლის სადღეგრძელო ორი განსხვავებულიდან ერთდროულად შესვა. გავშტერდი, წვეთი არ დაღვრია. მიიყუდა პირზე ორივე ჭიქა და არ გამოცალა?! კოსტა წულაძე იყო კიდევ, ბათუმის კოლორიტი, ცხოვრებაში არ უმუშავია, მაგით ცხოვრობდა, საწყალი... გია ბაღაშვილი არის ძალიან კარგი თამადა. სხვათა შორის, მიყვარს სუფრაზე „მრავალჟამიერის“ მოსმენა, გია გადასარევად მღერის, იცის, სად შედარებით მაღალი ბგერა უნდა, სად – უფრო ბოხი, მოგუდული. ყველა კუთხის სიმღერებს ხომ თავისებური შესრულება სჭირდება. მეც ვყვები ხოლმე ასე მორიდებით, ჩუმ-ჩუმად, ეგრე ვერ გავთავხედდები, ხალხური სიმღერები ვიმღერო. მამუკა ონაშვილის თამადობა არ ვიცი, მაგრამ, კარგი წამყვანია. ყველაზე მაგარი თამადა მაინც როსტოა.

– თქვენ როგორი მსმელი ხართ – ბრაზიანი თუ ხდებით სიმთვრალეში და ამჟამად რა ღვინო გაქვთ?

– არა. კარგი სიმთვრალე მაქვს, არ ვარ ბრაზიანი. ყველა მიყვარს, ყველას ვეფერები. ერთი სული მაქვს, დავწვე და დავიძინო. ბევრს არც ვსვამ – სამ ჭიქაზე კი ვარ გემრიელად უკვე. გუშინ დილის 5 საათამდე ვისხედით მე და ჩემი მეგობარი, ორმა კაცმა სულ სამი ლიტრი დავლიეთ. ერთხელ მაგრად დავთვერი და სუფრაზევე ჩამეძინა... მერე ცოლი გაუძღვა სუფრას ჩემ მაგივრად (იცინის). არ მიყვარს ბევრის დალევა, მე არც ვილხენ ხოლმე, უფრო სხვებს ვართობ. ამჟამად იმერულ „ცოლიკაურს“ გეახლებით. კახური ღვინო არ მიყვარს – მჟავე ხურმის გემო აქვს.

– ეს რა გავიგე! კახელებს ღვინო დაგვეწუნება?

– მე არ მომწონს, ბატონო და რა ვქნა ახლა?

– ბობოლები რა სიმღერებს გიკვეთენ? „ტაში-ტუშებს“? თქვენ თუ უსმენთ გია სურამელაშვილსა და ნინო ჩხეიძეს?

– სხვათა შორის, ცდილობენ, გემოვნება გაიუმჯობესონ. გაჰკივიან, ჰარდ როკს ვუსმენ, ვაიმე, ჯაზსო და ინტელექტუალური მუსიკის აზრზე არ არიან. „ტაში-ტუშებს“ არ მიკვეთენ უკვე. სურამელაშვილს არ ვუსმენ. მახსოვს, რომ დარბაზებს ავსებდა ჩემს ახალგაზრდობაში. ნინო ჩხეიძისთვის გიტარის აკომპანემენტს მე ვწერ. უბრალოდ, კომერციული შეთანხმებაა. ისე, ჩემი მეგობარია ნინიკო, ჭკვიანია და კარგად ყიდის თავის ნამღერს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე დიდად არ ვუსმენ ასეთ მუსიკას.




скачать dle 11.3