კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დავეწიოთ და გავუსწროთ მოსკოვს!

ქართული დავიწყებოდა, უკრაინულ სამზარეულოს ეტრფოდაო

მართალია, ქართველი ექსპერტები შიშობენ, რომ ქართული ეკონომიკის მხოლოდ ტურიზმზე გადართვა კარგს არაფერს მოგვიტანს (ჰა და ჰა, მთელი ცხოვრების მწვერვალად ჭურჭლის მრეცხავის სამუშაო ადგილის განაღდება გვექცეს), თუმცა, ამის მიუხედავადაც, საქართველოს ხელისუფლება არც იხტიბარს იტეხს და არც ძალისხმევას იშურებს (ძალისხმევას რა, ფულს არ იშურებს), რომ აქეთ ბათუმმა გაუსწროს მოსკოვს (და მერე რა, რომ რატომ, მაინცდამაინც, მოსკოვს?!), იქით მესტიამ – ავსტრია-შვეიცარიას ერთად აღებულს. სწორედ ამ მიზნით, 8 იანვარს მესტიაში ზამთრის სეზონიც გაიხსნა და ჩვენმა სამთავრობო ელიტამაც იქ მოიყარა თავი, ოღონდ, არა ეულად, მათ გვერდს უკრაინელი ჟურნალისტ-შოუბიზნესის წარმომადგენლები უმშვენებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დროც კარგი გაატარეს და ღვინოც ბევრი დაილია (ყველაზე ხშირად საქართველო-უკრაინის მეგობრობის სადღეგრძელო ისმოდაო). მეტიც, უკრაინულ სამზარეულოსაც დიდი მოწონება დაუმსახურებია (ეგ რომელს, ნეტავ?!), თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ, ვისში აღძრა უთავბოლო მოწონება უკრაინულმა სამზარეულომ: უკრაინელ სტუმრებში თუ ქართველ მასპინძლებში?!

ასეა თუ ისე, მთელი ეს ორომტრიალი (სამწუხაროდ, არც ამჯერად მოუკლავს თავი ოფიციოზს, საზოგადოება დახარჯული თანხის ოდენობაში გაერკვია) იმით დაგვირგვინდა, რომ უკრაინულ ტელეარხ „ინტერზე“ სვანეთის შესახებ რეპორტაჟი გავიდა (ვითომ, კარპატების პატრონებთან ღირდა ჩიტი ბრდღვნად?!). ხოლო, თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ (სტუმრებთან ჩვენი ხარჯით მოლხენა მაქვს მხედველობაში), შესაძლოა, მესტია სამთო კურორტად ქცევამდე გავაკოტროთ.

გვერდები მოამზადა


скачать dle 11.3