კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეძავთა „რისხვა“

ანუ, ჩვენზე გაჭირვებულები

ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენი გაგვჭირვებია: ვერც ის დაგვიდგენია, რა დაუჯდა ამ ჩვენს ბედკრულ ბიუჯეტს ცნობილი მასაჟისტის ისტორია და არც ის ვიცით, 2004 წლიდან მოყოლებული, რა თანხები გაიყოლა ნაირ-ნაირმა კონცერტებმა, თუმცა, მსოფლიო განვითარების ლოგიკა ცხადყოფს, რომ ამგვარ საქმეებში მარტონი არ ვართ.

მილანის სასამართლო უკვე შეუდგა გამოძიებას საქმისა, ისარგებლა თუ არა ბოროტად თავისი თანამდებობით იტალიის პრემიერ-მინისტრმა, არც მეტი, არც ნაკლები, მეძავთან მიმართებაში. ოღონდ, ეს უბრალო მეძავიც არ გეგონოთ: გასულ შემოდგომაზე იტალიის პირველკაცი, თურმე, მაროკოელ მოცეკვავეს, მეტსახელად რუბის, ხვდებოდა და ცოდვიან სიყვარულში ფულსაც უხდიდა. თუმცა, მთავარი ინტრიგა მაინც ის არის, რომ ეს ჩვენი (ჩვენი რა, ბერლუსკონის) რუბი მაშინ არასრულწლოვანი ყოფილა. მეორე მხრივ, სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ იტალიაში პროსტიტუცია ლეგალურია, ერთი ისაა, რომ ეს საქმიანობა 18 წლამდეა აკრძალული. თავად რუბი იტალიიის პრემიერ-მინისტრთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტს უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ, საერთო ჯამში, გასამრჯელოდ 7 000 ევრო მიიღო იმ საღამოებში მონაწილეობის მიღების სანაცვლოდ, რომლებსაც იტალიის მთავრობის მეთაური აწყობდა.

უფრო მეტიც, ბერლუსკონის გულის მურაზი პოლიციაშიც მოხვედრილა (ქურდობის ბრალდებით), სადაც გარკვეულა, რომ იტალიაში უკანონოდ იმყოფებოდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრისთვის ერთ-ერთ ნაცნობ მეძავს უცნობებია, რომლის სერვისითაც ბ-ნ ბერლუსკონის არაერთხელ უსარგებლია. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრს პოლიციაში დაურეკავს და გულის მურაზი გაუთავისუფლებია. მოგვიანებით იტალიის მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ პოლიციაში რუბისთვის მორალური მხარდაჭერის აღმოსაჩენად დაურეკავს და პოლიციაზე ზეწოლა აზრადაც არ ჰქონია.

ამჟამად იტალიის პოლიცია დიდი დილემის წინაშე დგას: ჯერ ერთი, უნდა დაადგინონ, ჰქონდა თუ არა მათ პრემიერ-მინისტრს ინტიმური ურთიერთობა ზემოხსენებულ მოცეკვავესთან და, რაც მთავარია, იმ მომენტისთვის სრულწლოვანი იყო ბერლუსკონის პარტნიორი თუ არასრულწლოვანი. აქედან გამომდინარე კი, რთული სათქმელია: ეს ჯობია თუ ის, თუნდაც, „სცენის ნამდვილ ფერიად“ წოდებული სოფო ნიჟარაძის მსოფლიო ტენორებთან დუეტებში რომ იფლანგება ჩვენი ფული?! სავარაუდოდ, ისევ მეორე.


скачать dle 11.3