კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ზომიერად“ გამძღრები

მარჩიელის ლოგიკით

ერთი მხრივ, ამ ჩვენი დემოკრატიის მიღწევებით კვლავაც თვალგაფართოებული რჩებიან დასავლელი ექსპერტები, მეორე მხრივ კი, ისევ ვერ შევძელით, იმისთვის მაინც მიგვეღწია, რომ ამ ჩვენს მთავრობას თანხების ხარჯვის კანონით გამჭვირვალე პროცესი რეალურადაც გაემჭვირვალებინა. ხოლო, რაკი ვერ მივაღწიეთ და ფულის ხარჯვის ტემპსაც ისეთი პირი უჩანს, რომ ვერც მივაღწევთ (ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ ზემოხსენებული ექსპერტები თვალგაფართოებულები ისხდებიან), მხოლოდ ვმარჩიელობთ (ოღონდ, ლოგიკის დახმარებით). ჰოდა, სწორედ ამ ლოგიკისა და იმის წყალობითაც, რომ ჯამ-ჭურჭელსაც ყურები აქვს, მოარული ხმებით, ბათუმური ახალი წლის ღამე 40 მილიონამდე დაჯდა. ამის პარალელურად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც არ ჩქარობს კულტურულად წოდებულ ღონისძიებებზე დახარჯული თანხის გამომზეურებას. მეტიც, მინისტრი ბრძანებს, რომ თანხები ზომიერად დაიხარჯა.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ლაპარაკია 40 მილიონ ლარზე და, იმის გათვალისწინებითაც, რომ, შესაძლოა, თანხა ან მეტი იყოს, ან ნაკლები (თუნდაც, 20 ან 10 მილიონი ყოფილიყო), აშკარაა, რომ ბ-ნ რურუას ზომიერებაზე ქართული რეალობისთვის მეტად უცნაური წარმოდგენა ჰქონია, რადგან ამ ქვეყანაში, მაგალითად, დევნილთა ყოველთვიური დახმარება 28 ლარია.


скачать dle 11.3