კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სეპარატისტული მადა

ნაწილ–ნაწილ თუ მთლიანად

შესაძლოა, იმიტომ რომ აფხაზეთი, ჩვენი არ იყოს, ნახევრად თავისუფალ ტერიტორიათა რიცხვში მოხვდა, შესაძლოა, სრულიად სხვა მიზეზთა გამო, მაგრამ, ფაქტია, რომ სერგო ბაღაფში „პრეზიდენტის“ ამპლუაში მთელი ეშხით შევიდა. შესაბამისად, ბრძანა, რომ აფხაზეთში მცხოვრებ და ამჟამად იქიდან გამოყრილ ქართველებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოველგვარი ქონება ჩამოერთმევათ. უფრო მეტიც, მხოლოდაღიარებული სეპარატისტები არც რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მოთხოვნის დაკმაყოფილებას აპირებენ საკუთრების დაბრუნების თაობაზე (ძველი და გაცვეთილი მოტივით: ამ შემთხვევაში აფხაზეთში ქართველების რაოდენობა გაიზრდება და აფხაზების საზიანო დემოგრაფიული ბალანსი შეიქმნებაო). ასეთ გადაწყვეტილებამდე სეპარატისტული ორმხრივი კომისია მივიდა, ხოლო, რაკი ამ კომისიის დასკვნა აფხაზეთში რუსეთის „ელჩმაც“ გაიმეორა, ბუნებრივია, ოფიციალურმა თბილისმა ეს არა მხოლოდ მხოლოდაღიარებული სოხუმის, არამედ მხოლოდმაღიარებელი მოსკოვის პოზიციადაც შეაფასა. ამის პარალელურად, „პრინციპული“ პოზიცია დაიჭირა რუსეთის ნომერ პირველმა დიპლომატმა. კერძოდ, ბ-ნი ლავროვი დაგვპირდა (ჩვენ რა, თავის მოქალაქეებს დაჰპირდა), რომ რფ არავის მისცემს რფ-ის მოქალაქეების დაჩაგვრის უფლებას, მიუხედავად ენთიკური წარმომავლობისა. რაც, სავარაუდოდ, თითქოს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების დაბრუნებას რფ-ს მოქალაქე ეთნიკური ქართველები შეძლებენ.

მეორე მხრივ, სერგო ბაღაფშმა დაგვაიმედა, რომ საქართველოს მოქალაქე აფხაზეთიდან გამოდევნილი ქართველების კერძო საკუთრების დაბრუნების საკითხი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, დადგეს, თუკი საქართველო მხოლოდაღიარებულ აფხაზეთს გადაუხდის კომპენსაციას, არც მეტი, არც ნაკლები, 13 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობითო. სამწუხაროდ, „პრეზიდენტ“ სერგოს არ დაუზუსტებია, ნაღდი ფული უნდა, უნაღდო, ერთბაშად თუ ნაწილ-ნაწილ. თუმცა ისიცაა, ჩვენ სულ ოთხ-ნახევარი მილიარდი აშშ დოლარი მოგვცეს და სეპარატისტებს 13 როგორ უნდა გადავუხადოთ?!

ანუ:

„– შენ შეგიძლია, ყოველთვე ქალს ათასი მანეთი მიუტანო?

– ათას მანეთს როგორ მივუტან, როდესაც ხელფასი რვაასი მანეთი მაქვს? – გაუკვირდა კუკარაჩას.“


скачать dle 11.3