მხოლოდ ფაქტები
* ყველასთვის ცნობილია პრემია „ოქროს დისკი“. მსოფლიოში პირველად „გრამჩანაწერების“ ოქროს დისკი „ბითლზებს“ მიენიჭა.
* რუსული ეკლესია წელიწადში 64-ჯერ აღნიშნავს წმიდა ივანის სახელობის დღეს. ამიტომ არის რუს ხალხში ამდენი ივანი და ივანოვი.
* გამოთქმა „რძის მდინარეები და ყველის ნაპირები“ ძალიან ბევრ ხალხშია გავრცელებული. აღსანიშნავია რომ რუმინეთში ეს გამოთქმა ასეთი სახეცვლილებითაა დამკვიდრებული „რძის მდინარეები და ღომის ნაპირები“.
* პირველი ნაბეჭდი წიგნი, გუტენბერგამდე გაცილებით ადრე, გერმანიაში გამოიცა – „ბიბლია ღარიბებისთვის“. თუმცა, მის დასაბეჭდად გამოიყენეს ფიცრები, რომლებზე ამოჭრილი იყო ბიბლიის ტექსტის მთელი გვერდები. გუტენბერგმა კი ასოების შტამპებით ბეჭდვა გამოიგონა.
* ეგვიპტელი ქალები მხედველობით ეფექტს „აუდიოთიც“ ავსებდნენ – პირდაპირ პიკანტურ ადგილებზე ზანზალაკებს იკიდებდნენ, ხოლო თეძოზე – ხის ჯოხებს. ამავე მიზნით, ევროპელი ქალები მრავალფენიან კაბებს იცვამდნენ, თანაც ისეთი ქსოვილისგან შეკერილს, რომელიც სიარულის დროს შრიალს, დამაინტრიგებელ ხმებს გამოსცემდა.
* საფულეებს ძველთაგანვე იყენებდნენ ევროპელები, ჩინელები, იაპონელები... შუა აზიელები კი ფულს გრძელი ქამრებით, კუშაკებით ატარებდნენ, რომლებიც დაახლოებით 3 მეტრის სიგრძის იყო.
* ყველასთვის ცნობილია, რა არის „ბესტსელერი“, თუმცა ნაკლებად იციან, რას ნიშნავს ლონგსელერი – ესაა საგნები, რომლებზედაც მრავალწლიანი, მყარი მოთხოვნაა. მაგალითად, ვენის სკამები, რომლებიც 100 წლის განმავლობაში წარმატებით იყიდებოდა.
* მერცხალზე ამბობენ, რომ ის თავისი სიმღერით იცავდა მაცხოვარს. აი, ბეღურამ კი ის გასცა, დაიძახა „ცოცხალია, ცოცხალი!“. ამიტომ, მას ფეხები უხილავი ძაფით აქვს შებოჭილი და მიწაზე სიარული არ შეუძლია, მხოლოდ ხტუნაობს.
* ველოსიპედისტების შეჯიბრებები მეცხრამეტე საუკუნეშიც იმართებოდა და რადგან მაშინ მოტოციკლები არ იყო, მათ ნაცვლად, მონაწილეთა კოლონას ველოსიპედის ტანდემი მიუძღოდა.
* ერთ-ერთ მდიდარ რომაელ ვაჭარს უცნაური გატაცება ჰქონდა. მან მონებისგან მთელი „ბიბლიოთეკა“ შექმნა. მონებს წიგნების სახელები დაარქვა: „ოდისეა“, „ენეიდა“... მონებს ეს წიგნები ზეპირად უნდა სცოდნოდა და ზეპირად, მხატვრულად უნდა წაეკითხა კიდეც.