კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო რუსეთის დაზვერვის წარმომადგენელი და უყვარდა თუ არა მისი შვილიშვილი გრიგოლ ორბელიანს

დიდ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს გრიგოლ ორბელიანს მიაჩნდა, რომ: „ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს, და არა გვარიშვილობა!”

თუმცა მას თავისი გვარი და წინაპრები, არავისზე ნაკლებ არ ჰყვარებია. თუ შენი არ გიყვარს, ვერც სხვისას შეიყვარებ და პატივს მიაგებ. ვინ იყვნენ გრიგოლ ორბელიანის წინაპრები, ვისზე იყო აკვანშივე დანიშნული მთავარმმართებლის მოვალეობის შემსრულებელი და რატომ ვერ შექმნა საბოლოოდ მან ოჯახი, ამაზე დღევანდელ ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე გვესაუბრება:

– ისტორიკოსი მაქსიმე ბერძნიშვილი (რომლის ნაშრომითაც უხვად ვისარგებლებ) არაფერს ამბობს გრიგოლ ორბელიანის სვე-ბედზე. მწერალი ელგუჯა მაღრაძე კი მიიჩნევდა, რომ: „გრიგოლ ორბელიანმა, ეტყობა, გულში ჩაიკლა საკუთარი განცდები, იდუმალების ბურუსში გაჰხვია ნამდვილი გრძნობა. არც თანამედროვეთ ანდო გულისნადები, არც ეტრატზე გადაიტანა იგი, რომ შთამომავლობას მაინც შეეტყო”...

თქვენ, როგორც ფსიქოლოგი, რას გვეტყვით ამ თემაზე?

– თუ გრიგოლ ორბელიანის სანათესაოს კიდევ ერთხელ არ გადავავლეთ თვალი, ამ თემაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ყველა, ვინც მის ბედს უკავშირდება, მისივე სანათესაო წრიდანაა.

– გისმენთ, ყურადღებით.

– გრიგოლის დედა გახლდათ ხორეშან ანდრონიკაშვილი, მამა – დიმიტრი ორბელიანი, რომელსაც მეორე სახელიც ჰქონდა – ზურაბი. რაც შეეხება პოეტის პაპა-ბებიას. მამის მხრიდან მისი ბებიაა თამარ პაატას ასული აბაშიძე. პაპა კი – ნიკოლოზ რევაზის ძე ორბელიანი. დედის მხრიდან გრიგოლის ბებიაა – ელენე ბატონიშვილი, მეფე ერეკლეს და დარეჯან დედოფლის ქალიშვილი. პაპა გახლავთ – ზაქარია ანდრონიკაშვილი, „მიწის მგელი” – როგორც მას ლეკებმა ზედმეტ სახელად შეარქვეს, დიდად სახელოვანი ვაჟკაცი.

ელენე (1753-1786) პირველი შვილია – იგი 15 წლის ასაკში გააჩინა დარეჯანმა. ყმაწვილქალობაში შეუყვარდა ზაქარია თამაზის ძე ანდრონიკაშვილი, მაგრამ არ გააყოლეს. ამ ნიადაგზე ჭკუაზედ შესცდა და „გიჟობასა შინა მყოფი” მიათხოვეს არჩილს, იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის ძმას. არჩილისგან 3 შვილი ეყოლა: დავითი – შემდეგში იმერეთის მეფე სოლომონ მეორე, მაია-მარიამ – შემდეგში მალხაზ ანდრონიკაშვილის მეუღლე და ბარბარე – დავით წერეთლის მეუღლე. ადვილი მისახვედრია, რომ იმერეთის მეფე სოლომონ მეორე გრიგოლის ბიძა ყოფილა, ხოლო მაია-მარიამ და ბარბარე – დეიდები.

არჩილის ნაადრევად გარდაცვალების შემდეგ, ქვრივი ელენე, როგორც იქნა, გააყოლეს ზაქარიას. ხორეშანის გარდა, ელენეს ზაქარიასთან სხვა შვილი არ გასჩენია. ხუთიოდე წელში გარდაიცვალა.

– დედმამიშვილებზე რას გვეტყვით?

– გრიგოლის უფროსი და რომ მელიტონ ბარათაშვილის მეუღლეა და ნიკოლოზ ბარათაშვილის დედა, ეს ხომ ყველამ იცის. ზაქარია, გრიგოლზე ორი წლით იყო უმცროსი. 1844 წელს პოლკოვნიკობა მიიღო, 3 წლის შემდეგ კი ქოლერით გარდაიცვალა დაღესტანში. ყველაზე უმცროსმა ძმამ, გენერალ-მაიორმა ილიამ ყველაზე ცოტა დრო დაჰყო ამ წუთისოფელში – 36 წელიწადი. ილიაც და გრიგოლიც ქაშუეთში არიან დაკრძალულნი.

– სხვა ახლო ნათესავები ვინ იყვნენ, ცნობილია, გრიგოლს ბევრი ნათესავი ჰყოლია.

– გრიგოლის პაპის, ნიკოლოზის ძმაა – დავით ორბელიანი, მეფე ერეკლეს სიძე. მისი მეუღლე გახლავთ თამარ ბატონიშვილი, გიორგი მეთორმეტის ღვიძლი და. მათ 8 შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ ერთადერთი – ნაბოლარა ყაფლანი გადაეგო უშვილძიროდ. ასე რომ, გრიგოლის მამას 7 დაოჯახებული ბიძაშვილი ჰყავდა – ერთი მამაკაცი და 6 ქალბატონი. ამ ექვსივე მანდილოსანს ძალიან საინტერესო სანათესაო ჰყავს. მაგრამ, ახლა ამის დრო არ არის... იოანეზე კი, დავითის უფროს შვილზე, აუცილებლად უნდა შევჩერდეთ.

– რითი გამოარჩევთ მას?

– იოანე ორბელიანი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის სიძეა – მისი ქალიშვილი ანასტასია (ატატო) შეირთო. ქაიხოსრო ისტორიული პიროვნებაა – მან და დავით ორბელიანმა 1784 წლის 24 იანვარს გეორგიევსკის ხელშეკრულების დანართს მოაწერეს ხელი. ახლა, კი ამ ქორწინებით დამძახლდნენ. იოანეს ქვისლია დიმიტრი ზაალის (ზაქარიას) ძე ორბელიანი, გენერალ-ლეიტენენტი, რუსების უერთგულესი კაცი – 1810 წელს იმერეთში სოლომონ მეორეს ებრძვის. 1812 წელს კახეთში აჯანყებულებს ულმობლად უსწორდება... მისი ცოლი ანა ჩოლოყაშვილი – ანასტასიას უმცროსი დაა, უშვილოა. ამ ანას ჰყავს მაზლი – ყაფლანი, მაიორი სიღნაღის კომენდანტი. ყაფლანი ერთადერთი ასულის პატრონია – სოფიოსი. მოდი, ეს პიროვნება – სოფიო ორბელიანი, დროებით დავიმახსოვროთ. არ აქებენ არც დიმიტრის მამას, ზაალს, რომელიც „იყო შემკრები სურსათისა” ერეკლეს დროს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ზაალი რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო.

– იოანე ორბელიანის შვილებსა და შვილიშვილებზეც ბევრი რამ გვსმენია.

– იოანეს 5 შვილი ჰყავდა – 3 ქალი, 2 ვაჟი. ყველაზე უფროსი ელისაბედი, ესტატე ჯავახიშვილის მეუღლეა. ესტატე 1832 წლის შეთქმულებისას 60 წლისაა, რუსეთის არმიის კაპიტანია, ნაპოლეონთან ომის ვეტერანი. იგი შეთქმულებაში თავის ბიძაშვილ ქაიხოსროსთან და შვილებთან – ალექსანდრესთან და მიხეილთან ერთად, მონაწილეობს (მესამე ვაჟიც ჰყავს, დავითი). ამ მიხეილის უკანონო ვაჟი ადამა, დიდი პროზაიკოსის მიხეილ ჯავახიშვილის ღვიძლი პაპაა.

მეორე ქალიშვილი ელენე (1785-1815) შანშე იესეს ძე ქსნის ერისთავის ცოლია. ამ ოჯახს 6 შვილი ჰყავთ – 5 ვაჟი, ერთი ქალი. თითქმის ყველა მათგანი შეთქმულია, სიძეც კი – ეროვნებით რუსი ანდრია მელნიკოვიც ჩაითრიეს. ალბათ, შანშეც მათ გვერდით იქნებოდა, 1831 წელს რომ არ გარდაცვლილიყო.

გრიგოლ ორბელიანის ჩვენებიდან: „გივი ამილახვრის აღსარება წავაკითხე ელიზბარის მამას. ზოგი რამ დამიწუნა, მერე შევაკეთე.“

ელიზბარ ერისთავზე ალექსანდრე (პუპლია) ორბელიანი ამბობს: „ჩვენი ზაგოვორის თავი ელიზბარი იყო, ამისთვის, რომ ცდილობდა და ყოველს ადგილს მიმომსვლელი ის იყო და შუაკაცი”.

მესამე ქალიშვილი სალომე (1795-1847) გარსევან ჭავჭავაძის რძალია, მისი ვაჟის – ალექსანდრეს მეორე ნახევარი. ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო მათი შვილებია: ნინო, ეკატერინე, დავითი, სოფიო.

იოანეს ორივე ვაჟმა ნაადრევათ დააქვრივეს თავიანთი ცოლები: 1830 წელს – დავითმა, 1834 წელს – ლუარსაბმა. დავითის მეუღლეა მირმანოზ ერისთავის ასული მანანა, ლუარსაბისა – თამაზ ორბელიანის ასული ანა. დავითის შვილებია: ივანე (შემდეგში გენერალ-მაიორი), ანასტასია (შემდეგში იმ გენერალ-გუბერნატორის – ალექსანდრე გაგარინის მეუღლე, რომელიც დადეშქელიანმა მოკლა), ალექსანდრე. მათი ბიძაშვილებია – ლუარსაბის ქალიშვილები – ელენე (ზაქარია ერისთავის მეუღლე) და მარიამ (ნიკოლოზ ფალავანდიშვილის, შეთქმულების გამცემის, იესეს ძმის მეუღლე).

– ახლა კი გადავიდეთ მთავარ კითხვაზე: რატომ ვერ შექმნა გრიგოლ ორბელიანმა საკუთარი ოჯახი?

– გრიგოლი აკვანშივე დანიშნეს (დაწინდეს) ზემონახსენებ სოფიო ორბელიანზე... გრიგოლი, თუმცა მას პატივს სცემდა, ყურადღებით ექცეოდა, სიმპათიით იყო განწყობილი... როგორც ჩანს, არ უყვარდა. მისი გული თავისი ნათესავის (სალომეს პაპა და გრიგოლის პაპა, ალალი ძმები არიან!) ქალიშვილმა – ნინომ დაიპყრო. ოდნავ შორეული ნათესავია ნინოს უმცროსი და ეკატერინე ტატოსთვის, რომელიც ასევე თავგზააბნეულია... ეკატერინეს ხიბლი გრიგოლსაც მისწვდება...

ავანსცენაზე ჩნდება გრიბოედოვი, რომელიც 1828 წელს 16 წლის ნინოზე ჯვარს იწერს...

ერთი წლის შემდეგ ნინო ქვრივდება... გრიგოლს იმედის ნაპერწკალი უჩნდება. მაგრამ, მკვეთრ – გადამწყვეტ ნაბიჯს ვერ დგამს. ჭოჭმანობს, მერყეობს...

– იქნებ, ნათესაობის გამო იყო მისი მერყეობა განპირობებული, ანდა გრიგოლი მამა-პაპურ ტრადიციას ვერ უღალატებდა – დაწინდულ ქალზე უარს ვერ იტყოდა?

– ასეთი ხარისხის ნათესაობის მიუხედავად, მართლმადიდებლური ეკლესიის მამები წყვილებს ჯვარს მაინც სწერდნენ ხოლმე. ამის დამადასტურებელი უამრავი მაგალითი არსებობს... ამასობაში 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ბრალიც დასდეს... ბუნებრივია, მისი ფსიქიკა სხვა სახის სტრესის განეიტრალებაზე მოიმართა... სოფიომაც ჩათვალა, რომ საკმარისზე მეტი იცადა – 1836 წელს ბედი კავკასიის მთავარმმართებლის საბჭოს წევრს, კანცელარიის გამგეს – ნიკოლოზ ბეზაკს დაუკავშირა. რაც შეეხება ტრადიციისადმი ერთგულებას... ტრადიციის ერთგული 1836 წლამდე უცოლოდ არ გაჩერდებოდა... (ამ დროს 32 წლის იყო პოეტი).

ნიკოლოზ ბარათაშვილი დარწმუნებული იყო, რომ: „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის”... იქნებ გრიგოლსაც საშვილიშვილოდ გარდმოეცა თავისი ბებიისგან, ელენე ბატონიშვილისგან სიყვარულის „ვერგადახარშვის კომპლექსი“?...


скачать dle 11.3