კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ემოციები ფაქტების წინააღმდეგ

მართალია, მამაკაცები ამტკიცებენ, რომ მათ მოსწონთ მგრძნობიარე ქალები, მაგრამ ეს მტკიცებულება არ შეესაბამება მოცემულ რეალობას. საკმარისია, ქალმა თავისი ემოციების დემონსტრირება მოახდინოს, ან ემოციის ფოიერვერკი მოაწყოს, რომ მამაკაცი კუსავით ძვრება თავის „ბაკნის” ქვეშ და ცდილობს, ამ ფოიერვერკისგან თავი შორს დაიჭიროს.

მამაკაცს აბნევს ფრაზების სიჭარბე და ეპითეტების სირთულე. მით უმეტეს, თუკი საკუთარი არაკომპეტენტურობაც იგრძნო. მათთვის ეს სახეში შემორტყმული ალიყურივით, ლოყაში გაწნული სილასავითაა.

თუ გინდათ, საყვარელმა მამაკაცმა გაგიგოთ, ელაპარაკეთ მხოლოდ ფაქტებით ან საუბარი ფაქტებით დაიწყეთ. მხოლოდ მას მერე, რაც ცოტათი გაერკვევა, რისი თქმა გინდათ, შეგიძლიათ, ემოციური ფონიც შეურიოთ. ნუ გექნებათ იმის იმედი, მამაკაცის თანაგრძნობა რომ დაიმსახუროთ, საკმარისია, აწუწუნდეთ, ერთი-ორჯერ ამოიოხროთ... რამდენიმე ცრემლიც გადმოაგდოთ... მხოლოდ ზედმეტად ემოციური მამაკაცი შეიძლება, ააღელვოს ამან. მამაკაცმა ჯერ საკუთარი აზრი უნდა გამოიტანოს იმაზე, რამაც თქვენ აგაღელვათ. ანუ, უნდა დარწმუნდეს, მართლაც გაქვთ შფოთვის მიზეზი, თუ ეს მხოლოდ თქვენი ჭირვეულობაა.

ისე, გირჩევთ, ემოციები სხვა, უფრო სერიოზული სიტუაციებისთვის შემოინახოთ, თორემ მამაკაცს, მათ „სიმძიმეში” ვერ დაარწმუნებთ. ნუ გაბრაზდებით, ამას თქვენი ჯიბრით არ აკეთებს. უბრალოდ, თუ რამდენჯერმე აღმოჩნდებით იმ ბავშვის როლში, რომელიც ტყუილუბრალოდ ჩხაოდა, მამაკაცისთვის ძნელი აღსაქმელი იქნება, რომელია რეალური პრობლემით გამოწვეული ემოცია და რომელი მხოლოდ მისთვის გამიზნული. ძველ ქართულ იგავში რომ არის, „მგელი, მგელიო...” და მართლა რომ მოვა მგელი, აღარ დაგიჯერებთ. მისთვის ხომ ფაქტია მთავარი და არა ემოცია.


скачать dle 11.3