კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სალომე ბაკურაძემ „რომპეტროლისგან” საჩუქრად 1 000 ლიტრი საწვავი ახალი ბენზინგასამართი სადგურის გახსნაზე მიიღო

სალომე ბაკურაძესავით სიცოცხლით სავსე, ენერგიული, მხიარული უნდა იყო, რომ მოგების სიხარული ისე გამოამჟღავნო, როგორც ეს ცეცხლოვანმა მომღერალმა გამოხატა „ბრავოს” ფინალში. მხოლოდ ამ ფინალისთვისაც კი ღირდა მეგაშოუს ყურება, რომელიც ყოველ ოთხშაბათს „რომპეტროლის” სპონსორობით გადიოდა პირდაპირ ეთერში და ყოველთვის საინტერესო სანახაობით იზიდავდა მაყურებელს ეკრანებთან. „ბრავო” დამთავრდა და დადგა გამარჯვებულისთვის კუთვნილი 1 000 ლიტრი საწვავის გადაცემის დროც, რომელიც სუპერმაგარი მომღერლისთვის კომპანია „რომპეტროლ საქართველომ” დააწესა. თუმცა, ჩემთვის, როგორც „რომპეტროლის” ბენზინის ერთი რიგითი მომხმარებლისთვის, ეს დღე სხვა მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან კომპანიამ მძღოლებისთვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად ახალი, რიგით სამოცდამეთორმეტე ბენზინგასამართი სადგური გახსნა აღმაშენებლის ხეივნის მეთოთხმეტე კილომეტრზე. სალომე ბაკურაძესთან, საპატიო სტუმართან ერთად ბენზინგასამართი სადგური „რომპეტროლ საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრ ალბინმა გახსნა. მაგრამ, წითელი ლენტის გაჭრამდე, იანვრის ამ ცივ დღეს, აღმაშენებლის ხეივანზე შეკრებილი სტუმრები ჯერ გლინტვეინმა გაგვათბო, შემდეგ სალომე ბაკურაძის საოცარმა ღიმილმა, რომელიც ახალ ბენზინგასამართ სადგურზე „ბრავოში” ნაჩუქარი ახალი „ჰიუნდაით” მოვიდა, რომლის ავზიც ყველაზე ხარისხიანი საწვავით – „ეფიქსით” გაავსო.

სალომე ბაკურაძე (72-ე ბენზინგასამართი სადგურის პირველი მომხმარებელი): „მიხარია, რომ ასეთი საოცარი პრიზები გადმომეცა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „რომპეტროლს”, რომლის მომხმარებელი აქამდეც ვიყავი, მაგრამ, დღევანდელი დღის შემდეგ ჩემს ახალ ავტომობილს სხვა ბენზინს არც გავაკარებ. სიმბოლური გრანდიოზული ვაუჩერის გადაცემა, ფერად-ფერადი ქაღალდების ფოიერვერკი, წითელი ლენტის გაჭრა, არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმება – ამ ყველაფერმა სასიამოვნო აურა შექმნა და დარწმუნებული ვარ, კონკრეტულად ეს ბენზინგასამართი სადგური განსაკუთრებული დატვირთვით იმუშავებს“. გარშემო ისეთი საოცარი, საზეიმო, ამაღელვებელი განწყობა შეიქმნა, თავი „ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონიალზე გეგონებოდა.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს რიგით მესამე ახალი სადგურია, რომელიც, ყველა ჩვენი ობიექტის მსგავსად, ევროპული სტანდარტებისაა და აღჭურვილია Tokheim-ისა და Shelf-ის წარმოების ამერიკული და ევროპული დანადგარებით, რაც საწვავის ჩასხმისას აბსოლუტურ სიზუსტეს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ახალ სადგურებზე ორმოცი ადამიანი მუშაობს, ეს კი ნიშნავს კიდევ ორმოც დასაქმებულ ადამიანს ქვეყანაში, რაც ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. განხორციელდა 350 000 დოლარის ინვესტიცია. ბენზინგასამართი სადგური აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებითა და ვიდეოკამერებით. სადგურზე შესაძლებელია საბურავების წნევის შემოწმება და დაბერვა, ასევე, საქარე მინის გაწმენდა. სხვა სადგურების მსგავსად, აქაც, მომხმარებელს „რომპეტროლის“ ყველა ტიპის საწვავის შეძენა და Fill and go-ს ბრენდის სერვისებით სარგებლობა შეეძლება“, – განაცხადა „რომპეტროლ საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ალბინმა.

„რომპეტროლ საქართველოს” კიდევ უამრავი გეგმა აქვს უახლოეს მომავალში განსახორციელებელი: სოლიდური ინვესტიციები მოხმარდება ნოვაციური პროექტების დანერგვას, საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემის გაძლიერებას, ქსელის გაფართოებას, სოციალური პროექტებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის მხარდაჭერას.


скачать dle 11.3