კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაინდეს ამერიკაში ჩასული ნიკა ლომიძე ზანგებმა და რატომ გაუტეხა მას შუბლი ღვინის ჭიქით ძმაკაცმა

ნიკა ლომიძე ის ადამიანია, ვისაც ექსტრემი, საკუთარი თავის გამოცდა და სიძნელეებთან ჭიდილი არ აშინებს. ის ორიგინალური აზროვნებითაც გამოირჩევა, ჩაცმის სტილითა და ქცევითაც განსხვავდება სხვებისგან და ცდილობს, ცხოვრებისგან მაქსიმალური შეიგრძნოს და საყვარელი საქმე ყოველდღიურად აკეთოს. ნიკა, როგორც თავად ამბობს, ძალიან ცელქი ბავშვი იყო, რის გამოც არასდროს აკლდა გამოუვალ სიტუაციებში მოხვედრა. თუ დავუჯერებთ, ის პირველი „მეამბოხე” ქართველია საქართველოში, რამდენჯერმე „მოკვდა” და „გაცოცხლდა” და შუბლიც გაიტეხა ჭიქით, მაგრამ მისი ხუმრობის ხალისი ამით არ შემცირებულა.

ნიკა ლომიძე: არ მიყვარს გამოუვალ სიტუაციებში მოხვედრა, რადგან ამით დეპრესიას „ვიკიდებ”, თუმცა, გამოსავლის პოვნა ნამდვილად არ მიჭირს. ბავშვობაში კი ისეთი ცელქი და საყვარელ-ჩასაყლაპი ბავშვი ვიყავი, რომ ამის გამო სასაცილო სიტუაციებიც არ მაკლდა.

– ნიკა, მოდი, ის მოყევი, ძმაკაცებთან ერთად რომ გადაწყვიტე ქეიფი და, საბოლოო ჯამში საავადმყოფოში რომ ამოყავი თავი.

– (იცინის) ეს მართლაც მაგარი ისტორიაა. მოკლედ, ერთ დღეს მეგობრებმა გადავწყვიტეთ, წავიდეთ და მაგრად დავთვრეთო. წავედით, დავთვერით და რომ აღარ ჩაგვივიდა მუცელში ღვინო, გადავწყვიტეთ, გვეწუწავა. ავდგებოდით ფეხზე, სადღეგრძელოს ვიტყოდით და მერე ჭიქაში ჩასხმულ ღვინოს კი არ ვსვამდით, ერთმანეთს ვასხამდით. ყველა ჩქარობდა შესხმას, რადგან, ვინც ნაკლებად მშრალი იქნებოდა, განსხვავებულით თავზე დასხმა მოუწევდა. ერთმა ჩემმა მეგობარმა სისწრაფეში ვერ მოზომა და, ღვინო რომ უნდა შეესხა ჩემთვის, შემთხვევით ჭიქა გამოაქანა. წარმოიდგინეთ, რა სიზუსტით მესროლა, რომ შიგ შუბლში გამარტყა. (იცინის). ჯერ ვერ მივხვდი რა მოხდა, მაგრამ, ჩემი მეგობრების სახეებს რომ შევხედე, ვიფიქრე, მგონი, ცუდადაა საქმე-მეთქი და... ძირს რომ სისხლის გუბეები დავინახე, მერე მივხვდი, რაც მოხდა. ერთი სიტყვით, ასე შუბლგადახსნილი და გადამთვრალი მივედი რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

– როგორც ვიცი, იმ პერიოდში ტელევიზიაში მუშაობდი და პირდაპირ ეთერში გიწევდა მუშაობა. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილმა გამოსავალი როგორ მოძებნე?

– რა გამოსავალი, ასე „დაშტოპკილი” შუბლით ვიჯექი პირდაპირ ეთერში. თან, ასე დაზარალებულსა და შუბლგაკერილს ისე მხიარულად მიმყავდა გადაცემა, მაყურებელი, ალბათ, ფიქრობდა, რა ახალისებს ამ უბედურსო (იცინის).

– თქვი, ძალიან ცელქი და მოურჯულებელი ბავშვი ვიყავიო. რამე თუ მოგიპარავს ბავშვობაში?

– ბავშვობაში როგორ არ მომიპარავს (იცინის). არ მახსოვდა და, რომ დავფიქრდი, ახლა გამახსენდა. სკოლაში რომ მივდიოდი, ბულკებსა და ბუბლიკებს ვიპარავდი და ვჭამდი. გამყიდველი, მგონი, ხვდებოდა, რომ ვიპარავდი, მაგრამ, ალბათ ეგონა, სახლში კლავენ ამ ბავშვს შიმშილით და ღმერთმა შეარგოს მოპარული ბულკები ამ საცოდავსო (იცინის). სკოლაში დანაყრებული მისული კი მასწავლებლებს ვუშრობდი სისხლს. ერთი მასწავლებელი მყავდა ამოჩემებული და „დიმაუშკებს” ვუდებდი უჯრაში. მივიდოდა საწყალი, გამოაღებდა უჯრას და ისეთი კვამლი ამოვარდებოდა იქიდან, ქალი აღარ ჩანდა (იცინის). აი, ასეთი ცუდი ბავშვი ვიყავი. სად იყო „მიტინგომანია”, მე რომ ვაწყობდი მიტინგებს?! არავინ შემედავოს, საქართველოში პირველი მიტინგი მე მოვაწყვე და ამ საქმის ნამდვილი „მამა” ვარ. (იცინის). სკოლაში ისეთ ბოიკოტებს ვაწყობდი, ბადალი არ მყავდა.

– მერედა, ვის უწყობდი ბოიკოტებს?

– სკოლაში სწავლის დროს, ერთი მასწავლებელი ამოვიღე მიზანში. რა ვიცი, რატომ არ მომწონდა, არადა, კარგი მასწავლებელი იყო და დღემდე ვერ ვხვდები რას ვუწუნებდი მაშინ. შემოვიკრიბე მთელი კლასი, გავმართე მიტინგი და, რისთვისაც ვიბრძოლეთ, გამოვიდა.

– კომუნისტების დროს მიტინგის მოწყობა დიდი ვაჟკაცობა იყო. ამის გამო არ დაისაჯე?

– როგორ არ დავისაჯე. მაგრად დაგვტუქსეს, მაგრამ მიზანს მივაღწიეთ და მთავარი ეს იყო. ახლა, რაც გავიზარდე, დავმშვიდდი, აღარ ვაწყობ მიტინგებსა და ბოიკოტებს და თან სახლშიც ისეთი დემოკრატიაა, მიტინგი რომ ჩავატარო, ზედმეტი იქნება (იცინის).

– ისეთი ცელქი ბავშვი იყავი, ალბათ, ალკოჰოლსაც ადრეულ ასაკში დააგემოვნებდი.

– სხვათა შორის, პირველად თინეიჯერობის ასაკში დავლიე და ის დღე ახლაც კარგად მახსოვს. თან, როცა თინეიჯერის ასაკში ხარ, გგონია, უკვე დიდი ხარ და ვერ იგებ სასმლის ზომას. ბორჯომში ვისვენებდი და იქ დავლიე. მთვრალმა კიბეზე დავიძინე და მერე მეგობრები „მეკაიფებოდნენ“, დებილი ბომჟივით იწექი კიბეზე და გეძინაო (იცინის). ეს იყო ჩემი პირველი დალევა, უფრო სწორედ, დალევა დადებილებამდე (იცინის). ბორჯომში თითქმის ყოველ ზაფხულს ვისვენებდი და ბევრი საინტერესო და სასაცილო გასახსენებელიც მაქვს.

– ნიკა, ის თუ არის მართალი, შენი ბავშვობის მეგობრები რომ ამბობენ, სამჯერ „გარდაიცვალა” და სამჯერვე „აღსდგაო”?

– კი, მართალია და ეს ამბავიც ბორჯომს უკავშირდება: ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა „გაჩითა“ „სტარტოვკა”, ანუ სპორტული პისტოლეტი, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს და ტყვიებს არ ისვრის. ბორჯომის პარკში, ღია თეატრში სპექტაკლი რომ დასრულდა და ხალხი გამოეფინა, ავტეხეთ სროლა. დაიბნენ, ვერ გაიგეს, რა ხდებოდა. თან, დავუმიზნებდით ერთმანეთს, გავისროდით და დავვარდებოდით – ვითომ მოვკვდით. ხალხი შოკში ჩავარდა, იფიქრეს, არიქა დახოცეს ერთმანეთი ბავშვებმაო და ატყდა წივილ-კივილი. კარგად მახსოვს, სამჯერ „მოვკვდი“ და სამჯერვე წამოვხტი ფეხზე (იცინის).

– მერე, ეს ოინი და ხალხის გადარევა შეგრჩათ?

– რა შეგვრჩა, კომუნისტების დროს ვინ რას შეგარჩენდა? ჩაგვტენეს მანქანაში და მილიციაში ამოვყავით თავი. თავდახრილები დავდექით. მიხვდნენ, შტერი ბავშვები ვიყავით და სულელობით მოგვივიდა ეს ამბავი და უკან დაგვაბრუნეს. კი ვინერვიულე, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა – სამჯერ მომკლეს, სამჯერ გავცოცხლდი და დაჭერასაც გადავურჩი (იცინის).

– უცხოეთში ჩასული სასაცილო და კურიოზულ სიტუაციებში არ ხვდები?

– ერთი კურიოზი გამახსენდა, რომელიც ენობრივ ბარიერს უკავშირდება. მე რომ მეგონა ინგლისურს „ვსხლავდი“, ამერიკაში ჩასვლისას მივხვდი, რომ არაფერიც არ მცოდნია. მოკლედ, მივდივარ ქუჩაში, მაცვია მაისური, რომელზეც ახატია უცხოპლანეტელი სიგარეტით პირში. უცებ, გავიხედე, მანქანა მომიახლოვდა, გამისწრო და გაჩერდა. გადმოვიდნენ „დუბლიონკებში” „გაზმანული“ ზანგები, დადგნენ ჩემ წინ და რაღაცას „მებაზრებიან”. ვიფიქრე, ხომ არ მეჩხუბებიან ამათ უბანში რომ „დავტასაობ“-მეთქი, მაგრამ მივხვდი, „ბაზრობის“ ტონზე არ საუბრობდნენ. მოკლედ, ვერაფერი გავიგე, რა უნდოდათ, ვუღიმე, ვუღიმე და ბოლოს მათი გამომეტყველებით მივხვდი, რომ უკმაყოფილოები წავიდნენ, თან სახეზე ეწერათ – ვაი, შენს პატრონსო (იცინის). გავიდა დრო, ასე თუ ისე ავითვისე ინგლისური ენა და ერთ მშვენიერ დღეს ისევ იმ ზანგებს არ გადავაწყდი? ვუთხარი, მაშინ რომ მნახეთ, ვერაფერი გავიგე, რას მეუბნებოდით და ახლა გისმენთ-მეთქი.

– მერე, რა გითხრეს?

– რა მითხრეს და, თურმე, იმათი მეგობარი უშვებდა იმ მაისურებს, მე რომ მეცვა მაშინ და გახარებიათ, რომ დაუნახავთ, გააჩერეს მანქანა და, მეუბნებოდნენ, ჩვენი მეგობრის მაისური გაცვია, ეტყობა, მოგწონს და, თუ კიდევ დაგჭირდა, ჩვენ გაყიდვინებთო. მე კიდევ, გაშტერებული ვუსმენდი და ვერაფერი გავიგე. კიდევ კარგი, მიხვდნენ, რომ არ მესმოდა მათი და მშვიდობიანად დამშორდნენ, თორემ, მაგათი ამბავი ხომ იცით, თუ თვალში არ მოუვიდათ კაცი, მორჩენილია იმის საქმე (იცინის).


скачать dle 11.3