„ფლეიბოის“ 84 წლის დამფუძნებელი 24 წლის მოდელზე ქორწინდება
ცნობილი ამერიკული მამაკაცთა ჟურნალის, „ფლეიბოის“ დამფუძნებელმა, 84 წლის ჰიუ ჰეფრენმა წინასაახალწლოდ განაცხადა, რომ სურს, კიდევ ერთხელ იქორწინოს. მისი რჩეული ამჯერად 24 წლის მოდელი კრისტალ ჰარისი გახდა. ის „ფლეიბოის“ 2009 წლის დეკემბრის გამოშვების „თვის გოგონაა“.
„კრისტალს ბეჭედი რომ მივართვი, მან იტირა. ეს ყველაზე ბედნიერი საშობაო დღესასწაულია ჩემს მეხსიერებაში“, – ამბობს ჰეფრენი.
წლის დასაწყისში ჰეფრენმა დაასრულა განქორწინების პროცესი თავის მეორე მეუღლესთან – ქიმბერლი კონრადთან. 1959 წელს განქორწინებით დამთავრდა, აგრეთვე, სექსუალური თავისუფლების, სექსუალური უმცირესობის უფლებებისა და მარიხუანის ლეგალიზაციისთვის მებრძოლის, ჰიუ ჰეფრენის პირველი ქორწინება.
„ფლეიბოი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია. გამოცემის პირველი ნომერი 51-ათასიანი ტირაჟით გამოვიდა 1953 წლის დეკემბერში, ამჟამად კი „ფლეიბოი“ სხვადასხვა ენაზე მთელ მსოფლიოში გამოდის.