კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: შევიძინე ავტომანქანა და გადავწყვიტე მისი დაზღვევა. სადაზღვევო კომპანიასთან გავაფორმე დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, სადაზღვევო თანხა უნდა გადამეხადა ეტაპობრივად, ყოველ კვარტალში. პირველი შესატანის ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების დადების დღე, მაგრამ, თანხის შეტანა ვერ მოვახერხე. სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებიდან მეოთხე დღეს მომიხდა ავტოავარია და მნიშვნელოვნად დაზიანდა ავტომანქანა. დავუკავშირდი სადაზღვევო კომპანიას, სადაც უარი განმიცხადეს სადაზღვევო თანხის გაცემაზე და ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ მე გადახდილი არ მქონდა პირველი სადაზღვევო შესატანი.

კანონიერია თუ არა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სადაზღვევო კომპანიის უარი?

პასუხი: სადაზღვევო კომპანიის უარი კანონიერია. თქვენ სადაზღვევო კომპანია არ აგინაზღაურებთ მიყენებულ ზიანს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან გაფორმებული გაქვთ დაზღვევის ხელშეკრულება, რადგან დროულად არ გადაიხადეთ პირველი სადაზღვევო შესატანი. ამ შემთხვევაში მზღვეველი თავისუფლდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებისგან პირველი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე.

კითხვა: მყავს ოჯახის ახლობელი, რომელიც მსჯავრდებულია და სასჯელის ფორმად შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის გამოტანისას იგი, სულ რაღაც, 23 წლის იყო. მისი ოჯახის წევრები მძიმე მდგომარეობაში არიან, არაფერი ახარებთ, იმის გამო, რომ ვერასოდეს ნახავენ თავიანთ შვილს ციხის კედლების გარეთ. ახლობლებიც ვერაფრით ვანუგეშებთ. შეიძლება, გვქონდეს რამის იმედი?

პასუხი: დიახ, თქვენი ოჯახის ახლობლის მდგომარეობა, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთით არის მსჯავრდებული, უიმედო არაა. იმედის საფუძველს გაძლევთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის მიხედვით „მსჯავრდებული უვადო თავისუფლების მოხდისგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან, ფაქტობრივად, მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცდახუთი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა განაგრძოს ამ სასჯელის მოხდა. ასევე, შეგიძლიათ, შეწყალების თხოვნით მიმართოთ საქართველოს პრეზიდენტს.

კითხვა: ყველას გაგვიგია სიტყვა „რეციდივისტი“. რას ნიშნავს ეს ტერმინი?

პასუხი: თქვენ, ალბათ, დანაშაულის რეციდივს გულისხმობთ. დანაშაულის რეციდივი, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ნიშნავს წინათ განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ხელმეორედ განზრახ დანაშაულის ჩადენას. ამასთან, დანაშაულის რეციდივის დადგენისას, მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა 18 წლამდე ჩადენილი დანაშაულისთვის, აგრეთვე, ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია კანონით დადგენილი წესით. რეციდივი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას და წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.

კითხვა: ჩემთან ახლო ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს შევთავაზე სქესობრივი კავშირის დამყარება და ამის სანაცვლოდ დავპირდი საცხოვრებელი ბინის ჩუქებას. ეს ქალბატონი თავიდან უარზე იყო, მაგრამ შემდეგ, ბინის სანაცვლოდ, დამთანხმდა სქესობრივ კავშირზე. მე ვერ შევუსრულე დანაპირები, რადგან ბინა, რომლის ჩუქებაც გადაწყვეტილი მქონდა, მამაჩემის საკუთრებაა, მის სახელზეა გაფორმებული და შეუძლებელია, მამაჩემი დავითანხმო, ვინმეს საჩუქრად გადასცეს ბინა. ეს ქალბატონი კი დაჟინებით მთხოვს დანაპირების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მემუქრება, რომ მიჩივლებს და ციხეში ჩამსვამს გაუპატიურებისთვის. არის თუ არა ჩემი მოქმედება დანაშაული და ჩივილის შემთხვევაში მართლაც შეუძლია თუ არა ჩემი დასჯა გაუპატიურებისთვის?

პასუხი: შეესაბამება თუ არა თქვენი ქმედება მორალურ ნორმებს, ეს ჩვენი განსასჯელი არ არის, მაგრამ, თქვენს ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები არ არის, ვინაიდან გაუპატიურება გულისხმობს სქესობრივ კავშირს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. მოტყუებით სქესობრივი კავშირის დამყარება გაუპატიურება არ არის. შესაბამისად, თქვენ დანაშაული არ ჩაგიდენიათ.

კითხვა: ჩემს შვილთან, რომელსაც აქვს მაღაზია, მივიდნენ უცხო პირები, გაეცნენ საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებად და უთხრეს, რომ მეორე დღეს იმავე დროს მივიდოდნენ და დაეხვედრებინათ თანხა 100 ლარის ოდენობით, რომელიც უშუალოდ ხელში, ყოველგვარი საუბრის გარეშე უნდა გადაეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეამოწმებდნენ და უფრო ძვირი დაუჯდებოდა. ჩემს შვილს შეეშინდა და დათანხმდა, თან, ამის შესახებ არსად განუცხადებია, მეორე დღეს კი იმავე პირებს გადასცა დათქმული თანხა. თანხის გადაცემისას ჩემი შვილი დააკავეს ქრთამის მიცემის ფაქტზე და იქვე გააცნეს ბრალდება. არის თუ არა ჩემი შვილი ქრთამის მიცემაში დამნაშავე და რას წარმოადგენს საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების ქმედება?

პასუხი: თქვენს შვილს დანაშაული არ ჩაუდენია, იგი მსხვერპლია დანაშაულის პროვოკაციისა. რაც შეეხება საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებს, მათი ქმედება, თუ ისინი მართლაც საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები არიან, დაკვალიფიცირდება არა მარტო დანაშაულის პროვოკაციად, არამედ ისინი პასუხს აგებენ დანაშაულთა ერთობლიობით: დანაშაულის პროვოკაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

კითხვა: ხშირად გამიგია სიტყვა „ოფერტი“, მაგრამ მისი შინაარსი ჩემთვის გაუგებარია. რას ნიშნავს „ოფერტი“?

პასუხი: ტერმინი „ოფერტი“ გამოიყენება სამოქალაქო სამართალში და ეს არის წინადადება ხელშეკრულების დადების თაობაზე. ამასთან, ყველა წინადადება ხელშეკრულების დადების შესახებ არ შეიძლება, განვიხილოთ ოფერტად. წინადადება ხელშეკრულების დადების ოფერტად ჩაითვლება მაშინ, როდესაც ის განსაზღვრულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, კერძოდ, შეიცავს მომავალი გარიგების არსებით პუნქტებს, ხელშეკრულების მთავარ არსებით პირობებს, მაგალითად, როგორიცაა: ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულების სახე, ხელშეკრულების მხარეები და ასე შემდეგ. ამასთან, მისი პრაქტიკული მნიშვნელობა ისაა, რომ ის ავალდებულებს წინადადების მიმცემს, ოფერენტს, შეასრულოს მის მიერ შეთავაზებული პირობები, თუკი მხარის მიერ მიღებული იქნება წინადადება.


скачать dle 11.3