კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებს 27 წლის ქალი თავის ბიოლოგიურ მშობლებს მახინჯაურში და რა კავშირშია ამ ისტორიასთან გვარი მაისურაძე და კობახიძე

27 წლის მაკა დავითის ასული ნაზღაიძე ეძებს ბიოლოგიურ დედას (მაისურაძეს ან კობახიძეს).

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას. ვიცი, რომ აყვანილი ვარ წყნეთის ბავშვთა სახლიდან 6 წლის ასაკში. ჩემთან ერთად აიყვანეს კიდევ ერთი გოგონა – მაია. ჩემი აღმზრდელი მშობლები მასზე ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ის ჩემი უფროსი დაა, მაგრამ, ვიცი, რომ ეს ტყუილია. ძალიან მინდა ჩემი ბიოლოგიური დედის პოვნა. ვიცი, რომ მან მე გამაჩინა 1983 წლის 21 სექტემბერს, რომ მე მაკა მქვია და მისი გვარია მაისურაძე ან კობახიძე.

– მაკა, რა გახსოვს ბავშვთა სახლიდან, რაიმე თუ იცი შენს ისტორიასთან დაკავშირებით?

– 6 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა აღმზრდელებმა მიშვილეს. ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი. მახსოვს, რომ ბავშვთა სახლში ყველა მაკა მაისურაძეს მეძახდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი, ბიოლოგიური მშობლისგან მოცემული.

– აღმზრდელ მშობლებს თუ უთქვამთ რამე შენი ნამდვილი მშობლების შესახებ?

– არასდროს არაფერი უთქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ მე მახსოვს, რომ აყვანილი ვარ. ჩემი აღმზრდელი დედისგან ისეთი ისტორია ვიცი, რომ თითქოს მან შვილად ამიყვანა იმიტომ, რომ უდედმამო ვიყავი და დასთან ერთად (მაიასთან) მიშვილა. მაია ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და ჩვენ მართლაც ერთად ვიზრდებოდით ბავშვთა სახლში, მაგრამ არანაირი ფიზიკური ან ხასიათის მსგავსება ჩვენ შორის არაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაია ჩემი ნამდვილი და არ არის. უბრალოდ, ჩემს აღმზრდელს ეს გზა-კვალის ასაბნევად დასჭირდა. მისივე თქმით, მე 6 წლამდე არ ავყავდი შვილად სხვებს იმიტომ, რომ არავის უნდოდა ორი დის აყვანა, ანუ ჩემი აყვანის მსურველი ბევრი იყო, მაგრამ ორ ბავშვს ვერავინ იყვანდა, ჩვენი დაშორება კი არავის უნდოდა. მე კი მაინც ვფიქრობ, რომ საქმე აქ სულ სხვანაირად არის. მახსოვს, ასევე, რომ წყნეთის ბავშვთა სახლში მოვხვდი მოგზაურობით. რაღაც ტრანსპორტი მახსოვს, რომლითაც მე, მაია და რამდენიმე ბავშვი მახინჯაურიდან წამოგვიყვანეს. შემდგომ აღვიდგინე, რომ ეს ტრანსპორტი იყო გემი. ჩემმა აღმზრდელებმა იციან, რომ მე დედას ვეძებ და ამაში ისინი არ მეწინააღმდეგებიან. მაგრამ სრულ ინფორმაციას ჩემს ბიოლოგიურ დედაზე ვერავინ მაძლევს. სრულწლოვანი ვარ და მაქვს იმის უფლება, ვიცოდე, ვინაა დედაჩემი და რა მიზეზით მიმატოვა. ძალიან მინდა მისი პოვნა. ამჟამად გათხოვილი ვარ და უკვე დიდი ხანია, თვითონ მყავს შვილები, მაგრამ მისი პოვნა მაინც ძალიან მინდა.

– დამოუკიდებლად თუ ეძებდი მას და როგორ?

– მისული ვიყავი წყნეთის ბავშვთა სახლში და გავარკვიე, რომ მთელი პერსონალი, რომელიც ჩემი შვილად აყვანის დროს მუშაობდა, იქ უკვე აღარ მუშაობს, ხოლო ჩემი გაშვილებიდან ორ თვეში კი გაათავისუფლეს იმ ბავშვთა სახლის დირექტორიც. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელია. თუკი ჩემი აღმზრდელი დედა არ ტყუის და მე მართლაც უდედმამო ვიყავი, მაშინ, რატომ ვიცვლიდით ჩვენ ასე ხშირად საცხოვრებელ ადგილს? რომ არ მოგატყუოთ, ერთი ექვსჯერ მაინც შევიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი. რა თქმა უნდა, ესეც მაფიქრებს. რატომღაც, მგონია, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ჩემს ბიოლოგიურ დედას ვერ ვეპოვე.

– ანუ, შენ ამ ისტორიასთან დაკავშირებით შენი ვარაუდი გაქვს. მაინც, რას ფიქრობ, რა მოხდა ოცი წლის წინ?

– ვფიქრობ, რომ ოცი წლის წინ, როდესაც მე გამაშვილეს, რაღაც უკანონობა მოხდა, შეიძლება, ჩემს ბიოლოგიურ მშობელს დროებით ვყავდი იქ მიტოვებული – არც ეს არის გამორიცხული. ვიცი, რომ ასეც ხდება, მაგრამ რაღაცეებს ვერ ვხსნი. მე ნამდვილად მახსოვდა, რომ აყვანილი ვარ, რატომ მიმალავდნენ ამას აღმზრდელი მშობლები, ვერ გამიგია, ბავშვობიდან მაინტერესებს ჩემი ბიოლოგიური დედა, რატომღაც, მგონია, რომ ჩემი შვილად აყვანა ბევრი ტყუილითაა მოცული, თან, ინტუიციურად ვგრძნობ, თითქოს დედაჩემიც მეძებს.

– ღმერთმა ქნას და, რომ იპოვო შენი ბიოლოგიური დედა, როგორ ფიქრობ, ხომ არ შეიცვლება ამით შენი ურთიერთობა აღმზრდელებთან?

– მე ყოველთვის მიყვარდა ჩემი აღმზრდელი მშობლები და დიდი მადლობელი ვარ მათი ჩემზე გაწეული ამაგის გამო, მაგრამ, ძალიან მინდა, ვიპოვო დედაჩემი და გავიგო მისგან სიმართლე – რა მოხდა ისეთი, რის გამოც მან მე მიმატოვა. მაინტერესებს, თუ მეძებდა, რატომ ვერ მპოულობდა და, საერთოდ, მასთან ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს. ყოველთვის, პატარაობიდანვე, სულ იმ იმედით დავდიოდი ქუჩაში, რომ ვიღაც გამაჩერებდა და მეტყოდა: „მაკა, გაიცანი, ეს დედაშენია“! მე მართლა ძალიან მინდა მისი პოვნა.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3