კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მიდიოდა ტრუსების ამარა დარჩენილი ბორის ელცინი ტაქსით და რა პიკანტურ სიტუაციაში აღმოჩნდა იგი კემეროვოში



10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი



რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი მსოფლიო საზოგადოებას ძირითადად თავისი „ლოთური“ ქცევებითა და ხელებზე თითების ნაკლებობით დაამახსოვრდა, არადა მის პოლიტიკურ ცხოვრებაში სხვა ღირსშესანიშნავი ამბებიც მომხდარა. მაგალითად, ომი ჩეჩნეთში და ვლადიმირ პუტინისთვის სახელმწიფო სადავეების გადაცემა. ამბობენ, რომ ის მრავალჯერ ყოფილა პიკანტურ სიტუაციაში, მაშინაც კი, როდესაც ერთი წვეთი ალკოჰოლიც არ ჰქონდა დალეული. იქიდან გამომდინარე, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდს უამრავი უსიამოვნო ფაქტი დაემთხვა საქართველოსთან დაკავშირებით, საჭიროდ მივიჩნიეთ გაგაცნოთ იმ სკანდალური და ბევრისთვის უცნობი ფაქტების ნაკრები, რომელიც დააინტერესებს ჩვენს მკითხველს.

1. ბავშვობაში ელცინმა ხელის ტრავმა მიიღო საბრძოლო იარაღთან დაუდევარი მოპყრობის გამო. ოფიციალური ვერსიის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, პატარა ბორის ელცინმა იარაღის სათავსოდან, რომელიც ეკლესიაში იყო, ხელყუმბარა მოიპარა და ტყისკენ გაიქცა, იქ მას მეგობრები ელოდებოდნენ. ელცინმა ხელყუმბარის დაშლა გადაწყვიტა და ჩაქუჩის დარტყმით ცდილობდა ორ ნაწილად გაეპო. მოულოდნელად ის აფეთქდა და ელცინს მარცხენა ხელზე ორი თითი მოაგლიჯა. სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, ყუმბარის აფეთქებას გაცილებით დიდი ზიანის მიყენება შეეძლო და მხოლოდ ორი თითის დაკარგვით ელცინი ვერ გადარჩებოდაო. აქედან გამომდინარე, ზუსტი ვერსია, თუ რა ვითარებაში დაკარგა ორი თითი ელცინმა არ არსებობს.

2. კიდევ ერთი საიდუმლო უკავშირდება ელცინის ხიდიდან გადაგდებას. ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე და ცენტრალური ტელევიზიით. 1989 წლის 28 სექტემბერს ბორის ელცინი თავის მეგობართან აგარაკზე მიემგზავრებოდა. აგარაკამდე 300 მეტრი იყო დარჩენილი რომ, ელცინმა მძღოლი გაუშვა და ფეხით გასეირნება გადაწყვიტა. მოულოდნელად მას თავს დაესხნენ უცნობი პირები, ჩატენეს „ჟიგულის“ მარკის ავტომობილში და თავზე ტომარა გადააცვეს. შემდეგში ბოროტმოქმედებმა გააჩერეს ავტომობილი და ელცინი უსპენსკის ხიდიდან მოსკვა-რეკაში გადააგდეს. ელცინი გადარჩა, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა უსპენსკის ხიდზე და როგორ აღმოჩნდა ბორის ნიკალაევიჩი მდინარეში, დღემდე უცნობია.

3. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ვლადიმირ ჟირინოვსკი იხსენებდა ერთ პიკანტურ სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდა ბორის ელცინი კემეროვოში, მეშახტეებთან შეხვედრის შემდეგ 90-იან წლების დასაწყისში. მორიგი „ლოთაობის“ შემდეგ, ელცინმა მდინარესთან გააჩერებინა კორტეჟი და დაცვის უფროს კორჟაკოვთან ერთად ბანაობა გადაწყვიტა. წყალი საკმაოდ გრილი იყო, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი გაშიშვლდა და ტრუსების ამარა შევიდა წელამდე წყალში. წყლიდან გამოსვლის შემდეგ ბორის ნიკალაევიჩმა ყველასათვის მოულოდნელად გაიძრო ტრუსი და გაშრობის მიზნით გაჭიმვა დაუწყო. შემდეგ შემობრუნდა და თავისი მამაკაცური ღირსება წარუდგინა კორტეჟის წევრებს სიტყვებით: „ამით ჩვენ დავამარცხებთ ყველა სიძნელეს რუსეთში“. შიშველი პრეზიდენტის შემხედვარე კორტეჟის წევრები გაოცებულები უყურებდნენ ელცინს და არ იცოდნენ, გაეცინათ თუ ეტირათ.

4. ბორის ელცინის დაცვის უფროსმა ალექსანდრ კორჟაკოვმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში საკმაოდ სენსაციური ფაქტი გაახმაურა. 80-იანი წლების შუა პერიოდში ელცინი, კორჟაკოვი და დაცვის წევრი იური ოდინცოვი პროსტოკვაშინოში, სამთავრობო აგარაკზე იმყოფებოდნენ. დილით ნაბახუსევზე, ელცინი ყველაზე ადრე ადგა და მანქანით გასეირნება გადაწყვიტა. კორჟაკოვი იხსენებდა, რომ ელცინი ცუდი მძღოლი იყო და მუდამ ერთმანეთში ერეოდა „პედლები“. მოკლედ, იმ დილით ელცინმა „ჟიგულით“ ორი ადამიანი გაიტანა, რომელთაგან ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დახეიბრდა. იმ პერიოდში ელცინი ცნობილი იყო თავისი ანტიკომუნისტური გამოსვლებით და მიხაილ გორბაჩოვისთვის ხელსაყრელი იქნებოდა ამ ინფორმაციის გაგება, მაგრამ კორჟაკოვმა, თავისი ნაცნობობის წყალობით, საქმის მიჩქმალვა მოახერხა და ბორის ნიკალაევიჩი დაპატიმრებას გადაარჩინა.

5. ამერიკელი ისტორიკოსის ტეილერ ბრენჩის წიგნში „ქლინთონის ჩანაწერები“, სადაც ბილ ქლინთონის პრეზიდენტობის დროინდელი უცნობი ფაქტებია აღწერილი, საკმაოდ საინტერესო ცნობა აღმოაჩინა გაზეთმა „დეილი მეილმა“, რომელიც თავის ფურცლებზე აქვეყნებდა წიგნის თავებს. ვაშინგტონში ვიზიტის დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბორის ელცინი თეთრი სახლის წინ, ტრუსების ამარა ტაქსის გაჩერებას ცდილობდა. როდესაც პრეზიდენტის დაცვის წევრები ნასვამ ელცინთან მივიდნენ, მან განაცხადა, პიცის საჭმელად მოვდივარო. ამ ინციდენტის შესახებ ქლინთონს მისმა დაცვის უფროსმა შეატყობინა. ამავე წიგნის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ ერთხელ ნიუ-იორკში, თავის აპარტამენტებში დაიკარგა ელცინი და შემდეგ სარდაფში იპოვეს მძინარე. საინტერესოა, რომ თავდაპირველად დაცვის წევრებს მძინარე ელცინი ყაჩაღი ეგონათ, რომელიც სასტუმროს სარდაფში იმალებოდა.

6. 1997 წელს სტოკჰოლმში ვიზიტად ყოფნის დროს, საზეიმო ვახშამზე ნასვამმა ელცინმა გადაწყვიტა შვედეთის პრინცესა ვიქტორიასთან გაარშიყება და ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევით, მიეჭრა მონარქს, ხელი გადახვია და ტუჩებში აკოცა. გაოგნებული შვედები შეჰყურებდნენ რუსეთის პრეზიდენტს და გაოცებას ვერ მალავდნენ. მოგვიანებით, ელცინმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ ის ცდილობდა ბორის ნემცოვისთვის ვიქტორიას გაცნობას, რომ ისინი დაქორწინებულიყვნენ. ელცინმა არ იცოდა, რომ ვიქტორია გათხოვილი იყო. რუსი ჟურნალისტების მტკიცებით, ამ ინციდენტის შემდეგ ბორის ელცინს სიტყვა „სტოკჰოლმის“ გაგონებაც არ სურდა.

7. 1996 წელს ბორის ელცინმა გულზე გაიკეთა ოპერაცია და ოფიციალურად გაცხადდა, რომ ნარკოზის ქვეშ მყოფი ელცინის ნაცვლად ვიქტორ ჩერნომირდინის ხელში იყო ეგრეთ წოდებული „ბირთვული ჩემოდანი“. სინამდვილეში კი ელცინს არავისთვის მიუცია ჩემოდანი და დაცვა ჩემოდნით ხელში საავადმყოფოს ვესტიბიულში იცდიდა მანამ, სანამ პრეზიდენტი გონს მოვიდოდა. ამდენად, რუსეთის უმთავრესი იარაღი, ბირთვული რაკეტების გაშვების კოდები თითქმის 6 საათის განმავლობაში, საავადმყოფოს ვესტიბიულში მყოფ დაცვის ორ წევრს ეპყრა ხელთ.

8. პრეზიდენტობის პირველ ვადაში ბორის ელცინი სერიოზულად დაინტერესდა ჩოგბურთით. მისი პირადი ფსიქოლოგი და იმიჯმეიკერი პაველ ბელენკო იხსენებდა, ელცინი ჩოგბურთმა მხოლოდ იმის გამო გაიტაცა, რომ ეს იყო სპორტის ერთადერთი სახეობა, რომელიც მის იმიჯს შეესაბამებოდა. ელცინის განკარგულებით იმ პერიოდში მთელი რუსული პოლიტელიტა და ბიზნესმენები თავისუფალ დროს ჩოგბურთს თამაშობდნენ, რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შამილ ტარპიშევი იხსენებდა, ელცინს არ უყვარდა წაგება, თუმცა და ასევე ის ვერ იტანდა, თუ მასთან თამაშის დროს მოწინააღმდეგე ჩაწოდებას სპეციალურად გააფუჭებდა.

9. ბორის ელცინს უამრავი საინტერესო ჩვევა ჰქონდა. ერთ-ერთი იყო კოვზებით დაკვრა, რომელიც საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა. ელცინი იღებდა ორ კოვზს და მათი მეშვეობით სხვადასხვა მელოდიას უკრავდა. ალექსანდრ კორჟაკოვი იხსენებდა, რომ ერთხელ ნასვამმა ელცინმა კოვზების ყირგიზეთის პრეზიდენტის ასკარ აკაევის გადაპარსულ თავზე დაუკრა. შესრულებული კომპოზიციის შემდეგ კი, ასევე ნასვამმა აკაევმა მას ტაში დაუკრა.

10. ბორის ელცინის სიმთვრალესთან დაკავშირებით უამრავი სახალისო ფაქტია ცნობილი. 1) ირლანდიაში ვიზიტის დროს ბორის ნიკალაევიჩი ისეთი ნასვამი იყო, რომ დუბლინის აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩასვლა ვერ მოახერხა. მოგვიანებით ელცინის საქციელი, მისმა დაცვის წევრებმა გადაღლას დააბრალეს. 2) ოფიციალურ მიღებაზე, უამრავი კამერის წინაშე ბორის ელცინმა უკანალზე უჩქმიტა კრემლის თანამშრომელს, სტენოგრაფისტ ქალს. 3) 1996 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაკავშირებულ კონცერტზე, ელცინი მომღერალ ევგენი ოსინთან ერთად ცეკვავდა სცენაზე, ათასობით მაყურებლის თვალწინ. 4) ერთ-ერთ სამთავრობო სხდომაზე, ელცინს არ მოეწონა, რომ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სტეპაშინი მინისტრ პრიმაკოვისგან შორს იჯდა და პირდაპირ განაცხადა: „ნე პრავილნო, სიდიმ“. სტეპაშინის გადაჯდომის შემდეგ ელცინმა განაცხადა: „ნუ, ტეპერ მოჟემ პროდოლჟატ“. 5) დაგომისში ვიზიტის დროს, ელცინი და ლეონიდ კრავჩუკი სანაპიორზე სეირნობდნენ. მათ მოულოდნელად მიუახლოვდა უცნობი ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ელცინს საუბარი დაუწყო. ბორის ნიკალაევიჩს არ მოეწონა მოსაუბრის ტონი, ხელი ჰკრა და გოგონა, „პირსიდან“ წყალში გადააგდო.

უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3