კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში პაჯერო”. როდესაც ხიდებს ვრთავ, ხან თავისუფლად ვარდება, ხანდახან კი ამისთვის დიდი ძალისხმევა მჭირდება. ერთხელ ხიდების გამორთვაც ძალიან გამიჭირდა, ბევრი ვიწვალე და როგორც იქნა, გამოვრთე. რამე გავაფუჭე, არასწორად ვრთავ თუ ყველა „ჯიპს“ ასე უჭირს ხიდების ჩართვა?

პასუხი: ხიდების მექანიკურ ჩართვას თავისი სპეციფიკა აქვს. თუ ხიდების ჩართვა გინდათ, ხოლო ბერკეტი გეწინააღმდეგებათ, ეს ნიშნავს, რომ მისი ჩასართავი კბილანა ვერ პოულობს თავის ბუდეს, ანუ კბილი კბილზეა დამიზნებული. ამისთვის, ძალიან მარტივი მოქმედებაა საჭირო. ავტომობილი წინ, ან უკან, სულ ოდნავ დაწიეთ, რათა კბილი კბილს ასცდეს და თავის გზით წავიდეს და შემდეგ ხელმეორედ სცადეთ ხიდის ჩართვა. ყველაზე კარგი მომენტია, როდესაც აღმართზე ან დაღმართზე დგახართ, შესაბამისად, ავტომობილს დაგორების საშუალება აქვს. ამ დროს შეგიძლიათ ხიდების ჩამრთველ ბერკეტს მიაწვეთ, მუხრუჭს ოდნავ შეუშვათ ფეხი, რომ ავტომობილს ოდნავ დაგორების საშუალება მიეცეს. ამ დროს ის თავისუფლად იპოვის ბუდეს და ჩახტება თავის ადგილას. როგორც არ უნდა დარწმუნდეთ, რომ ხიდები ჩაირთო, მაინც გააკეთეთ საკონტროლო მოძრაობა. იგივე გააკეთეთ ხიდების გამორთვისასაც. ანუ, სულ ოდნავ დაძარით ავტომობილი და მოდება გათიშეთ, რათა ხიდების ჩასართავ კბილანას საშუალება მიეცეს თავის ბუდეს კარგად მოერგოს. ამ წესების დაცვით, თქვენ არასდროს გააფუჭებთ ხიდების ჩასართავ მოწყობილობას და ზოგადად, არ გაგიჭირდებათ მათი ჩართვა.

კითხვა: მაინტერესებს, რომელია ყველაზე სწრაფი ავტომობილი ჩვეულებრივ, არასპორტულ ავტომობილებს შორის: „ლამბორჯინი”, „ფერარი”, „მაზერატი” თუ „კობრა”. ამასთან ერთად, იქნებ ისიც მითხრათ, რომელი ავტომობილია ყველაზე სწრაფი იმ მანქანებს შორის, რომელიც თბილისში დადის?

პასუხი: არსებობს ასეთი ავტომობილი „ბუგატი ვეირონი”, რომელიც კატასტროფულად სწრაფია, კატასტროფულად მანევრირებადი და საერთოდ, კატასტროფაა. მისი ფასი დაახლოებით 1 700 000 დოლარია. მაგალითისთვის, მოვიყვან შედარებას. ყველამ იცის, თუ რა სწრაფად ავითარებს სიჩქარეს, ეგრეთ წოდებული, „ჰაიაბუზა” – მოტოციკლი. წარმოიდგინეთ, ამ მოტოციკლზე დაყენებული კიდევ ორი ტურბინა. ამ ტიპის მოტოციკლი წარმოუდგენელ სისწრაფეს ავითარებს. როგორც „ბეემვე ემ5” გაასწრებდა „011” მარკის „ჟიგულს”, ისე ასწრებს „ვეირონი” ამ მოტოციკლს. წარმოუდგენლად სწრაფი ტრანსპორტია. „გუგლის” საძიებლით შეგიძლიათ, მარტივად იპოვოთ ვიდეო ამ მოდელზე და თავად დარწმუნდებით მის მონაცემებში. რაც შეეხება იმ ავტომობილებს, რომელიც თბილისში ჰყავთ, ამის მარტივი ტესტი ჩატარდა ვარკეთილში, სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ შეჯიბრებაზე დრაგში, რომელიც „ბეემვე ქლაბმა” ჩაატარა. შეჯიბრების შედეგად, 402 მეტრზე დრაგის მიხედვით, ასეთი შედეგები მივიღეთ. ეს მანძილი ყველაზე სწრაფად „მიცუბიში” „კოლტმა” დაფარა. მართალია, ის გადაკეთებული, გატუნინგებულია და შორს არის მისი ქარხნული ანალოგისგან, მაგრამ ფაქტია, რომ მან საოცარი სისწრაფის ავტომობილებს მოუგო და თამამად ატარებს თბილისში ყველაზე სწრაფი ავტომობილის ტიტულს.


скачать dle 11.3