ტაბარესს 500 ათასი მოპარეს
2010 წელი წარმატებული იყო ურუგვაული ფეხბურთისთვის. ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მსოფლიოს ჩემპიონატზე. ურუგვაელი გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, მწვრთნელის, ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის დამსახურებაა, რომლისთვისაც წლის მიწურული ნაკლებად წარმატებული გამოდგა. საქმე ისაა, დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტაბარესს კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან 500 ათასი დოლარი მოპარეს და ამ საქმეში მისი ახლობლის ხელი იყო გარეული. პოლიციის ინფორმაციით, ფულის მოპარვაში ეჭვმიტანილია ტაბარესის და და სიძე. ურუგვაელი ჟურნალისტები ცდილობდნენ, ტაბარესისგან ინფორმაცია მიეღოთ, თუმცა, უშედეგოდ, ცნობილია, რომ მაესტრო ოსკარი პრესასთან ნაკლებად თანამშრომლობს.v