ელიზავეტას კენია მოეწონა
„ფორმულა 1-ის“ რბოლებში შესვენებაა და გუნდები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ფლავიო ბრიატორე – გავლენიანი იტალიელი „ფორმულა 1-ის“ სამყაროში, 2012 წლის 1 იანვრამდე დისკვალიფიცირებულია და დროის უმეტეს ნაწილს თავის მშვენიერ მეუღლესთან, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალბატონთან, ტელეწამყვან და მოდელ ელიზავეტა გრეგორაჩისთან ერთად ატარებს. წყვილმა სულ ახლახან, შობის დღესასწაული ერთად აღნიშნა კენიაში. ეგზოტიკურ ქვეყანაში დღესასწაულის შეხვედრა კი ელიზავეტას აზრი იყო. მას სურდა, რომ თავანთი შვილი, ნათან ფალკო ევროპული ცივი ზამთრიდან თბილ ქვეყანაში გაეყვანა. კენიაში გატარებული დროით კი ფლავიოც და ელიზავეტაც კმაყოფილები დარჩნენ. ნათანი ჯერჯერობით იმ ასაკშია, რომ მისთვის ჯერჯერობით დიდი განსხვავება არაა კენიაში იქნება თუ სომალიში.