კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მესი ქალთან დამარცხდა

ლიონელ მესისთვის, უძლეველი „ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების ლიდერისთვის 2010 წელი არცთუ წარმატებული იყო, რადგან მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირობას დასჯერდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ნაკრებთან ერთად ფიასკო განიცადა. ამის მიუხედავად, როდესაც არგენტინის წლის სპორტსმენის ტიტულისთვის მებრძოლი ნომინანტები დასახელდნენ, მესი უპირობოდ ლიდერობდა, თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. 2010 წლის არგენტინის საუკეთესო სპორტსმენად მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, ბალახის ჰოკეის მოთამაშე, მომხიბვლელი ლუსიანა აიმარი დასახელდა. არგენტინის ბალახის ჰოკეის ნაკრები გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ლუსიანა კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გარდა ამისა, ლუსიანა არგენტინის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ სპორტსმენ ქალად მიიჩნევა და ამას წინათ „ფლეიბოისთვის“ გაიხადა კიდეც. აღსანიშნავია, რომ მესი 2009 წელსაც ვერ გახდა საუკეთესო, მაშინ მას ჩოგბურთელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ აჯობა.


скачать dle 11.3