გია ჯაჯანიძის ამერიკული ვოიაჟი
ფსიქოლოგი და კიდევ სხვა უამრავი რეგალიისა და პროფესიის მქონე ადამიანი, გია ჯაჯანიძე, ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. მიზანი, რა თქმა უნდა, პროფესიული იყო. ერთკვირიანი ფსიქოლოგიური ტრენინგის შემდეგ, გიამ შტატებში დარჩენა და დასვენება გადაწყვიტა. თუმცა, დასვენების ერთი თვეც არ იყო არაპროდუქტიული. გია უამრავ საინტერესო ადამიანს შეხვდა და ამერიკელ ბავშვს, რომელსაც კინოპროდიუსერობა უნდა, გია კინოისტორიას და გადაღებების პრინციპებს ასწავლის. გარდა ამისა, სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი იმ რეჟისორის ვინაობა, რომელიც გიასთან ერთად ფილმს იღებს. ჩეხეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა და გიამ სცენარი ერთად შექმნეს და ის დაახლოებით, ერთ თვეში უკვე თბილისში იქნება. ფილმი, როგორც გიამ გვითხრა ბავშვების პრობლემებს მიეძღვნება და საკმაოდ მძიმე იქნება.