კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

სერაფიმ საროველი: ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ სულის სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ ავღელდეთ, როდესაც შეურაცხყოფას მოგვაყენებენ. ამისთვის საჭიროა, ყოველი ღონით შევაკავოთ მრისხანება და გული და გონება ყურადღებით დავიცვათ უჯერო მოძრაობებისგან.

ილია მეორე: მშობლებო, არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყევლოთ თქვენი შვილები, არამედ აკურთხეთ, გეცოდებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. იცოდეთ, თქვენი სიტყვები დიდი ძალისაა და აუცილებლად შესრულდება. ბიბლიაც გვასწავლის, რომ კურთხევა მშობლებისა, განამტკიცებს შვილების სახლებს, მათ ოჯახებს, წყევლა კი საფუძვლამდე ანგრევს მას.

პაისი მთაწმინდელი: ზოგჯერ რაღაც საქმეს ვიწყებთ და უამრავი დაბრკოლება ჩნდება. როგორ გავიგოთ, ღვთისგან არის ეს თუ არა? გამოვიძიოთ, ამაში ჩვენ ხომ არ ვართ დამნაშავენი, მაშ, დაბრკოლება ღვთისგან ყოფილა და იგი ჩვენს სასიკეთოდაა. ამიტომაც გუნება არ უნდა წაგვიხდეს, რომ საქმე არ გაკეთდა ან დასრულება ყოვნდება.

კვიპრიანე კართაგენელი: ვინც რამდენიმე გაჭირვებულს გაუწოდა დახმარების ხელი, შეეძლო კი დახმარებოდა სხვებსაც, დაეპურებინა და დაერწყულებინა მრავალნი, იგი ქრისტეს მიერ გასამართლდება ვითარცა კაცი, რომელმაც ქრისტეს არ მიაწოდა წყალი. რამეთუ ქრისტეა ჩასახლებული განურჩევლად ყველაში, თითოეულ იმ მათხოვარშიც კი, რომელთა, ჩვენ საზრდელს მივაწვდით.

მარკოზ განშორებული: ჩვენ მკვდრები ვართ სიმართლისთვის და სამწუხაროდ, ცოცხლები ვართ სიბნელისთვის. ჩვენ გულგრილად ვართ განწყობილნი ჩვენი სულის ხსნის საქმისადმი, რწმენის განმტკიცებისადმი, მაშინ, როცა მაცხოვრის მცნება მოგვიწოდებს, გვშიოდეს, გვწყუროდეს, სიმართლისთვის, ანუ დიდი სურვილი გვქონდეს, ვიყოთ მართალნი ღმერთის წინაშე და გვწამდეს, რომ უფალი იესო ქრისტე არის სოფლის მხსნელი. გაგვაჩნია კი სურვილი, უბიწო ცხოვრებისა? განა მთელი ძალებით ვცდილობთ ჩვენი ნების სიკეთისკენ წარმართვას?

ნილოს სინელი: ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ უსარგებლო ზრუნვას.

გაბრიელ ეპისკოპოსი: თუ ლოცვას, მარხვასა და სიწმინდეს შეუერთებთ, მაგრამ სიმდაბლეს დავაკლებთ, ყოველივე მალე განქარდება. თვით ზეციურნი ანგელოზნი, ოდეს სიმდაბლე დაჰკარგეს, დაეცნენ და ჯოჯოხეთში შთაცვივდნენ.

იოანე ოქროპირი: ნურც ცოდვების გამო ჩავვარდებით სასოწარკვეთილებაში და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე.

***

სინანული დაცემულს წამოაყენებს; ცოდვებზე ტირილი სასუფევლის კარს უკაკუნებს, თავმდაბლობა კი ხსნის მათ.

გიორგი ათონელი: თუ შენ, კაცო, შესცოდე რაიმე, წადი, ჩქარა, დაუყოვნებლივ მოძღვართან, განიწმინდე სინდისი აღსარებით და ნუ დაელოდები მარხვას, როგორც ამას უმეცარი ერისკაცნი სჩადიან. აი, უბრალო მაგალითი: თუ თეთრეული გაგეთხვარა, უცებ გამოიცვლი და გარეცხავ, სული შენი განა უფრო ძვირფასი არ არის, რომ გაურეცხავს ტოვებ ხანგრძლივი დროით და არ ზრუნავ მის სისუფთავეზე?!


скачать dle 11.3