ნინო ჩხეიძე ახალ ალბომზე მუშაობს
ისრაელიდან დაბრუნებული მომღერალი ნინო ჩხეიძე მთელ დღეებს სტუდიაში ატარებს და თაყვანისმცემლებს სულ მალე ახალ პროექტს შესთავაზებს, რომლის არანჟირებაშიც ნინოს ზაზა ხუბუკელაშვილი ეხმარება. პარალელურად, მომღერალი აქტიური საგასტროლო ტურნეთია დაკავებული. ის სულ ახლახან დაბრუნდა ისრაელიდან, სადაც სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა. თვის პირველ რიცხვებში იგეგმება საკონცერტო გასვლები იმერეთსა და კახეთში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მეექვსე ალბომზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ნინო ამერიკაში ვიზიტსაც გეგმავს, რომლის საორგანიზაციო საკითხებზეც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.