ძველი ახალი წელი ანრი ჯოხაძესთან ერთად
13 იანვარს რესტორანი „მონოპოლი“ ყველაზე სკანდალურ, ეპატაჟურ, მხიარულ და ნიჭიერ მომღერალს, ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტს უმასპინძლებს. ახალი წლის ღამეს მომღერალი საოცარ დღესასწაულს მოუწყობს „მონოპოლში“ შეკრებილ სტუმრებს. ანრის პროგრამაში 25 სიმღერა აქვს, მათ შორის, რამდენიმე ცნობილ ჰიტს მეგობრებთან ერთად შეასრულებს. კონცერტზე ანრისთან ერთად იმღერებენ – ეთერ კაკულია, ნინი შერმადინი, ნინო ჩხეიძე, ნინი ბადურაშვილი და სხვები. კონცერტზე იქნება უამრავი გათამაშება, აუქციონი. სტუმრებს შეეძლებათ, მათ საყვარელ მომღერალთან ერთად, კარაოკეს დახმარებით, დუეტები შეასრულონ. კონცერტი, რა თქმა უნდა, ცოცხალი მუსიკის თანხლებით ჩაივლის. ანრი განსაკუთრებულ ნომრებს და სიურპრიზებს უმზადებს სტუმრებს. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი საგულდაგულოდ მალავს კონცერტის დეტალებს, ადვილი წარმოსადგენია, რა ორიგინალური და არაორდინალური საღამო ელოდება „მონოპოლში” მისულ მაყურებელს.