კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ებრძოდნენ საბჭოთა ოკუპანტებს ავღანელი ბავშვები, რომლებიც თავს იფეთქებდნენ



საბჭოთა კავშირის გმირის, ავღანეთის ომის მონაწილის, პოლკოვნიკ ჯამილ ახმედოვის წიგნში „ოცი წლის წინ“, მრავალი საინტერესო ისტორიაა მოთხრობილი „გრუს“ საქმიანობის შესახებ და ჩვენს დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ ფრაგმენტს ამ წიგნიდან.

საშიში სათამაშოები

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კარიერა ძირითადად ავღანეთის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში წარმოებული ომის დროს შეიქმნა, გმირობაც იქ მივიღე და სხვა მრავალი ჯილდოც, ვაღიარებ, ამ ქვეყანაში შეჭრა უდიდესი პოლიტიკური ავანტიურა იყო და ამის გამო არა მარტო საბჭოთა კავშირს ეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. თუ საბჭოეთმა ინტერვენცია მოახდინა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ქვეყანაში ყველას იარაღი აასხა და მცირეწლოვანი ბავშვებიც კი კამიკაძეებად აქცია. ამიტომ 1984 წელს, უკვე მთელი ერი გვებრძოდა და არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ 8-10 წლის შავტუხა ბავშვს თავი აუფეთქებია საბჭოთა ჯარისკაცთა გარემოცვაში. ამიტომ, არც სასტიკი საბჭოთა მეთაურები აკლებდნენ ძალისხმევას და ავღანელ ბავშვებს სხვადასხვა სათამაშოებში ჩამონტაჟებული ასაფეთქებლებით უმასპინძლდებოდნენ. იყო შემთხვევები, როცა „შემთხვევით“ დაკარგული ან დატოვებული სათამაშოებით სავსე ყუთი ავღანელ ბავშვებს დაუტაცნიათ და სულ მალე მათგან სველი ადგილიც კი არ დარჩენილა. ასე რომ, ამ ერთგვარი სახიფათო სათამაშოებით, საბჭოთა ჯალათები ერის ფაქტობრივ გენოციდს უწყობდნენ ხელს. თუმცა, ავღანელთა სული მაინც არ გატყდა და ჭეშმარიტად სახალხო ომში ყოველი ავღანელი უდიდეს ვაჟკაცობას იჩენდა. მე არასოდეს დამავიწყდება ქალაქ ყანდაღარში ჩატარებული სპეცოპერაცია, როდესაც ერთ-ერთი სიმაღლის აღების მერე გამაგრებულ შენობაში შევცვივდით და ისეთი საშინელება ვიხილეთ, რომ ნანახმა ჩვენი არაადამიანი უფროსი, გენერალი პავლე სოკოლოვიც კი გააოგნა. შენობაში 16 დაფლეთილი მოზარდის გვამი ეყარა. მათგან ყველაზე უფროსი, ალბათ, 13 წლის, უმცროსი კი 7 წლის თუ იქნებოდა. არადა, ისეთ სასტიკ წინააღმდეგობას გვიწევდნენ და ჩვენს რჩეულ სპეცრაზმს 2 საათი დასჭირდა მათ დასამარცხებლად. მათ 4 მეომარი მოგვიკლეს, 6 დაგვიჭრეს და კვალიფიციური წინააღმდეგობაც გაგვიწიეს. ეს ფაქტი სასწრაფოდ მიიჩქმალა. დახოცილი ბავშვები კი მესანგრეებმა საიდუმლო სამარხში დამარხეს.

ხეობის ჯოჯოხეთი

სისასტიკე ომის ერთ-ერთი უცილობელი ატრიბუტია, ჰუმანური ომი არ არსებობს. თუმცა, ავღანეთი ამ მხრივაც განსაკუთრებული მოვლენა იყო და როგორც ჩვენ, ასევე ისინიც განსაკუთრებული სისასტიკით ვუსწორდებოდით ერთმანეთს. ყოფილა შემთხვევები, რომ ავღანელების მიერ გამოგზავნილი, ჩემი მეგობრების ცხედრების დათვალიერებისას ვერც ერთი მათგანი ვერ მიცვნია, რადგან რადიკალურად იყვნენ შეცვლილები არაადამიანური წამებისგან...

1985 წლის მაისში პიჩირო-აგმის ხეობაში, სადაც თორა-ბორას ცნობილი გამოქვაბულებია, ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი სპეცოპერაციას ატარებდა, ავღანელების ალყაში მოვყევით და 60 მებრძოლიდან 45 გაგვინადგურეს, ცხრანი დაჭრილები ვიყავით და 15 ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჩავვარდით ტყვედ, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოდით და შუბლში სასროლი ტყვიებიც კი, რომლითაც თავი უნდა მოგვეკლა, მტრებს შევალიეთ. სწორედ მაშინ გავიგე, თუ რა ტკბილია სული და რა არის ჯოჯოხეთი. მე მკერდის მარჯვენა ნაწილში ვიყავი დაჭრილი, სისხლი თქრიალით მომდიოდა და იმის მაგივრად, რომ დახმარება აღმოეჩინათ, ერთ-ერთმა მოჯაჰედმა ჭრილობაში დენთი ჩამაყარა და ცეცხლი წაუკიდა, რამაც კინაღამ სული გამაფრთხობინა. თუმცა, სწორედ ამან გამიჩერა სისხლდენა, რაც მოგვიანებით ძალიან გამომადგა. ჩვენ თორა-ბორას გამოქვაბულებში შეგვათრიეს, გაგვაშიშვლეს და ისე არაადამიანურად გვაწამეს, რომ 13 ადამიანი წამებისას მოკვდა და მხოლოდ მე და ივან პავლოვი გადავრჩით. თუმცა, ჩვენც ისე ვიყავით დაუძლურებულები, რომ გამოქვაბულიდან კლდეებზე დედიშობილები გადაგვყარეს, ჩვენი ლეში ტურებს რომ შეეჭამათ... თუმცა ეს მათი დიდი შეცდომა აღმოჩნდა და იმავე ღამეს მე და ივანმა ხეობის ჩრდილოეთ ნაწილში გადავინაცვლეთ. დახოცილი ავღანელების ქარავანს მივაგენით, სადაც საჭმელიც იყო, მედიკამენტებიც და იარაღიც. მას მერე კი, რაც შევიმოსეთ და ცოტა მოვმაგრდით, თორა-ბორადან მომავალ მოჯაჰედთა კოლონას გავუხსენით ცეცხლი და სრულიად გავანადგურეთ... ეს უთენია მოხდა. შუადღეზე კი თორა-ბორასთან საბჭოთა ვერტმფრენები გამოჩნდნენ, ხეობის ჯოჯოხეთიდან გაგვიყვანეს და ერთი თვის მერე საბჭოთა კავშირის გმირობა მოგვანიჭეს. ასეთი ჯილდო კი იმიტომ გვერგო, რომ თურმე, ჩვენ მიერ განადგურებულ კოლონას 60 ცალი სტინგერი გადაჰქონდა, ჩვენ კი ეს ყველაფერი მიწასთან გავასწორეთ.


скачать dle 11.3