კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

აჰმადინეჯადის მილიონდოლარიანი ავტომობილი

1986 წლის გამოშვების ავტომობილი „პეჟო 504”, რომელიც ირანის პრეზიდენტს, მაჰმუდ აჰმადინეჯადს ეკუთვნის, ერთ მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს თანხა დაასახელა მოსახლეობის დახმარების ფონდის დირექტორმა აჰმად ესფანდიარმა ავტომობილის საწყის ფასად, რომელიც ახლო მომავალში საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი არაბული ქვეყნის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ავტომობილი ამ ფასად შეიძინოს, თუმცა, აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ფასი კიდევ აიწევს. აუქციონი ონლაინ-რეჟიმში ჩატარდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე www.ahmadinejad-car.com და მიიღოს მონაწილეობა აუქციონში.

პირველი ქალი პრეზიდენტი ბრაზილიაში

დილმა რუსეფი გახდა ბრაზილიის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი. საპრეზიდენტო არჩევნები ბრაზილიაში 2010 წლის ოქტომბერში გაიმართა, ხოლო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2011 წლის 1 იანვარს ბრაზილიის პარლამენტში ჩატარდა. ინაუგურაციამდე პარლამენტში მიმავალ რუსეფის კორტეჟს 70 ათასი ბრაზილიელი მოქალაქე ოვაციებით შეეგება ქუჩაში. ინაუგურაციის დასრულების შემდეგ დილმა რუსეფმა მადლობა გადაუხადა ბრაზილიაში უზომოდ პოპულარულ აწ უკვე ექს-პრეზიდენტ ლულა და სილვას და პირობა დადო, რომ მომავალში მისი პოლიტიკის გამგრძელებელი იქნება.

2010 წლის ბოლო პოლიტიკური სკანდალი

2010 წლის 30 დეკემბერს, თელ-ავივის სასამართლომ თავისი ქვეშევრდომის გაუპატიურებაში მხილებული ექს-პრეზიდენტი მოშე კაცავი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ 90-იან წლებში, კაცავმა მინიმუმ ორჯერ გააუპატიურა თავისი თანაშემწე: პირველად – სამუშაო კაბინეტში, ხოლო მეორედ – იერუსალიმის ერთ-ერთ სასტუმროში. სასამართლო სხდომაზე კაცავი აცხადებდა, რომ მას და მის თანაშემწეს რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდათ, ხოლო დაზარალებულმა, პირიქით, განაცხადა, რომ კაცავი „მოძალადე და სექსუალური მანიაკია”. საინტერესოა, რომ მოსამართლეს ჯერჯერობით არ მიუსჯია კაცავისთვის არანაირი სასჯელი, რადგან სასამართლოს სხდომა ჯერაც მიმდინარეობს იმის გამო, რომ კიდევ რამდენიმე ქალი ადანაშაულებს ექს-პრეზიდენტს გაუპატიურებაში.

ელიზაბეთ მეორე დიდი ბებიაა

2010 წლის 29 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ მეორე დიდი ბებია გახდა. პირველი შვილთაშვილი დედოფალს შვილიშვილმა პიტერ ფილიპსმა და მისმა მეუღლემ – ოტომ ფილიპსმა აჩუქეს. ახალშობილის სახელს სამეფო ოჯახი ჯერჯერობით არ ახმაურებს. ცნობილია, რომ გოგონა პიტერისა და ოტომის პირველი შვილია და იგი გლოსთერშირის საგრაფოს სამეფო ჰოსპიტალში დაიბადა. აქვე დავამატებთ, რომ 2011 წელს დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელიზაბეთ მეორის 85 წლის იუბილის პომპეზურად აღნიშვნისთვის ემზადებიან.

კარლა ბრუნი

დედობისთვის ემზადება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლემ, მომხიბვლელმა კარლა ბრუნიმ, ფრანგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოცნებობს, გახდეს დედა. 43 წლის ბრუნის თქმით, ის და სარკოზი 2012 წლისთვის, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე გეგმავენ ბავშვის გაჩენას. შეგახსენებთ, რომ კარლას ჰყავს 9 წლის ვაჟი. საფრანგეთში სკეპტიკურად უყურებენ ბრუნის განცხადებას და ვარაუდობენ, რომ მას გაუჭირდება დაფეხმძიმება და წყვილი, სავარაუდოდ, ბავშვის აყვანით დაკმაყოფილდება.

მედვედევი ერთადერთი პრეზიდენტია რუსეთში

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის საფუძველზე 2015 წლის პირველი იანვრიდან ფედერაციის სუბიექტების მეთაურებს აეკრძალებათ, საკუთარ თავს პრეზიდენტი უწოდონ. ასეთი სუბიექტი კი რუსეთში 12-ია, მათ შორის: დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ინგუშეთი, ადიღე და თათრეთის რესპუბლიკა. რეგიონებში პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების იდეა პუტინ-მედვედევის ფავორიტს, ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ კადიროვიც „პრეზიდენტია”, თუმცა, მხოლოდ ვადის გასვლამდე, ანუ, 2011 წლის აპრილამდე.

შვარცენეგერი და მედვედევი ერთმანეთს მთაში შეხვდებიან

კალიფორნიის შტატის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა, რომელმაც ოფიციალურად პოსტი 2011 წლის 3 იანვარს დატოვა, რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს მთაში შეხვედრა და თხილამურებით სრიალის იდეა გაუზიარა. ეს აზრი რკინის „არნიმ” საკუთარი „ტვიტერის” საშუალებით გაავრცელა. ცნობილია, რომ მედვედევი და შვარცენეგერი ამ უკანასკნელის მოსკოვში ვიზიტის დროს დამეგობრდნენ და მას შემდეგ ხშირად ურთიერთობენ სოციალური ქსელების მეშვეობით. მედვედევის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ექს-გუბერნატორს წარმატებები უსურვა ახალ წამოწყებებში. პოლიტიკიდან წასული „ტერმინატორი” ისევ გეგმავს კინოში დაბრუნებას, თუმცა, მხოლოდ რეჟისორის ან პროდიუსერის ამპლუაში.


скачать dle 11.3