კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები







თამრიკო ზამთარაძე

კითხვა: მაქვს ძალიან ჭირვეული კანი – თითქმის ნებისმიერი მკვებავი კრემის წასმის შემდეგ მიწითლდება და მექერცლება. როგორი შემადგენლობის კრემია ჩემთვის მიზანშეწონილი და სად ჯობია მისი შეძენა – აფთიაქში თუ საფირმო მაღაზიაში?

პასუხი: უმჯობესია, თქვენთვის სასურველი მკვებავი კრემი შეიძინოთ აფთიაქში. რაც შეეხება მის შემადგენლობას, მგრძნობიარე და ჭირვეული კანისთვის განკუთვნილ კრემში უნდა შედიოდეს: პოლიფენოლით გამდიდრებული ვარდის ზეთი, ალანტოინი, კარიტეს ზეთი, გლიცერინი.

კითხვა: სამსახურიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ოფიციალურ შეხვედრებსა და წვეულებებზე სიარული და, შესაბამისად, თმაც ყოველთვის მაღალ დონეზე უნდა მქონდეს მოწესრიგებული. ყოველდღე სალონში სიარულს კი ვერ ვახერხებ. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ უნდა შევარჩიო თმის ლაკი, რომ ღერები არ შეწებდეს და ვარცხნილობამ სასურველი ფორმა დიდხანს შეინარჩუნოს?

პასუხი: საუკეთესო ვარიანტია ძალიან მსუბუქი არომატისა და თხელი გამოფრქვევის მქონე ლაკი – ის ნაზად და საიმედოდ აფიქსირებს ვარცხნილობას და ამასთან არ ზღუდავს ღერების ელასტიკურობას. გარდა ამისა, დააკვირდით მის შემადგენლობას, კარგია, თუ ის შეიცავს მაფიქსირებელ პოლიმერებს, მკვებავ ვიტამინ B3-სა და პროვიტამინ B5-ს.

კითხვა: სადღაც წავიკითხე, რომ გამოვიდა კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც გენების დონეზე „მუშაობენ“. მართალია თუ არა ეს?

პასუხი: ასეთი საშუალებები მართლაც არსებობს. ისინი გენების დონეზე აწარმოებენ სტრესებისა და აგრესიული გარემოს შედეგად მოდუნებული კანის რეგენერაციის პროცესს. ამ კრემებში არსებული ბიოლისატი და ადენოზინი ანელებს დაბერების პროცესს, ჭიმავს და ატენიანებს კანს.


скачать dle 11.3