კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლოგიკა რთულია...







ნინო წულუკიძე

თუ ქალი მოინდომებს, როგორღაც მოახერხებს გაუგოს კაცის ლოგიკას. თუმცა, ყოველთვის შეიძლება ისწავლოთ და რჩევებიც გაითვალისწინოთ.

1. თუ მამაკაცი გეუბნებათ, რომ მას არ აქვს ფული, აქ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ:

ა) მას მართლა არ აქვს ფული;

ბ) ფული მას თქვენთვის არ აქვს.

2. როცა ქალი მამაკაცისთვის გულის გადახსნას ცდილობს, კაცს ეს:

ა) აშინებს და აფორიაქებს;

ბ) აღიზიანებს.

3. ქალი, რომელიც არ ერიდება უხეშ და უწმაწურ სიტყვებს, კაცისთვის აღიქმება, როგორც:

ცუდად აღზრდილი (საუბარია, ნორმალურ მამაკაცებზე და არა ხულიგნებზე, თუმცა ასეთი ქალები მათაც იშვიათად მოსწონთ).

4. მამაკაცის აზრით, მოკლე კაბა ადასტურებს:

ა) ქალის სითამამეს;

ბ) მის ხელმისაწვდომობას.

5. როცა მამაკაცი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება, ის ამჯობინებს გარშემო ყველამ ისე მოაჩვენოს თავი, თითქოს ვერაფერი შენიშნეს.

6. როცა ქალს ურჩევნია, დაეყრდნოს საკუთარ ლოგიკას და მამაკაცის საქციელის შესახებ, დასკვნები იმის მიხედვით გააკეთოს, რასაც საკუთარი თვალით ხედავს, შეიძლება, ვერასოდეს გაიგოს, რას ფიქრობს ის სინამდვილეში. სამაგიეროდ, საკუთარი თავით კმაყოფილი ნამდვილად იქნება.

P.S. თუ ქალი ძალდაუტანებლად სწვდება მამაკაცის ლოგიკას, ამბობენ, მას კაცის ხასიათი აქვსო. ეს სულაც არ არის ცუდი. ერთმანეთს კარგად გაუგებთ.


скачать dle 11.3