კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „გაფრენები“ ეხერხება თინათინ მაღალაშვილს და სად იხარჯება ის სასიამოვნოდ



დიზაინერი და მხატვარი თინათინ მაღალაშვილი, რომელიც ძალზე საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, საკუთარ გარეგნობაზე ყოველთვის ზრუნავს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სამსახურშია და კლიენტებთან უწევს ურთიერთობა.



თინათინი: თავის მოვლა ჩემთვის იწყება წონის კორექციით. როდესაც ზედმეტი წონა მაწუხებს, ვატყობ, რომ ისე ენერგიულად ვეღარ დავრბივარ. ამიტომ, როგორც კი ოდნავ მაინც მოვიმატებ წონაში, მაშინვე ვიწყებ გაკონტროლებას. ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას დიდ დროს ვუთმობ, რადგან ძირითადად არ მაქვს თავისუფალი დრო, გარდა ღამისა. ამიტომ, თავის მოვლას, თმაზე ზრუნვას, ძირითადად, ღამით ვიწყებ. ღამით თავს რომ დავიბან და გაშრობას დავიწყებ – ეს ორსაათიანი პროცესია და ამაზე ჩემი მეგობრები ყოველთვის ხუმრობენ. როდესაც სამსახურში მოვდივარ, აქ ვსვამ ყავას, ვცოცხლდები და ვიწყებ მაკიაჟის გაკეთებას. ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ ჩემში ორი პროფესიის ქალი ზის: მხატვარი და დიზაინერი. როგორც მხატვარი, ზედმეტად არასდროს ვფიქრობ – ვაიმე, მაკიაჟი მაქვს გასაკეთებელი-მეთქი. მაგრამ, როდესაც დიზაინერი ხარ, სამხატვრო სახლის ხელმძღვანელი, შემომსვლელები, კლიენტები კრიტიკული თვალით გიყურებენ და, აქედან გამომდინარე, იძულებული ვარ, სამსახურში რომ მოვდივარ, დიზაინერი ვიყო. როცა მეგობრებთან მივდივარ, მათ იციან, რომ ეს ჩემი „თავისუფალი ზონაა“, სადაც არც მაკიაჟზე ვფიქრობ და არც იმაზე, როგორ მაქვს თმა.

– როგორ ცდილობ წონაში დაკლებას, მასაჟით, ვარჯიშით?

– საერთოდ, ძალიან უცნაური ადამიანი ვარ, იმიტომ რომ, რაც საზოგადოებაში მიღებული და პოპულარულია, ჩემთვის აბსოლუტურად დროის ტყუილი ფლანგვაა. ხუთსართულიან სახლში ვცხოვრობ, მაღალჭერიანი სახლია, ლიფტი არ აქვს და ამ კიბეებზე დღეში რამდენჯერმე ავრბივარ-ჩამოვრბივარ, ასევე, სამსახურის კიბეებზეც ხშირად მიწევს სირბილი და ეს არის ჩემი ვარჯიში. როდესაც ვგრძნობ, რომ წონაში მოვიმატე, 6 საათის შემდეგ საერთოდ არ ვჭამ, ან საჭმელს შავ პურს ვატან.

– მასაჟების გაკეთება განტვირთვის გამოც არ გიყვარს?

– არა, იმიტომ რომ, როდესაც პროფესია და ჰობი ერთმანეთს ემთხვევა, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ვერ ვიტყვი, რომ სამსახურში ძალიან ვიღლები, ეს უფრო სასიამოვნო დაღლაა, კარგად ვიხარჯები. თუ ამას აქ ვერ ვახერხებ ბოლომდე, მაშინ მივდივარ სახლში და ღამით ვიხარჯები. შეიძლება, ქალად შემთხვევით ვარ დაბადებული, რადგან არასდროს ვაკეთებ იმას, რაც დროის ფუჭი ხარჯვაა. თანაც, საკითხავია, არის თუ არა მასაჟი სიამოვნება. პირადად ჩემთვის ეს საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა და ამიტომაც არ ვიკეთებ.

– გიყვარს ექსპერიმენტები?

– როდესაც აკადემიაში ვსწავლობდი, ყოველთვე სხვადასხვა ფერის თმა მქონდა. მახსოვს, მასწავლეს, რომ ერთმანეთში უნდა ამერია წითელი, შავი ხნა, ბასმა, კონიაკი, ყავა, ჩაი, იოდი და მერე თავზე უნდა დამედო. საოცარი ფერის თმა გამოვიდა – „მაკაგონის“ ფერი. მზეზე რომ გავდიოდი, მოწითალო-მოოქროსფრო „ბლესკი“ ჰქონდა. ისეთი ლამაზი ფერის იყო, რომ ქუჩაში მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, სად შეიღებეო. იმდენი ექსპერიმენტი ვატარე, რომ, სანამ ის ფერი არ მოვიშორე, მანამდე თმა ფიჩხივით მქონდა. მაკიაჟის ექსპერიმენტები უფრო სხვებზე მიყვარს. ხომ გაგიგიათ გამოთქმა „საპოჟნიკ ბეზ საპოგ“ – სწორედ ასე ვარ. როდესაც სადმე მივდივარ, ვიწყებ – ვაიმე, რა ჩავიცვა-მეთქი. ერთხელ „ლაგუნაზე” ჩვენება მქონდა, არ მომეწონა ვიზაჟისტი და 15 მოდელს მე გავუკეთე მაკიაჟი, „ფერიების სახლი” ერქვა ჩვენებას, მთელი სახე ბრჭყვიალა საღებავით შევუღებე გოგონებს, ფრთის ელემენტები გავიმეორე. ჩემი პროფესიის ადამიანს „გაფრენები“ არ გაუჭირდება. რაც შემეხება მე, უკვე ვიცი, როგორი მაკიაჟი მიხდება, ჩემი თვალებისა და სახის მოყვანილობიდან გამომდინარე და ექსპერიმენტებს ვეღარ ჩავიტარებ, თანაც, ასაკიც უნდა გიწყობდეს ხელს, თორემ, აკადემიაში სწავლის დროს კვასკვასა წითელი პომადაც წამისვამს და ცისფერი „წენიც“. მინდა, ყველას ვურჩიო, რომ დღისით ქუჩაში გამოსვლისას გაიკეთონ სადა და მსუბუქი მაკიაჟი.

– სხეულს როგორ უვლი?

– ახლა მაქვს „პაკო რაბანის” ბოდი-ლოსიონი. ძალიან სასიამოვნოა მისი წასმა შხაპის მიღების შემდეგ. საერთოდ, ქალს თავისი დამახასიათებელი სურნელი აქვს და ამას დუშ-გელი, ბოდი-ლოსიონიც რომ ემატება, მთელი დღის განმავლობაში ძალიან კარგი სურნელი ასდის. მიყვარს, როდესაც სუნამოს ტკბილი ყვავილების სუნი აქვს. ზამთარში უფრო ასეთი სუნამოები მიყვარს, ზაფხულში კი ნეიტრალური, მძაფრი სურნელის მქონე.

– როდესაც ქალს გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავს, თუ არის ეს მისთვის სტიმული?

– რადგან მთელი დღე სამსახურში ვარ, ისე გამოდის, რომ სამსახურისთვის უფრო ვიხარჯები. როდესაც ხელები სულ საღებავში გაქვს, თითებს ისე ვერ მოუვლი, როგორც საჭიროა. ერთხელ, ახალი გახსნილი რომ მქონდა სალონი, შემოვიდა სანდომიანი ქალბატონი, რომელსაც დიზაინერის გაცნობა სურდა. იძულებული გავხდი, ხელები დამემალა. ამის შემდეგ სულ ვცდილობ, სამსახურში ფორმაში ვიყო. შესაბამისად, ჩემი სამსახური ჩემი სტიმულია, ისევე, როგორც მეუღლე. როდესაც გვერდით საყვარელი მამაკაცი გყავს, ეს ძალიან დიდი სტიმულია და თუ ისეთი ოჯახიც გაქვს, რომელიც ყველაფერში ხელს გიწყობს, ეს უკვე მთლიანობაში დიდ კომფორტსა და ჰარმონიას ქმნის.

რჩევა: ყველა ქალს ვურჩევ, როდესაც ქუჩაში გამოვლენ, თავად დაიჯერონ, რომ ყველაზე ლამაზები არიან. ქალი, შეიძლება, საერთოდ არ იყოს ლამაზი, მაგრამ ისე გაიაროს, რომ ყველამ მიაქციოს ყურადღება. ამიტომ, როცა ქალი თავდაჯერებულია, მხრებში გამართული, ლამაზად მიდის, სწორედ მაშინ აღიქმება ის ქალად. ყველა ქალმა უნდა დაიჯეროს, რომ ის არის ყველაზე ლამაზი, ყველაზე სასურველი და ამას სხვებიც დაიჯერებენ.

ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3