კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის დამზადდა საშობაოდ 5-მეტრიანი და 400-კილოგრამიანი ტორტი







სალომე გველესიანი

„როგორ მინდა, სახლის ხელა ტორტი მქონდეს”, – ასეთ წარმოუდგენელ რაღაცეებზე ალბათ ბავშვობაში ყველას გვიოცნებია. თუმცა, ოცდამეერთე საუკუნეში, თბილისში ეს ოცნება რეალობად მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ექვსი სახლის აღსაზრდელებს ექცათ. სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის” ინიციატივით, ჰიპერმარკეტ „გუდვილის” კონდიტერებმა ყველაზე გიჟური იდეა რეალობად აქციეს და პირველად საქართველოში, დამზადდა 400-კილოგრამიანი და 5 მეტრის სიგრძის საშობაო ტორტი. თუმცა, ტორტი მხოლოდ თავისი მასშტაბური ზომების გამო არ იყო განსაკუთრებული, მას განსაკუთრებული დეკორი ჰქონდა, – მულტფილმის გადასაღებ პავილიონს უფრო ჰგავდა, ვიდრე ტორტს. ტორტის ზედაპირი საშობაო ზღაპრის თემატიკით იყო დატვირთული. პატარა, ლამაზი ქოხები, პატარების საყვარელი ანიმაციური ფილმების პერსონაჟები, – ყველაფერი ეს თავისუფლად განთავსდა ტორტზე, რომლის სიგრძეც ხუთი მეტრი გახლდათ.

მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის რეკორდული ზომის საშობაო ტორტის ჩუქების იდეა სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფს” ეკუთვნის.

„ბავშვებისთვის გრანდიოზული, საშობაო ტკბილი საჩუქრის დამზადების ინიციატივა ჰიპერმარკეტმა „გუდვილმა” აიტაცა და კონდიტერებმა მართლაც არაჩვეულებრივი, ზღაპრული დიზაინის ტორტი შექმნეს. ასეთი ზომის საკონდიტრო ნაწარმი საქართველოში ჯერ არ დამზადებულა და ის ჩვენი კომპანიისგან მზრუნველობამოკლებული ბავშვების საშობაო საჩუქარია. ბავშვები წყნეთიდან, კოჯრიდან, თბილისიდან, საგურამოდან და რუსთავიდან საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიყვანეთ”, – განაცხადა „არდი ჯგუფის” პრეზიდენტმა, ბატონმა არმაზ თავაძემ.

ბავშვები ჰიპერმარკეტ „გუდვილში” შობის დღესასწაულზე, 7 იანვარს შეიკრიბნენ და ნამდვილად სიტყვები არ მეყოფა იმ ემოციის გადმოსაცემად, რომელიც მათ ტორტის დანახვაზე გამოხატეს. ტორტს, რომლის დასამზადებლადაც კონდიტერებმა – 1 400 ცალი კვერცხი, 80 კილოგრამი ფქვილი, 56 კილოგრამი შაქარი, 55 კილოგრამი კრემი, 26 კილოგრამი თეთრი შოკოლადი, 43 კილოგრამი ნაღები, 35 კილოგრამი ჟოლო და 22 კილოგრამი კარაქი გამოიყენეს, საოცარი გემო ჰქონდა და ეს ყველა ბავშვმა აღნიშნა – მათ ვისთვისაც შეიქმნა ტორტი, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა.

„გუდვილის“ მენეჯმენტის განცხადებით გრანდიოზული საშობაო ტორტის შექმნისა და ახალი რეკორდის დამყარების იდეა, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ „არდი ჯგუფთან” ერთად, ერთობლივი პროექტი სიამოვნებით განახორციელეს.

„იდეა უდავოდ საინტერესო იყო არა მარტო იმით, რომ შეიქმნა გრანდიოზული, რეკორდული ზომის საკონდიტრო ნაწარმი, არამედ იმითაც, რომ ეს შედევრი შობის დღესასწაულზე მზრუნველობამოკლებული პატარების საჩუქრად იქცა. „არდი ჯგუფის” შემოთავაზებას გრანდიოზული საშობაო ტორტის შექმნაზე, უყოყმანოდ დავთანხმდით და მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, ბავშვებს კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ”, – განაცხადა „გუდვილის” გენერალურმა დირექტორიმა ნუგზარ მაღულარიამ.

დაგემოვნების შემდეგ, ტორტი კიდევ რამდენიმე თანაბარ ნაწილად გაიჭრა და ორივე კომპანიის სახელით, იმ ბავშვებს დაეგზავნებათ, რომლებმაც ზღაპრულ ზეიმზე დასწრება ვერ შეძლეს. ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ შობის ბრწყინვალე დღესასწაული ასე, მანამდე მათთვის არავის მიულოცია და ეს დღე მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ.

გარდა ტორტისა ბავშვებს კიდევ ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს. სანტა კლაუსმა მათ საჩუქრები დაურიგა, ანიმატორებმა მათ გართობაზე იზრუნეს და მათაც ნამდვილი მსახიობებივით გამოთქმით თქვეს ლექსები და არაჩვეულებრივად იმღერეს. თუმცა, ამ დღეს ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია, ერთ-ერთი პატარა, საყვარელი გოგონა თავის დას შეხვდა, რომელიც სხვა ბავშვთა სახლში იზრდება და ამ სცენამ გულგრილი ვერცერთი იქ შეკრებილი ადამიანი ვერ დატოვა. ღონისძიების ბოლოს ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო.


скачать dle 11.3