კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიტანეს ერთად „ბუინობის“ პერიოდი რეზი გოგეშვილმა და მისმა შეყვარებულმა







სალომე გველესიანი

რეზი გოგეშვილის ლესტერა „სეზონის” ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი კინოგმირია. ის საკუთარ თავში დარწმუნებული, მექალთანე, „სვეცკი” ბიჭია. რეალურად კი, რეზი თავისი შეყვარებულის, ანანო კაკილაშვილის ერთგულია. მათი სიყვარულის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო.

რეზი გოგეშვილი: სიმართლე გითხრათ, ფილმისთვის ნორმალურად არც მიყურებია, ისე ვნერვიულობდი. მაგრამ, მაინც მგონია, რომ კარგი გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, ის შრომა, რომელიც ამ ფილმში ჩავდეთ, გამოვიდა. რა ნერვებისა და შრომის ფასად დაგვიჯდა ამ ფილმის გადაღება, ეს მხოლოდ გადამღებმა ჯგუფმა ვიცით.

– რომ დაგირეკე, მითხარი, რომ არ ელოდებოდი ამას ინტერვიუები, ჟურნალისტები და მთელი ეს აურზაური რომ მოჰყვებოდა. შეიცვალა შენი ცხოვრება?

– არა, არანაირად. მთელი ეს აურზაური ძალიან მალე დამთავრდება და ზუსტად ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც ვცხოვრობდი – ჩვეულებრივი რიტმით, ისე, როგორც ეს ფილმამდე ხდებოდა.

– კინო აღარ გინდა?

– თუ რამე საინტერესო შემოთავაზება იქნება, კარგი სცენარი, შეიძლება, ისევ გადავიღო. მაგრამ ისე, რომ სააგენტოებში მივიდე და როლი ვეძებო, არა. სულ სხვა პროფესია მაქვს და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვაპირებ გზის გაგრძელებას.

– იქნებ შენი შეყვარებული გაგვაცნო?

– ანანო კაკილაშვილი. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი, საერთო მეგობართა წრეში. ხუთი წლის წინ მოხდა ეს ამბავი. მაშინ ანანო – ცამეტის და მე კი ჩვიდმეტი წლის ვიყავი.

ანანო კაკილაშვილი: ცამეტი წლის რომ ხარ, ჩვიდმეტი წლის ბიჭი ძალიან დიდი გგონია. თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი – პირველი ამბავი რომ არის ბიჭთან დაკავშირებით და ვერ ხვდები, როგორ მოიქცე, ეგ იყო. მერე უკვე გაჩნდა სიმპათია. ძალიან სასაცილო იყო თავიდან ეს სიტუაცია. სადაქალოში პირველი რომ ხარ, ვისაც შეყვარებული ჰყავს და სულ განხილვის თემაა. ასე ნელ-ნელა მოვედით დღემდე. იყო დაშორების პერიოდებიც, სხვაგან წასვლები, მერე ჩამოკითხვები, სიურპრიზები და ასე შემდეგ.

– მოკლედ ცამეტი წლის ბავშვს თავბრუ დაგახვია.

– კი, მოახერხა. თუმცა, ამ ხუთი წლის განმავლობაში, სულ ერთად არ ვართ. ერთი წელი უცხოეთში ვიყავი წასული, დაშორებულები ვიყავით. როგორც ხდება, პრინციპში, განსაკუთრებული არაფერი. სულ დალხენილი ურთიერთობა, მგონი, არც არსებობს. იყო რაღაც მიზეზები, რაღაც გაუგებრობები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ერთად ვართ.

– სად იყავი წასული?

– ჯერ შვედეთში, მერე – პარიზში. ჩემი ძმა სწავლობდა და მასთან ერთად წავედი.

– ეს განშორება საშინელი მომენტი არ იყო?

რეზი: კი, ძალიან ცუდი დღე იყო. ნასვამი ვიყავი. „პრაშალკა” მოაწყო. მასთან ვიქეიფეთ და მერე წავედით. იმ კონკრეტულ მომენტში ნაჩხუბრებივით ვიყავით.

ანანო: რომ გავეცილებინე, ზუსტად ვიცოდი, დავრჩებოდი. ამიტომ, არ მივეცი გაცილების უფლება. ის თავისთვის წავიდა, მე – ჩემთვის. ისე, უფრო დიდი ხნით ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ერთ წელიწადში დავბრუნდი. ვერ გავძელი მის გარეშე. რეზის გამო ჩამოვედი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ საერთო ჯამში, ვეღარ გავძელი, ამის ერთ-ერთი მიზეზი რეზიც იყო, რა თქმა უნდა.

– ანუ, გაურკვეველი სტატუსით იყავი წასული და შეყვარებულის...

– ნაჩხუბრებივით ვიყავით...

რეზი: ბოლოს სკაიპში გაირკვა ყველაფერი. თავიდან რომ ჩავიდა, ლეპტოპი არ ჰქონდა, ტელეფონის ნომერი არ ვიცოდი. საერთოდ არ გვიკონტაქტია.

ანანო: რომ მიყიდეს ლეპტოპი, რაღაცეები ვერ გავარკვიე და პირდაპირ რეზის დავურეკე, „ენთერი” ვერ ვიპოვე-მეთქი. ამდენი ხნის მერე, რა მნიშვნელოვანი კითხვა იყო, ხომ წარმოგიდგენია (იცინიან). ამის შემდეგ შიგადაშიგ ვკონტაქტობდით, მაგრამ სისტემატურად – არა. რეზი ცალკე ერთობოდა, მე – ცალკე. მერე ჩამოვედი. ჩამოვფრინდი თუ არა, ეგრევე დავურეკე. მოვიდა, ვნახეთ ერთმანეთი და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

– ხუთი წელი მაინც დიდი დროა, ალბათ ძალიან კარგად იცნობთ ერთმანეთს.

რეზი: კი, იმდენად ვიცნობთ ერთმანეთს, რომ ჩვენი ურთიერთობა ბევრად სტაბილური გახდა. ახლაც კი ვჩხუბობთ, ხშირად არის კონფლიქტები, მაგრამ იმ მასშტაბებთან შედარებით, რაც ადრე იყო, ეს ერთი წელი ყველაზე მშვიდი და კარგია. ასე მართლა არასდროს ვყოფილვართ.

– რეზი, როგორ მიხვდი, რომ ანანო შენი მეორე ნახევარია?

– ასე არ მიფიქრია. ეტყობა, ეს მაინც ბუნებრივად, თავისთავად ხდება. თან, იმდენად პატარები ვიყავით ერთმანეთი რომ გავიცანით, რომ პრაქტიკულად, ერთად გავიზარდეთ. გარდატეხის ასაკი ჰქვია თუ რასაც ეძახიან, როცა ყველაზე მეტს „ბუინობ”, ის ასაკი ერთად გამოვიარეთ.

– თავისუფლად ხართ ერთმანეთთან, თუ არის კიდევ რამე შეზღუდვები?

ანანო: შეზღუდვები და აკრძალვები აღარც არის საჭირო. ორივემ ზუსტად ვიცით, რა შეიძლება, ერთმანეთისგან გვეწყინოს და იმას აღარ ვაკეთებთ. ვუფრთხილდებით ერთმანეთს უფრო მეტად, ვიდრე ადრე იყო.

– იქნებ რამე განსაკუთრებული დღე გაიხსენოთ თქვენი ურთიერთობიდან.

– ყველაზე ცუდად რაც მახსენდება, მე მოგიყვებით და ყველაზე კარგი რეზიმ თქვას. როცა მივემგზავრებოდი, სახლში მივედი თუ არა, დილის ხუთ საათამდე რეზის ველაპარაკებოდი, თან საშინლად ვტიროდი. მეგონა, მოვკვდებოდი, როცა ვიცოდი, რომ არ უნდა მენახა. ჩემთან სახლში ძალიან ბევრი ბავშვი იყო, არავის ყურადღებას არ ვაქცევდი, ოთახში ვიჯექი ტელეფონთან და ვტიროდი. ამ დროს შემოდის ჩემი ძმა ყვირილით – თუ ასეთ დღეში ხარ, საერთოდ, შეგიძლია დარჩეო და გამითიშა ტელეფონი და მორჩა! ისე გავფრინდი, მერე აღარც დამირეკავს.

რეზი: მე კიდევ გადავბრუნდი და დავიძინე...

– ყოჩაღ რეზი.

– ნასვამი და არეული ვიყავი. თან, იმ პერიოდში ვიჩხუბეთ და საშინლად აჭრილი ვიყავი. მოიცა, მაშინ ახლა კარგზე მოვყვები. ანანოს დაბადების დღე აგვისტოშია. ისე აღმოჩნდა, რომ ანანო თავის მეგობრებთან ერთად, ზღვაზე იყო, მე – თბილისში. მისი დაბადების დღე რომ გათენდა, დავჯექი მანქანაზე და წავედი. გონიოში უნდა ჩავსულიყავით. გზიდან რამდენჯერმე დავრეკე. რას შვრებიო, რომ მეკითხებოდა, ისე ვპასუხობდი, თითქოს თბილისში ვიყავი. ჩავედი, საშინელი ამინდი დამხვდა. დავურეკე და ვუთხარი, ჩემს ძმაკაცს საჩუქარი გამოვატანე და შეხვდი-მეთქი. მივედით ანანოს სახლთან, ჩამოვიდა და მანქანიდან მე გადმოვედი.

ანანო: გავგიჟდი სიხარულისგან, ყველაზე მაგარი საჩუქარი იყო. საერთოდ, ძალიან პატარა რაღაცაც მახარებს, ისეთი ელემენტარულიც კი, რომელსაც შეიძლება სხვამ ყურადღება საერთოდ არ მიაქციოს.

– როგორია შენი რეზი, განსხვავდება იმ რომეოსგან, რომელიც „სეზონშია”?

– რეზისაც, ისევე როგორც ყველა ბიჭს, გოგოებთან დაკავშირებით ჰქონდა მსგავსი მომენტები. მაგრამ, აბსოლუტურად განსხვავდება იმ გმირისგან, რომელიც კინოშია. საკმაოდ რთული ხასიათი გვაქვს ორივეს, შეიძლება, სულ ისეთი რაღაც, რისთვისაც შენ ყურადღება არ მიგიქცევია, მას „გაუტყდეს”, ამაზე ინერვიულოს. მეც მაქვს ასეთი მომენტები, მაგრამ იოლად ვივიწყებ, რეზი კი რთულად, გვიან ახერხებს გაცინებას. სხვა მხრივ იდეალური ადამიანია ჩემთვის, ასეთი მართლა არ შემხვედრია. რაღაც მომენტში, ჩემთვის ბიჭის იდეალია, ვისთანაც შეიძლება ურთიერთობა მქონდეს ცხოვრების ბოლომდე.

რეზი: ანანოსაც აქვს თავისი გაფრენები, მაგრამ რაც მთავარია, ერთად ვართ. ერთმანეთს გავუგეთ და თავს კარგად ვგრძნობთ.

– ახალი წლის შემდეგ რას აპირებ?

– მსახიობობას არ ვაპირებ. კინოს მერე მქონდა თეატრალურში ჩაბარების შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. კიდევ ოთხი წელი სწავლა და მერე სცენაზე დგომა, ნამდვილად არ მინდა. თუ რაღაც, კინოდან იქნება შემოთავაზება, ვიფიქრებ.

ანანო: ერთი რაღაც გამომრჩა და აუცილებლად მინდა, ვთქვა. ეს არის ბიჭი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია და გამოსდის. ეს აუცილებლად მინდა, დაწერო. გოგოებს, რაც არ შეუძლიათ, იმასაც აკეთებს – საჭმლის გაკეთება, გარეცხვა, გაუთოება, რაღაცის დაკერება. მართლა ყველაფერს იკეთებს თავისთვის. მარტო რომ იყოს, არ შეგეშინდება, რომ მშიერი დარჩება.

რეზი: არ მიყვარს ადამიანების შეწუხება უმნიშვნელო რაღაცეებზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვიცი, ამის გაკეთება შემიძლია, თუნდაც წვალება მომიწიოს. თუ არ შემიძლია, ვითხოვ დახმარებას, არც ამაშია პრობლემა.

ანანო: ვთქვათ, სადმე რაღაც საჭმელი მოეწონა, იკითხავს, როგორ კეთდება და აუცილებლად ძალიან მაგარი გამოუვა. ეს მარტო საოჯახო თემებს კი არ ეხება, ყველაფერში ასეა, ნებისმიერ საქმეში.


скачать dle 11.3