კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ნადირობდა „კაგებე“ თავის მოღალატე თანამშრომლებზე







ლევან გიორგაძე

გთავაზობთ ნაწყვეტს გახმაურებული წიგნიდან „გვამების გამტაცებლები“, რომელიც 1980 წელს გამოიცა ბრაზილიაში და წლის ბესტსელერი გახდა. წიგნის ავტორია 1978 წელს საბჭოთა კავშირიდან გაქცეული „გრუს“ მაიორი ვასილი ზელმანი, რომელიც თავის ნაშრომში საბჭოთა სპეცსამსახურების ფარულ საქმიანობას ხდის ფარდას.

სასიკვდილო ტანდემი

სხვადასხვა საიდუმლო სპეცოპერაცია სხვადასხვა ხერხით, მეთოდებითა და რაოდენობით სრულდებოდა. თუმცა, თუკი სპეცდავალება ერთ ადამიანს არ აქვს დაკისრებული, ყოველ სპეცოპერაციაში წყვილების პრინციპი გამოიყენებოდა. ერთი ასრულებს, მეორე კი – აზღვევს. ჩვენი სპეცაგენტობის თხუთმეტწლიანი კარიერის განმავლობაში, რამდენიმე მეწყვილე მყავდა, რომლებთან ერთადაც, სხვადასხვა სირთულისა თუ მნიშვნელობის დავალება შემისრულებია. მაგრამ, ანა ქორიძე მათ შორის განსაკუთრებული, ყველასგან გამორჩეული და იდეალური პარტნიორი იყო. ჩვენი სამწლიანი ერთობლივი მოღვაწეობის განმავლობაში მე და ანამ თხუთმეტი სპეცდავალება შევასრულეთ, არც ერთი არ ჩაგვიგდია და ამის გამო ხელმძღვანელობამ სასიკვდილო ტანდემი შეგვარქვა. უნაკლო ფიგურის და უზადო სილამაზის პარალელურად, ანა ქორიძე ჩინებული მსროლელი, მძღოლი და ორთაბრძოლის სპეციალისტი იყო. ერთი სიტყვით, ის იდეალური პარტნიორი გახლდათ. მასთან მუშაობა ძალზე საიმედო და სასიამოვნო იყო და ანასთან ერთად ყოველთვის დიდი სიხარულით მივდიოდი სპეცდავალებებზე.

1973 წლის მაისში მე და ანა პოლკოვნიკმა ალიოხინმა გამოგვიძახა და გვითხრა:

– უსერიოზულესი დავალება გეძლევათ და იმედია, ჩვეული პროფესიონალიზმითა და წარმატებით შეასრულებთ მას. ახლა კი საქმე: ზეგ, ნიუ-იორკში ჩაგიყვანენ და იური ლოდრას კვალზე დაგაყენებენ. თქვენ კი მისი ლიკვიდაცია უნდა მოახდინოთ. მაგრამ იცოდეთ, ლოდრას ერთი კარგად გაწვრთნილი, ქვედანაყოფი სდარაჯობს, რომელიც მუდამ კუდში დასდევს და წამითაც არ შორდება. ალბათ, ხვდებით, ვისზეა ლაპარაკი.

იური ლოდრა „კაგებეს“ ყოფილი მაიორი, ამერიკაში გაქცეული პროფესიონალი ქილერი იყო. მან გენერალი ვოლოხინი მოკლა და მასზე ამიტომ ნადირობდნენ. პირადად მას არც მე ვიცნობდი და არც – ანა. მაგრამ მის შესახებ უამრავი საოცრება გვქონდა გაგონილი. ვიცოდით, მისი მოხელთება თითქმის შეუძლებელი იყო. მით უმეტეს, რომ მას მისნაირივე პროფესიონალი მკვლელები სდარაჯობდნენ. საქმე ის იყო და კიდევ იმან გააცოფა ჩვენი უწყების ხელმძღვანელობა, რომ ლოდრა შეგნებულად არ იცვლიდა გარეგნობას და აცხადებდა, რომ საბჭოთა უშიშროებას მოკლე ხელები ჰქონდა – მას ვერ მიწვდებოდნენ. ერთი სიტყვით, ლოდრამ თეთრი ხელთათმანი ესროლა მსოფლიოს უძლიერეს სპეცსამსახურს და ამის ასე, უპასუხოდ დატოვება არ შეიძლებოდა. ამიტომ, ნიუ-იორკში გამგზავრების წინ პოლკოვნიკმა ალიოხინმა გვითხრა:

– აბა, თქვენ იცით, ლიკვიდაცია თქვენებურად განახორციელეთ, ისე რომ მსოფლიოს ყველა მოწინავე გამოცემამ ამის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნოსო.

ჩვენებური ლიკვიდაცია კი ადამიანის საშინელ, სადისტურ მკვლელობას ნიშნავდა „კაგებეს“ ენაზე. მე და ანა დავალების შესასრულებლად გავემართეთ. იური ლოდრა ნიუ-იორკის ერთ-ერთ „ასობნიაკში“, ოცდამეხუთე სართულზე ცხოვრობდა და ჩვენმა ანალიზმა ცხადყო, რომ მის ბინაში შეღწევა შეუძლებელი იყო. მე და ანა საგონებელში ვიყავით ჩავარდნილები და დავალება თითქმის ჩაშლის პირას იდგა.

– მოკლედ, ასე, – მითხრა ანამ, როდესაც ლიკვიდაციის ყველა შესაძლო ვარიანტი ამოვწურეთ და უარვყავით, – ლოდრას ჩვენ ჰაერიდან ვეწევით ღამით და თუკი გაგვიმართლებს, დავალებას შევასრულებთ, თუ არა და გმირებად მაინც მოვკვდებით.

ერთი სიტყვით, მე და ანა ღამის ხედვის აღჭურვილობითა და უხმო იარაღებით მოვმარაგდით, შემდეგ მფრინავი პარაშუტები შევიძინეთ და ღამის 3 საათზე, ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცათამბჯენიდან გამოვქანდით, ხუთიოდე მეტრი ვიფრინეთ და 25-ე სართულის „ასობნიაკში“ ტყვიასავით შევიჭერით. სანამ დაბნეული დაცვა ხელს გაანძრევდა, მე და ანამ 12 ადამიანი „დავყარეთ“. იმ დროს შევუსწარით ლოდრას, როდესაც ის სამ ლამაზმანთან ნებივრობდა.

დედიშობილა ლოდრა ჯერ ხანჯლებით დავჩეხეთ, შემდეგ მისი სხეულის ნაწილები საწოლზე მიმოვყარეთ გაოგნებული ლამაზმანების თვალწინ და „ასობნიაკი“ კარიდან დავტოვეთ. მეორე დღეს მსოფლიოს ყველა გაზეთმა ლოდრას დანაწევრებული სხეულის ფოტოები გამოაქვეყნა.


скачать dle 11.3