სისხლიანი ქრონიკები
ლევან გიორგაძე
70 წლის წინათ – 1941 წელი
10 იანვარს გერმანული წყალქვეშა ნავი „მესამე რაიხი“, რომლის ბორტზეც 300 მეზღვაური იმყოფებოდა, ბრიტანულ სუბმარინას „იმპერიალს“ პირისპირ გადაეყარა და შეტევა დააპირა. თუმცა, მას ბრიტანულმა ხომალდმა დაასწრო, ორი ტორპედო ესროლა და ფაშისტური წყალქვეშა ნავი ფსკერისკენ გაუშვა, რასაც მთელი ეკიპაჟის დაღუპვა მოჰყვა.
11 იანვარს პარიზში, ეიფელის კოშკზე 31 წლის არონ გოლდმანი აიპარა, თან ხელის ტყვიამფრქვევი და ყუმბარმტყორცნი აიტანა. შემდეგ ჯერ ორი რეაქტიული ნაღმი ესროლა ფაშისტების ყაზარმას, რომელიც ეიფელის კოშკის შორიახლო მდებარეობდა, შემდეგ კი ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გახსნა. გოლდმანის ქმედებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
12 იანვარს მოსკოვის ანარქისტთა ხუთკაციანი ჯგუფი ლავრენტი ბერიას პერსონალურ, უჯავშნო ავტომობილს დაესხა თავს, რომლითაც „ენკავედეს“ შეფი კრემლში მიემართებოდა. ბერია სიკვდილს გადაურჩა. ამ ტერაქტს კი, 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
60 წლის წინათ – 1951 წელი
10 იანვარს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში სახელგანთქმული ყაჩაღის, პაოლო კასტილიო მენდესის კბილებამდე შეიარაღებული ბანდა ბანკში შეიჭრა, შენობაში მყოფები მძევლად აიყვანეს და 50 კილოგრამი ოქროს ზოდებისა და 40 ცალი 8-კარატიანი ბრილიანტის თვლის გატაცება სცადეს. თუმცა, ბანკში შეჭრილმა პოლიციის რაზმმა ცეცხლი გაუხსნა მძარცველებს და მიუხედავად იმისა, რომ ძარცვა ჩაიშალა, 30 ადამიანი დაიღუპა.
13 იანვარს ნიუ-იორკში 37 წლის ალექს მიურეი სიკვდილით დასაჯეს, რომელსაც 14 ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკით ჰყავდა მოკლული. პროფესიით სანიტარი მიურეი, იმპოტენტი იყო და ამის გამო ახალგაზრდა ქალებს იტაცებდა. აშიშვლებდა, მათ და სადისტურად ხოცავდა. სასქესო ორგანოებს კი, კვეთდა და ინახავდა.
14 იანვარს რუსეთის ქალაქ სარატოვში ძველი, ჯერ კიდევ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის აშენებული ხიდი ჩაინგრა, რაც ყინვებით იყო გამოწვეული. იქ მყოფი ხალხი გაყინულ მდინარეში ჩაცვივდა, რასაც 29 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
50 წლის წინათ – 1961 წელი
10 იანვარს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დისლოცირებული საბჭოთა სატანკო ნაწილის ყაზარმაში 19 წლის გრეტა კოხი შეიპარა. გოგონა სამართებლით იყო შეიარაღებული და 13 მძინარე ჯარისკაცს ყელი გამოჭრა, მაგრამ შეიპყრეს, გააშიშვლეს, ცოცხლად გაატყავეს და მისივე სამართებლით დაანაწევრეს. ხორცი კი კოცონზე დაწვეს.
15 იანვარს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის მახლობლად, მოყინულ ავტომაგისტრალზე გრანდიოზული ავტოკატასტროფა მოხდა. დაილეწა 30-ზე მეტი ავტომობილი, დაიღუპა 10 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 50-ზე მეტი. ეს უბედური შემთხვევა ყინულზე მოცურებულმა 9-ტონიანმა ბენზინმზიდმა გამოიწვია. ის კი აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა.
16 იანვარს რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკის გარეუბანში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც ქალაქის ერთ-ერთი სამხედრო გარნიზონისთვის ტყვია-წამალი მიჰქონდა. ავიაკატასტროფას 61 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 40 კი – დაშავდა.