ყველაზე ბედნიერი ადამიანები მსოფლიოში
ლაშა გაბელია
სოციოლოგებმა გამოარკვიეს, რომ 2010 წელს ყველაზე ბედნიერ ადამიანებად დანიისა და შვეიცარიის მოსახლეობას მიაჩნდა თავი. ამ ქვეყნების მოქალაქეთა 78 პროცენტი ცხოვრებით კმაყოფილია.
„ყველაზე ბედნიერებს“ უახლოვდებიან სხვა ევროპელებიც: ფინელები, ავსტრიელები, ბელგიელები, აგრეთვე, მსოფლიოს ისეთი დიდი და განვითარებული ქვეყნების მცხოვრებნი, როგორიცაა კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები. კვლევების დროს რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ მხოლოდ ერთ შეკითხვაზე: კმაყოფილი ხართ თუ არა ცხოვრებით, განსაზღვრეთ „სკალით 1-დან 10 ქულამდე“. 1 ქულა ნიშნავდა „სრულებით არ ვარ კმაყოფილი“, ხოლო 10 ქულა – „აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ“.
კვლევების თანახმად, ბედნიერების დონე მსოფლიოში ასე განაწილდა:
8,3 ქულა – შვეიცარია და დანია; 7,9 – ფინეთი; 7,8 – კანადა; 7,7 – ავსტრალია; 7,6 – ავსტრია; 7,5 – ბრაზილია; 7,4 – ამერიკის შეერთებული შტატები; 7,3 – ბელგია; 7,1 – გერმანია და დიდი ბრიტანეთი; 6,7 – იტალია; 6,6 – საფრანგეთი; 6,4 – საბერძნეთი; 6,3 – ჩინეთი.
ბედნიერთა შორის მოხუცებულთა და ახალგაზრდა მცხოვრებთა თანაბარი რაოდენობაა. აგრეთვე, პრაქტიკულად, არ იყო განსხვავება კაცებსა და ქალებს შორის.