კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვიკილიკსის“ დამფუძნებლის ბიოგრაფია 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა







ლაშა გაბელია

საიტ „ვიკილიკსის“ დამაარსებელმა ჯულიან ასანჟმა, ბრიტანულ გაზეთ „სინდი თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 1,5 მილიონ ამერიკულ დოლარად გააფორმა კონტრაქტი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერაზე.

ასანჟს მიაჩნია, რომ ეს თანხა მას დაეხმარება თავის დაცვაში პროცესზე, რომელიც, შესაძლოა, შვეიცარიაში გაიმართოს. როგორც ცნობილია, მას ბრალს სდებენ სექსუალურ ძალადობაში. ამასთანავე, განაცხადა, რომ „ვიკილიკსიც“ საკმაო ფინანსებს საჭიროებსო.

საიტმა „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თითქმის ნახევარი მილიონი საიდუმლო ფაილი, გრიფით „საიდუმლო“, რომლებზეც ამერიკელი დიპლომატების მიმოწერაა დაფიქსირებული. საიტის ყველაზე ცნობილ პუბლიკაციად იქცა „ავღანური დოსიე“, – ინფორმაცია ამერიკის ავღანური სამხედრო კომპანიის შესახებ. დოკუმენტები იუწყება მშვიდობიანი ავღანელების მკვლელობების შესახებ. „ვიკილიკსის“ დოკუმენტები გადაბეჭდეს მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმა: ბრიტანულმა „გარდიანმა“, ამერიკულმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ და გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა“. „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა, დოკუმენტები ერაყის კომპანიის დროს მშვიდობიან მცხოვრებთა მკვლელობების შესახებაც. ინფორმაციის ასეთი გავრცელება ამერიკის ისტორიაში საიდუმლოების ყველაზე მსხვილ „გაჟონვად“ დაასახელეს.

„ვიკილიკსის“ საიტის დამაარსებელია წარმოშობით ავსტრალიელი, შვედეთის მცხოვრები, ჯულიან ასანჟი. 2010 წლის ნოემბერში შვედეთის მთავრობამ მას ბრალი დასდო სექსუალურ ძალადობაში და გასცა საერთაშორისო ორდერი მისი დაპატიმრების შესახებ. დეკემბერში იგი საკუთარი სურვილით ჩაბარდა ბრიტანეთის ხელისუფლებას, სადაც გადაწყდება საკითხი მისი შვედეთში ექსტრადიციის შესახებ.v


скачать dle 11.3