პაციენტი დანტისტის სავარძელში მოთავსდა.
– ექიმო‚ კბილი მტკივა. რა ღირს ამოღება?
– თუ უმტკივნეულოდ – 20 ლარი‚ თუ მტკივნეულად – 40.
– ო‚ რა კარგია‚ რა თქმა უნდა‚ უმტკივნეულოდ‚ მით უმეტეს‚ იაფიცაა.
ექიმმა სტაცა ხელი იარაღს‚ ჩაავლო კბილს და დაიწყო ამოღება.
– ააა!
– პატივცემულო‚ გაითვალისწინეთ‚ თუ გტკივათ‚ მაშინ, 40 ლარი უნდა გადაიხადოთ.
***
სპორტის სახეობებიდან ყველაზე მეტად კრივი მიყვარს – მსიამოვნებს‚ მე რომ არ მიბათქუნებენ.
***
სვანი მატარებლის ზედა საწოლიდან გადმოვარდა.
– რა მოგივიდა? – ეკითხება მეორე მგზავრი.
– სიზმარი ვნახე‚ ბრიტნი სპირსი მეწვა გვერდით.
– მერე‚ რამ ჩამოგაგდო‚ შე კაი კაცო?
– ცოტა იქით ჩაიწიეო‚ მითხრა და...
***
ავტომოპასუხე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მობილურ ტელეფონებზე:
„აბონენტი ზონაშია და დროებით მიუწვდომელია‚ დარეკეთ მოგვიანებით“...
***
„31 იანვარი – პარასკ.; 1 იანვარი – პარასკ. 2 იანვარი – პარასკ...“ – ეს რანაირი კალენდარია?
– არა‚ ეს რობინზონ კრუზოს ეროტიკული დღიურია.
***
მეგრელი კუბაში რესტორანში შევიდა. შეამჩნია‚ რომ ოფიციანტი ფულს არ ახდევინებს მათ‚ ვინც ნიკაპზე ხელს ჩამოისვამს და დაიჩურჩულებს: „კასტროს აგენტი“. მისი გადახდის დროც დადგა. ჩამოისვა ნიკაპზე მეგრელმა ხელი და ოფიციანტს ჩაუჩურჩულა: „კასტროს აგენტი“.
– წვერი რომ არ გაქვთ?
– „საიდუმლო აგენტი“...
***
ამერიკელებმა და რუსებმა ცალ-ცალკე, მაგრამ ერთდროულად შექმნეს თვითგანვითარებადი კომპიუტერი ხელოვნური ინტელექტით. 1 წლის, 22 დღის‚ 13 საათისა და 25 წუთის შემდეგ კომპიუტერმა გატეხა ბირთვული რაკეტების მმართველი პულტის პროგრამა და ყველაფერი გაანადგურა. რუსულ კომპიუტერს კი ყველაფერი ფეხებზე ეკიდა‚ ამერიკული კომპიუტერის ამუშავებამდე 5 თვით ადრე უკვე მაგარი გალოთებული იყო.
***
ანკეტაში ასაკის‚ სქესისა და სოციალური წარმომავლობის დასადგენად მხოლოდ ერთი შეკითხვის შეტანაა საჭირო: „რას ნიშნავს დროსტარება?“.
***
ცოლ-ქმარი წარმოდგენას ესწრება ცირკში.
– ახლა ცხენები გამოვლენ‚ – თქვა ცოლმა.
– არა‚ აქლემები‚ – თქვა ქმარმა.
– არა – ცხენები! – გაჯიუტდა ცოლი.
არენაზე აქლემები გამოვიდნენ.
– საწყალი ცხენები‚ რა პირობებში ჰყავთ‚ ნახე, რა მოსვლიათ... – თქვა ცოლმა.
***
ღია კოსმოსში გამწარებული კოსმონავტი რაკეტის კარზე აბრახუნებს:
– ჩქარა გააღე! ვინ ვიქნები?! რა სულელური ჩვევა გაქვს‚ ყოველთვის რატომ მეკითხები‚ ვინ ხარო?
***
ორი პროგრამისტი საუბრობს.
– იცი‚ გუშინ ბილ გეითსი 200 დოლარით გაღარიბდა.
– შენ რა იცი?
– უბრალოდ‚ მისი „ოფისი“ გადმოვიწერე.
***
ახალი-ძველი ანეკდოტი:
პატარძალი ამბობს დილით:
– ჰოო‚ შენ მარტო ლექსები არ გქონია მოკლე...
***
ანეკდოტევოლუცია:
1)
– გაქვთ რამე თავის ტკივილის?
– ნაჯახი.
2)
– გაქვთ რამე თავის ტკივილის?
– ნაჯახი გვქონდა‚ მაგრამ გაგვითავდა.
3)
– გაქვთ რამე თავის ტკივილის?
– იმპორტული გილიოტინა... სულ ახლახან მივიღეთ‚ მაგარი ალესილია...
***
– თვალი რამ ჩაგილურჯა?
– გუშინ ჩემი მეგობარი საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნდა.
– მერე?!
– იმ ქალზე რომ დაქორწინებულიყო‚ მე დავითანხმე.
***
ებრაელმა შარდის ანალიზი გაიკეთა და პასუხზე ექიმს მიაკითხა.
– არავითარი პათოლოგია‚ ყველაფერი ნორმაშია‚ ჯანმრთელი ბრძანდებით.
ბრუნდება სახლში და ცოლს ეუბნება:
– სარა‚ კარგი აბავი უნდა გითხრა: მე‚ შენ‚ ჩვენს შვილებს‚ დედაშენს‚ შენს დას‚ სიძეს‚ დეიდა ესთერსა და‚ ბიძია მოშეს შესანიშნავი შარდის ანალიზი გვაქვს‚ ჯანმრთელები ვართ...
***
თუ დილით იღვიძებ‚ ახელ თვალებს და ხედავ:
* სრულიად უცნობ მამაკაცს – ესე იგი‚ წუხელ კარგად მოგილხენია.
* სრულიად უცნობ ქალს – არ შეგეშინდეს‚ ეს ფაქტი არ არის საკმარისი‚ რომ თქვენ ლესბოსელი ხართ.
* გაბრაზებულ ქმარს – შენს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა.
* კმაყოფილ შეფს – ელოდე დაწინაურებას.
* ბრედ პიტს – ისევ ტელევიზორთან ჩაგეძინა.
* ნაირ-ნაირ საჭმელს – საკმარისია ამდენი დიეტა და შიმშილობა.
* ანგელოზს სამოთხის გასაღებით ხელში – ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდა.