კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

1977 წელს დაბადებული შვილი ეძებს თავის ბიოლოგიურ დედას







34 წლის ნანა თეიმურაზის ასული ბაჩიაშვილი (გვარი და სახელი აღმზრდელი მშობლების მიერ არის მიცემული) ეძებს თავის ბიოლოგიურ დედას (გვარი და სახელი უცნობია).

ისტორია: ვეძებ ბიოლოგიურ დედას. რამდენიმე თვეა, სიზმრად სულ ერთსა და იმავეს ვხედავ. მესიზმრება, ვიღაც ქალი (თითქოს დედაჩემია), რომელსაც ჩემკენ აქვს გამოწვდილი ხელები. მას გვერდით კი, ერთ მხარეს ჩემზე უფროსი გოგო უდგას, მეორე მხარეს კი – ბიჭი. ჩემს ბიოლოგიურ დედაზე ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს. მაგრამ, ასე მგონია, შეიძლება, თვითონაც მეძებდეს-მეთქი. ამ დრომდე მე არ მომიძებნია, რადგან არ მინდოდა, აღმზრდელი მშობლისთვის გული მეტკინა. სამწუხაროდ, ახლა ის უკვე ცოცხალი აღარაა და ძალიან მინდა, ჩემს შესახებ ნამდვილი ამბავი გავიგო.

– პირველად, როდის და როგორ გაიგე, რომ ნაშვილები ხარ? გვიამბე შენი ისტორია.

– დაახლოებით 13 წლის ვიყავი და ისევე, როგორც ბავშვების უმეტესობას, მეც მიყვარდა კარადებში ძრომიალი. ერთ-ერთი ასეთი ძრომიალის დროს, უეცრად, აღმოვაჩინე რაღაც ქაღალდი. კითხვა უკვე ვიცოდი და წავიკითხე. ეს იყო ჩემი შვილად აყვანის ცნობა. ფურცელზე არ ეწერა ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი. მხოლოდ ჩემი დაბადების წელი, თვე და რიცხვი – 1977 წლის 9 ნოემბერი იყო მითითებული. ეწერა, ასევე, რომ მე შვილად ამიყვანეს. მაშინვე ვანახვე ეს ცნობა ბებიას (მამაჩემის დედას). მან სულ სხვანაირად ამიხსნა ყველაფერი. თითქოს, მე ვიყავი მამაჩემის ნამდვილი შვილი, რომელიც მას სხვა ქალისგან ჰყავდა. ანუ, ბებიას თქმით, მამაჩემი ჩემი ნამდვილი მამა იყო. მე მართლაც ძალიან ვგავარ კიდეც ჩემს აღმზრდელ მამას. ბებიამაც ეს ისტორია სწორედ ამიტომ მოიფიქრა და გამოიგონა. ამ ამბის შემდეგ, სულ მიტრიალებდა გონებაში და მინდოდა დედაჩემის პოვნა. ყოველთვის მახსოვდა, რომ ნაშვილები ვარ და მაინტერესებდა, ვინ იყვნენ ჩემი ნამდვილი მშობლები. წლები გარბოდა და მეც გავთხოვდი. ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ იცოდა ნაშვილები რომ ვარ და ეს მას ჩემმა აღმზრდელმა დედამ უთხრა. სანამ აღმზრდელი დედა ცოცხალი იყო, მას თვითონ მოუყოლია ჩემი ქმრისთვის ჩემი ისტორია. მაინც გაიგებ და ჯობია, ჩემგან იცოდეო და სწორედ მან უთხრა ჩემს მეუღლეს, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა მელაანიდანაა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ის იქ ცხოვრობდა თუმცა, არც სახელი უთქვამს და არც გვარი.

– პირადად შენ თუ გიკითხავს როდისმე, შენი ამბავი აღმზრდელი დედისთვის?

– ყოველთვის მინდოდა ამის კითხვა და გარკვევა, ვინ ვიყავი სინამდვილეში და ვინ იყო ჩემი ბიოლოგიური მშობელი. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ჩემი აღმზრდელი დედა ძალიან ცუდად იყო. მას სიმსივნე ჰქონდა და მისი განერვიულება არ მინდოდა. ამიტომაც, ამ საუბარს ყოველთვის გავურბოდი. ყველაფერი, რაც ჩემი ისტორიის შესახებ ვიცი, მამიდაჩემისგან გავიგე. მან მიამბო ასეთი ამბავი: თითქოს ჩემი ბიოლოგიური დედა გათხოვილი იყო ვარდისუბანში და როდესაც ჩემზე დარჩა ორსულად, ის და მისი მეუღლე ერთმანეთს დაშორებიან. ამიტომ, დედაჩემი იძულებული შეიქნა, მშობლებთან დაბრუნებულიყო. ჩემს ბიოლოგიურ ბებიას და პაპას კი არ უნდოდათ შვილის მიღება უკვე ორი შვილით. დედას, თურმე, უკვე ჰყავდა ჩემზე უფროსი ქალიშვილი. ამიტომ, მე გამაშვილეს. მე დავიბადე საგარეჯოს სამშობიარო სახლში, საიდანაც გამაშვილა ბებია-პაპამ, ასე გავხდი ნანა ბაჩიაშვილი.

– როდის გადაწყვიტე ბიოლოგიური დედის მოძებნა?

– ბოლო დროს მესიზმრება ერთი და იგივე სიზმარი – თითქოს ვხედავ დედას, მას ჩემკენ აქვს ხელები გამოწვდილი და მელოდება. გვერდით კი, ჩემი უფროსი და უდგას, მეორე მხარეს კი – ძმა. არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ შეიძლება, ეს წინასწარმეტყველური სიზმარიც კი იყოს და მე მართლა მელოდება და მეძებს დედა, მყავს უფროსი და და კიდევ ძმაც. საქმე ისაა, რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი აღმზრდელი მშობლები და ვინ იცის, შეძლებდა კი, ჩემი ბიოლოგიური დედა ყველაფერ იმის მოცემას, რაც მათ შეძლეს? მე მართლაც ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ოჯახში გავიზარდე, მაგრამ ის ხომ ჩემი სისხლი და ხორცია. ბუნებრივია, ძალიან მაინტერესებს მისი გაცნობა. მინდა მისი ნახვა და ასევე, ძალიან მინდა ჩემი ნახევარდისა და ნახევარძმის (თუკი მართლა მყავს) პოვნა. მათთან ურთიერთობა. მე სულ მარტო გავიზარდე და ყოველთვის ვოცნებობდი დაზე ან ძმაზე.

– როგორ ფიქრობ, ის ინფორმაცია, რაც შენს ბიოლოგიურ დედაზე გვაქვს, ზუსტია?

– ვფიქრობ, რომ ზუსტია, რადგან მამიდა არ მომატყუებდა. აღმზრდელმა დედამაც ჩემს მეუღლეს სწორედ მელაანი უხსენა. ის შეიძლება, იყოს ან მელაანში, ან ვარდისუბანში. თუკი, რა თქმა უნდა, სხვაგან არ გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო ის ამბავი, რომ მე ფიზიკურად ვგავარ მამაჩემს (აღმზრდელს) ნორმალურია. ვიცი, რომ აყვანილი ბავშვები ხშირად ემსგავსებიან გამზრდელ მშობლებს.


скачать dle 11.3