კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკული ბანკები იყიდება







დავით ბახტაძე

ამერიკის ფინანსური სექტორის კონსოლიდაცია უცხოური ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით მიმდინარეობს. ამის დასტურია კანადური ბანკის, „ბენკ ოფ მონრეალის“ მიერ ამერიკული რეგიონული ბანკის, „მარშალ ენდ ისლის“ შესყიდვა. გარიგება 4 მილიარდი დოლარი დაჯდა. მეორე კანადურმა „ტორონტო დომინიონ ბანკმა“ განაცხადა, რომ „კრაისლერ ფაინენშლ ბანკის“ ყიდვას აპირებს. ეს გარიგება 6,3 მილიარდი დოლარი ეღირება. საინვესტიციო ბანკის, „კეი ბი ვის“ ანალიტიკოსების მონაცემებით, ამერიკაში ამჟამად 26 ფინანსური ინსტიტუტი უკვე გამზადებულია გასაყიდად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაკოტრება ემუქრება. გარდა ამისა, ამერიკის 8 ათასამდე ფინანსური ინსტიტუტი სერიოზულად დასუსტდა გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო და არაკონკურენტუნარიანია. ექსპერტების აზრით, ამერიკის დასუსტებულ ბანკებს, უპირველესად, უცხოელი კონკურენტები იყიდიან. ამ მხრივ მათ შორის ლიდერები კანადელები და ესპანელები არიან. აღსანიშნავია, კრიზისის დაწყებამდე უცხოელები ჩიოდნენ, რომ ამერიკის საზედამხედველო სამსახურები მათ ამერიკულ ბაზარზე შესვლაში უშლიდნენ ხელს. თუმცა, კრიზისის შემდეგ ვითარება უცხოელი ინვესტორების სასარგებლოდ შეიცვალა. ექსპერტების თქმით, ამერიკის ბანკების ყველაზე რეალური მყიდველები კანადელები არიან, რომლის ეკონომიკური სექტორიც გლობალური კრიზისისას, თითქმის არ დაზარალებულან. უფრო მეტიც, ამ ქვეყნის ფინანსური სექტორი ამჟამად ყველაზე სტაბილურია მსოფლიოში.


скачать dle 11.3