კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ქუთაისელი „ჩაქუჩა“ უკრაინელი „ტორნადო“ და როგორ უცარიელებენ ქართველ მოკრივეს ჯიბეებს უკრაინელი ქალები







ქეთი დიდებულიძე

ქუთაისელი მოკრივე ავთო ხურციძე, რომლის სახელი ბოლო დროს მასმედიაში ძალიან გახმაურდა საფრანგეთში გამართული ბრძოლის გამო, უკვე 4 წელია, კიევში ცხოვრობს და აწყობს სპორტულ კარიერას. 12 მარტს მას თბილისში სერიოზული შერკინება ელის, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები, სპორტის სასახლის ტრიბუნიდან მაიკ ტაისონი მიადევნებს თვალს. მაიკს ისიც უთქვამს ავთოზე თურმე, ეს ბიჭი მომწონს, ჩემს სტილში ჩხუბობსო. ჩვენ მას კიევში დავუკავშირდით.

– მოდი, სულ თავიდან დავიწყოთ: კრივით როგორ დაინტერესდით?

– კრივზე სიარული დავიწყე ბავშვობაში, 6 წლიდან. მაშინ ხშირად მიწევდა ქუჩაში ჩხუბი და, რომ არ გავლახულიყავი, ვარჯიში დავიწყე. ძირითადად, ამ მიზნით, თორემ, კარიერაზე საერთოდ ფიქრიც არ მქონია, რომ ცნობილი მოკრივე გავმხდარიყავი და რაღაც ეგეთი.

პირველად კრივზე ჩემმა ძმამ მიმიტყუა. თვითონ ჭკვიანი გამოდგა – ძალიან მალე დაანება თავი, მე კი შევრჩი კრივს. ერთხელ ვარჯიში გააცდინა ჩემმა ძმამ და მწვრთნელებმა სახლში მოაკითხეს. მე გავხედე, წელს ზემოთ შიშველი ვიყავი. რომ დამინახეს, ერთმანეთს უთხრეს: „ე ბიჭო, რად გვინდა ტარიელი, შეხედე, რა კაციაო”.

– ესე იგი, ჩხუბისთავი იყავით? გოგონას გამო თუ გიჩხუბიათ?

– აბა რა! გოგოს გამო, მეგობრების გამო – ძალიან ხშირად, საკუთარი თავისთვის კი – არასდროს, მხოლოდ რინგზე, მაგრამ, იქაც მარტო არ ვარ. ასე მგონია, ჩემს კუთხეში მთელი საქართველოა, ვიცი ჩემი ხალხი რომ მგულშემატკივრობს. ისე, მიყვარდა ქუჩაში ჩხუბი, მაგრამ, ტელევიზიებმა შემიშალეს ხელი – „გამომაჭენეს” და უკვე არავინ აღარ მეჩხუბება (იცინის).

– როგორ სწავლობდით, სწავლისთვის დრო გრჩებოდათ?

– სად მეცალა სწავლისთვის! რა თქმა უნდა, არა! სულ „ზბორები” მქონდა, ვარჯიში და ამბები. მასწავლებლებიც დიდად არ მაწვალებდნენ ნიშნების გამო. ჩემი სპორტული წარმატებებით მთელი ჩემი სკოლა, საახლობლო და ქუთაისი ამაყობდა. ისე, ძალიან ეშმაკი და ცელქი ბავშვი ვიყავი, სისხლს ვუშრობდი უფროსებს. არგასაზრდელი „ბოვში” ვიყავი მოკლედ (იცინის). თუ სადმე რამე ჩხუბი იყო, ყოველთვის მე მეძახდნენ. ერთხელ, ბიჭებმა წაიჩხუბეს, ორად გაიყვნენ და პარკისკენ წავიდნენ საქმის გასარჩევად. მე რომ დამინახა, ერთმა, შეშინებულმა იკითხა: ე ბიჭო, „ჩაქუჩა“ ვის მხარეს არისო? მე ვარჯიშზე მივდიოდი, ჩხუბში არ ჩავრეულვარ. რომ გავცილდი იქაურობას, შვებით ამოისუნთქეს.

– ასე ეშინოდათ თქვენი? „ჩაქუჩა“ ვინ შეგარქვათ?

– ქუთაისელებს გაუჭირდებოდათ, „კლიჩკის” მოძებნა? გაუხმათ ენა. მთელი ქალაქი ასე მომმართავდა: „ჩაქუ!” ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი, სადაც ცოტა ხმაური ატყდა. იქ ერთს დავარტყი, დანარჩენები გაიქცნენ. მოკლედ, რომ მოვასულიერეთ, გამოაცხადა: „ეგი რა მომხვდა, ბიჯო, ჩაქუჩი მომხვდა თუ მუშტიო!” მაშინ ვიყავი 17 წლის.

– როგორც ჩანს, ქუთაისელებისთვის დამახასიათებელი იუმორი გაქვთ. ეს თუ გეხმარებათ ცხოვრებაში?

– იუმორი ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. მე ხომ ქუთაისელი ვარ და რა თქმა უნდა, ხუმრობა გამომდის კიდეც და მეხერხება. ყველა მეუბნება, მოკრივე კი არა, იუმორისტი უნდა გამოსულიყავიო.

– რამე სხვა სპორტზე თუ დადიოდით კრივის გარდა?

– ყველა სახეობა მაქვს თითქმის მოვლილი ფეხბურთის და კალათბურთის გარდა. სხვათა შორის, ჭიდაობაზე დავდიოდი და ჭიდაობაც კარგად მეხერხება.

– რატომ მაინცდამაინც კრივი აირჩიეთ ბოლოს?

– ვაჟკაცური სპორტია, მოწინააღმდეგეს თვალებში უყურებ. ჩემს ხასიათშიც ზის ეგ სპორტი, ზურგიდან დარტყმა მიუღებელია. წაქცეულისთვის დარტყმაც არ შეიძლება და ეგ მიზიდავს. მოკლედ, ვაჟკაცური სპორტია, რა.

– ფიზიკურად დიდი დატვირთვა გაქვთ, დღეში რამდენ საათს ვარჯიშობთ? ოდესმე გიფიქრიათ, თავი დაგენებებინათ?

– ფიზიკურად ძალიან დიდ დატვირთვას მოითხოვს. ყოველდღე, კვირის გარდა, 6 საათს ვვარჯიშობ დილას და საღამოს. 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვდივარ. თავის დანებებაზე არ ვფიქრობ, უფრო ის მადარდებს, ასაკი რომ მომემატება და ალბათ, თავის დანებება მომიწევს. ამას როგორ შევეგუები არ ვიცი, მაგრამ, მაინც კრივის სფეროში დავრჩები. ძალიან მიყვარს ეს სპორტი.

– ყველაზე საინტერესო მოწინააღმდეგე ვინ იყო თქვენთვის?

– ძალიან ბევრი საინტერესო მოწინააღმდეგე მყავდა – ხავიერ ალბერტო მამანი, რომელსაც 42 ბრძოლიდან 40 მოგება ჰქონდა; ატილა კოვაჩი – ყოფილი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი; მიხაილ კოტაი – ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი; ჯამილ ბაკხი – ინტერკონტინენტალური ჩემპიონი; კუვანჩივ ტაგუნბაევი, ძალიან ძლიერი მოკრივე; იურის ბორეიკო და ასე შემდეგ.

– თბილისში როგორ მიგიღეს, რა წინააღმდეგობები შეგხვდათ? ვინმე ხომ არ ცდილობდა, დაებლოკეთ?

– არის ხალხის კატეგორია, ვისაც უნდა ხელის შეშლა და სულმოუთქმელად ელოდება, როდის მნახავს წაქცეულს რინგზე. მაგრამ, ეს მხოლოდ ძალას მმატებს. ბევრი კი მხარს მიჭერს. ვიცი, რომ მთელ საქართველოს ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს ისინი. ის ქართველი მიყვარს, რომელი ქართველიც ქართველობს.

– მსაჯობა რამდენად ობიექტურია თუ აქაც ხდება ფეხბურთივით მოსყიდვა და ჩაწყობა?

– ყველაზე დიდი უსამართლობა მაგ მხრივ კრივშია. ფული ყველგან და ყოველთვის ყველაფერს წყვეტს. მაგრამ, მე ჩემს სათქმელს აუცილებლად ვიტყვი. ჩემი ბოლო ბრძოლა საფრანგეთში, უსამართლობის ნათელი დასტურია. ქამარი მართალია იქ დარჩა, მაგრამ ყველას მე მივაჩნივარ მსოფლიოს ჩემპიონად.

– მაშინ ამ ბრძოლის შესახებ უფრო ვრცლად მიამბეთ – ვის შეხვდით, რა მოხდა? ვიცი რომ, ძალიან გაითქვით სახელი ამ გამოსვლით.

– ხასან ჯიკამი იყო მეტოქე, რომლის პრომოუტერები უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე ჩემი და ისე წაიყვანეს მოლაპარაკებები, რომ თავიანთ წისქვილზე ასხამდნენ წყალს, მაგრამ, მე ჩემი გასაკეთებელი მაინც გავაკეთე. მოწინააღმდეგე იმუქრებოდა, რომ ბრძოლის შემდეგ სარკეში ვერ ჩავიხედავდი, მაგრამ ეგეთ დღეში თვითონ აღმოჩნდა. რამდენიმე რაუნდი ადრეც კი დაამთავრეს, რომ სკამამდე მიეღწია. ბრძოლა რომ დამთავრდა, დოპინგ კონტროლის ტესტი არ ჩატარდა. მან იცოდა, რომ ტესტი არ ჩატარდებოდა, მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. დოპინგს მაინც არ მივიღებდი, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. ამ ბრძოლას სანამ ჩავატარებდი, ვიყავი მესამე ნომერი და ბრძოლის შემდეგ გადამიყვანეს პირველ ნომრად. წაგების შემთხვევაში, მოკრივის რეიტინგი ეცემა, მაგრამ არავის ჩაუთვლია ეს ბრძოლა ჩემთვის წაგებულად, კომისიასაც კი.

– ახლა ვისი სახელით ასპარეზობთ – საქართველოს თუ უკრაინის?

– უკრაინული კლუბის სახელით, მაგრამ საქართველოს დროშით. როცა მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის საბრძოლველად მივდიოდი პარიზში, ჩემმა პრომოუტერებმა შემომთავაზეს, უკრაინის სახელით გამოვსულიყავი, მაგრამ მე ვუპასუხე: მე ქართველი ვარ და ხალხმა როგორც ქართველი, ისე უნდა შემიყვაროს-მეთქი.

– რა ტიტულების მფლობელი ხართ?

– მაქვს ევროპის ჩემპიონის ქამარი EBA ვერსიით და მსოფლიო ინტერკონტინენტალური ქამარი WBA ვერსიით.

– საქართველოში ძლიერ მოკრივედ, ძლიერ მეტოქედ ვინ მიგაჩნიათ?

– სამწუხაროდ, დღესდღეობით არავინ. საქართველოში პროფესიულ კრივში მსოფლიო დონის მოკრივედ არავინ დასახელებულა, მე თუ არ ჩამთვლით.

– უკრაინაში რატომ გადაწყვიტეთ წასვლა?

– სიტუაციამ მოიტანა, რადგან საქართველოში იმის მიღწევა გამიჭირდებოდა, რასაც დღეს მივაღწიე. უკრაინული გარემო ყველანაირად დამეხმარა. აქ იციან შრომისა და მოკრივის ფასი, დახვეწილი ოსტატები არიან, ორგანიზებული და ასე შემდეგ. თავიდან რომ ჩამოვედი, ტურნირში ჩასმაც კი არ უნდოდათ ჩემი. 2-3 ბრძოლა ჩავატარე დაბალი დონის ტურნირებში, რადგან სადაც კრივის ელიტა იყო, იქ არ მცნეს, შემდეგ კი დამინიშნეს ბრძოლა უკრაინელ პირველ ნომერთან – ბორეიკოსთან. ბრძოლამ 8 რაუნდს გასტანა და მაშინ დავიმსახურე ზედმეტსახელი „ტორნადო”. უკრაინული ერთ-ერთი ძლიერი კლუბის კონტრაქტსაც გამოვკარი ხელი.

– უკრაინელი ქალბატონები თუ გამოხატავენ სიმპათიებს თქვენ მიმართ და ქართველი ქალებისგან რით განსხვავდებიან?

– სიმაღლით (იცინის). სხვათა შორის, უკრაინაში პირველად მითხრა რამდენიმე მანდილოსანმა, რომ ლამაზი ვარ. ძალიან თბილები და კარგები არიან. ალბათ, მაგათი ბრალიცაა, რომ უცოლოდ ვარ. ისე ჯიბეების დაცარიელება კი ეხერხებათ. თუმცა, თუ ოდესმე ცოლს ვითხოვ, აუცილებლად ქართველი იქნება.

– რა კერძი გიყვართ, როგორ სვამთ და თამადობა თუ გეხერხებათ?

– ადრე ვსვამდი და ვთამადობდი, ახლა აღარ. 6 წელია, ლუდი არ გამისინჯავს. ძალიან მენატრება საქართველო და ერთი სული მაქვს, როდის მოვა 12 მარტი და თბილისში ჩამოვალ ბრძოლის ჩასატარებლად. ძალიან მიყვარს ხინკალი და ბიკენტიას ქაბაბი, სულ სხვაა! ქუთაისში რომ მოხვდებით, აუცილებლად გასინჯეთ.

– უკრაინაში თუ შეგემთხვათ რამე სასაცილო?

– ერთ-ერთ ბრძოლაზე, როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი, მეკითხებიან: რა გვარი ხარო? მე ხუმრობით ვუპასუხე მიზანდარი, რა გქვიაო, ვუპასუხე ვალიკო-მეთქი. სხვათა შორის, ძალიან ლამაზი გოგონა იყო. თურმე, მონაწილეების სიას ადგენენ. გავიდა რამდენიმე საათი და იძახებენ რინგზე მიზანდარ ვალიკოს, ანუ მე. ეს ხუმრობა გადამავიწყდა და კინაღამ ბრძოლის გარეშე დავრჩი, დავაგვიანე რინგზე გამოსვლა.


скачать dle 11.3