ოლიმპიური ჩემპიონის კრიმინალური აზრები
უშანგი რუხაძე
კენიელმა მარათონელმა და პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანმა სამუელ ვანჯირუმ, ბევრი ირბინა თუ ცოტა, საბოლოოდ, სასამართლო დარბაზში ამოჰყო თავი. გრძელ დისტანციებზე მორბენალს ბრალად ცოლზე თავდასხმა, მოკვლის მუქარა და ავტომატ კალაშნიკოვის უკანონოდ ტარება ედება. სასამართლოზე ვანჯირუ თავს იმართლებდა, რომ კალაშნიკოვი მისი ცოლისაა, ხოლო მოკვლით იგი არავის დამუქრებია, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ვარჯიშში ატარებს, თუმცა, მას არ დაუჯერეს და მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და თანაც, მხოლოდ მომავალ სხდომამდე, რომელიც ამ დღეებში გაიმართება.