არბიტრს ტრუსები ჩახადეს
უშანგი რუხაძე
საკმაოდ სიანტერესო და უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა ბრაზილიაში. ამხანაგური მატჩის დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ ბრაზილიელი ვეტერანების – ზიკოს და ტულიოს მეგობართა გუნდები, არბიტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ფეხბურთელი მსაჯს უკნიდან მიეპარა და ტრუსები ჩახადა. მატჩი 27 დეკემბერს გაიმართა რიო-დე-ჟანეიროში, ხოლო ტრუსები მსაჯს კარლოს ალბერტომ ჩახადა და ამისთვის ყვითელი ბარათიც კი არ მიუღია. მატჩი მეგობრულ ატმოსფეროში იმართებოდა და ამ ფაქტმა ტრიბუნებზე შეკრებილ მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა. ცნობისთვის, ზიკოს გუნდმა ტულიოს გუნდს 8:6 მოუგო.