ვიქტორიამ რიო დაიპყრო
უშანგი რუხაძე
მოხდა ის, რასაც ინგლისში ყველა ელოდა სულმოუთქმელად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი რიო ფერდინანდი შეყვარებულია. მისი რჩეული კი მისივე პროტეჟე, მუზა და შემოსავლის წყარო – ვიქტორია მურია. მას შემდეგ, რაც ვიქტორია რიოს კუთვნილი ჟურნალის „¹5-ის“ ფურცლებზე გამოჩნდა, მისით „მაქსიმი“ და გავლენიანი „ეფეიჩემი“ დაინტერესდა და ის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მოდელად იქცა დიდ ბრიტანეთში. თუმცა, რიოს გულის მოგება მაინც ვიქტორიას „მწვერვალია“. ჯერ კიდევ 2008 წელს რიომ გადაწყვიტა, საკუთარი ჟურნალი გამოეცა, სადაც სპორტის გარდა, მომხიბვლელი მოდელების ფოტოებიც დაიბეჭდებოდა და სწორედ თავისი ჟურნალის ფურცლებიდან შეიტყო მან ვიქტორიას არსებობის შესახებ. გარდა იმისა, რომ ვიქტორია მური რიოს „გერლფრენდია“, იგი ასევე „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავგადაკლული ქომაგიცაა. არადა, ორიოდე წლის წინ, ფეხბურთი სულ არ აინტერესებდა.