კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2010 წლის ყველაზე მოდური, ელეგანტური და გემოვნებიანი სპორტსმენები







უშანგი რუხაძე

საახალწლოდ მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებები გასული წლის შედეგებს აჯამებენ და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ასახელებენ. სწორედ ასე მოიქცა გავლენიანი ამერიკული ჟურნალი „ფორბსი”, რომელმაც 2010 წლის ყველაზე მოდურად და გემოვნებით ჩაცმული სპორტსმენები გამოავლინა.

ყველაზე მოდურების პირველ სამეულს მამაკაცი სპორტსმენების ტრიუმვირატი ჩაუდგა სათავეში:

შონ ეივერი (ჰოკეისტი) – „ენჰაელის” „ყველაზე პროვოკატორ მოთამაშედ“ წოდებული ეივერი ცნობილი სახეა მოდის სამყაროში. 2008 წელს იგი მოდურ ჟურნალ „ვოგთან” თანამშრომლობდა და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა კიდეც, რომ ჰოკეისტის კარიერის დასრულების შემდეგ სიამოვნებით იმუშავებდა ფეშენ-ჟურნალის რედაქტორად. ეივერი ძირითადად, ქალის ხაზებზე მუშაობს და მისი პარტნიორი ამ საქმეში კელვინ ქლაინის ყოფილი თანაშემწე ლაურინ ფლინია. 2009 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე შონმა მამაკაცის საკუთარი ხაზი წარადგინა, რომელზეც ლეიბლ „ქომონუეილს უთილითის” დიზაინერებთან ერთად იმუშავა;

დევიდ ბექჰემი (ფეხბურთელი) – ლეგენდად ქცეული ბრიტანელის მოდურობაზე საუბარი, შორს რომ წაგვიყვანს, ცხადია. დევიდ ბექჰემი, უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე წარმატებული და ცნობადი ინგლისელი ფეხბურთელი, დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად პლანეტაზე და მის მოდურ იმიჯს მილიონობით მიმდევარი ჰყავს მსოფლიოში;

ტომ ბრედი (ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე) – ის ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სპორტსმენ მამაკაცად ითვლება, რომელიც ხშირად ხვდება მოდური ჟურნალების პრიალა გვერდებზე. ბრედი არაერთხელ ყოფილა დასახელებული „წლის სპორტსმენად”, ხოლო, მის გემოვნებაში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია, გაიგოთ მისი მეუღლის სახელი და გვარი – ჟიზელ ბუნდჰენი, ბრაზილიელი სუპერმოდელი, რომელმაც „ნიუ-ინგლენდ პატრიოტსის” კუოტერბეკს ვაჟიშვილი აჩუქა.

ვერცხლის მედლების მფლობელ სამეულში „ფორბსის” ვერსიით მოხვდნენ:

შარლოტა კაზირაგი (პროფესიონალი ჟოკეი) – გრიმალდების სამეფო საგვარეულოს შთამომავალი და მონაკოს პრინცესა, რომლის სილამაზით თვით კარლ ლაგერფილდი აღფრთოვანდა. ჟურნალ „ვენიტი ფეირის” აზრით, შარლოტა ყველაზე მოდური ევროპელი ახალგაზრდაა, რომელიც ხშირად იღებს მონაწილეობას „ქლოესა” და „შანელ ჰაუტ კუტიურის” ჩვენებებში;

ბარონ დევისი (კალათბურთელი) „ლოს-ანჯელეს კლიპერსის” ვარსკვლავი და „ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებით ჩაცმული მოთამაშე, რომელსაც მამაკაცებისთვის განკუთვნილი საკუთარი ტანსაცმლის ხაზი აქვს ვინტაჟის სტილში, სახელწოდებით „ბლექ ბოი ქოლექშენ”;

ლიუკ დონალდი (გოლფის მოთამაშე) – ცნობილია, რომ გოლფის მოთამაშეები გამოირჩევიან მოდური ჩაცმულობით, თუმცა, ლიუკ დონალდი ყველაზე გამორჩეულია გოლფისტებს შორისაც კი. მის უსაყვარლეს ტანსაცმლის ბრენდად „რალფ ლაურენი” ითვლება და „პოლოს” შარვალსა და ზედატანში გამოწყობილი დონალდი ნამდვილ პოპ-ვარსკვლავს წააგავს, ოღონდ, მიკროფონის ნაცვლად ხელში მას გოლფის ყვანჯი უჭირავს.

მომდევნო სამეულში სპორტის შემდეგი ვარსკვლავები მოხვდნენ:

კრის იუბენკი (მოკრივე) – იგი 90-იანი წლების ბრიტანული კრივის ლეგენდა და საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონია. ინგლისური ტაბლოიდები ხშირად უსვამენ ხაზს მის ელეგანტურ ჩაცმულობას, რაც გასაკვირი სულაც არ იყო, რადგან მოკრივე „ვერსაჩესა” და „ვივიენ ვესტვუდის” სამოდელო სახლებთან თანამშრომლობდა;

როჯერ ფედერერი (ჩოგბურთელი) – ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ელეგანტურობის ნამდვილი ეტალონია, იგი „ვოგის” რედაქტორის – ანა ვინტურის ახლო მეგობარია და მის ჩაცმულობაში სწორედ ვინტურის ხედვის კონტურების ამოცნობაა შესაძლებელი;

ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთელი) – „მეფე ჯეიმსი”, როგორც მას უწოდებენ ამერიკაში, ყველაზე ელეგანტურად ჩაცმულ კალათბურთის ვარსკვლავად ითვლება. როდესაც 2008 წელს იგი, „ვოგის” ყდაზე ჟიზელ ბუნდჰენთან ერთად გამოჩნდა, იგი მხოლოდ მესამე მამაკაცი აღმოჩნდა ჟურნალის ასწლიან ისტორიაში, რომელსაც ყდაზე მოხვედრის პატივი ხვდა წილად.

ყველაზე ელეგანტურების კიდევ ერთ სამეულში მოხვდნენ:

დანი ჯონზი (ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე) – სპორტსმენი, ტელეწამყვანი, მოყვარული ფოტოგრაფი და დიზაინერი, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც კომფორტულად მხოლოდ კლასიკურ ჯინსებში, მაისურსა და „ჩაკ ტეილორის” კედებში გრძნობს თავს;

ჰენრიკ ლუნდქვისტი (ჰოკეისტი) – „ნიუ-იორკ რეინჯერსის” მეკარეს თანაგუნდელები „ენჰაელის” „ყველაზე ელეგანტურად ჩაცმულ ევროპელს“ უწოდებენ. ჰენრიკი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სპორტული სტილის მორგებას და მხოლოდ „დიორის”, „ჰუგო ბოსისა” და შვედური „თაიგერ ოფ სვიდენის” მოდურ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას. ამერიკაში მოდის კრიტიკოსები ხაზს უსვამენ ლუნდქვისტის „ევროპულ სტილს” და აკრიტიკებენ მის სიყვარულს ვიწრო შარვლების მიმართ;

მარია შარაპოვა (ჩოგბურთელი) – რუსი ვარსკვლავი, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ყველაზე სექსუალურ ჩოგბურთელ ქალად მიიჩნევა. შარაპოვა „ვოგის” ფავორიტი მოდელია და, როგორც კორტებზე, ასევე საზოგადოებაში, მას მუდამ გემოვნებით აცვია. ბოლო ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე შარაპოვა ბრენდ „კოულ ჰაანთან” თანამშრომლობდა და ქალის ფეხსაცმლისა და ჩანთების კოლექციის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.

„ფორბსის” გემოვნებიანი სპორტსმენების ბოლო სამეულში შემდეგი სპორტსმენები შევიდნენ:

დუეინ უეიდი (კალათბურთელი) – „მაიამი ჰითის” ვარსკვლავი კლასიკური სტილის მოყვარულია და მის გარდერობში „კელვინ ქლაინის”, „გუჩისა” და „რალფ ლოურენის” კოსტიუმები ჭარბობს. უეიდი არც ჭრელი ფერების მორგებას ერიდება, რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ჰალსტუხი-პეპელას მოყვარული დუეინი, მაინც ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებით ჩაცმული კალათბურთელია;

დები უილიამსები (ჩოგბურთელები) – ვენუსი და სერენა არც კორტზე და არც საზოგადოებაში არ ერიდებიან თამამი ტანსაცმლის მორგებას; ისინი მუდამ სხედან პირველ რიგში ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე და მეგობრობენ „ვოგის” მთელ პერსონალთან, ხოლო მათი ტანსაცმლის ხაზი – „ილევენი” გემოვნებიანი ქალების არჩევანია;

კიმ იუნა (ყინულზე მოციგურავე) – – ოლიმპიური ოქროს მედალოსანი და კორეის ყველაზე ცნობილი ათლეტი კიმ იუნა ყველაზე გემოვნებით შემოსილ აზიელ სპორსტმენად მიიჩნევა. საკმარისია, კიმმა რაიმე ახალი ტანსაცმელი მოირგოს, რომ მომდევნო დღეს ათასობით მის თაყვანისმცემელსა და მიმდევარს კორეაში ზუსტად იგივე აცვია.


скачать dle 11.3