კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კარგია თუ ცუდი ბევრი წყლის სმა







ნონა დათეშიძე

ბევრი დიეტოლოგი ამტკიცებს, რომ ბევრი წყლის სმა სასარგებლოა. მას ტოქსინებთან ერთად ზედმეტი კალორიებიც გამოაქვს ორგანიზმიდან. მაგრამ, ირკვევა, რომ ბევრი წყალი ყოველთვის სასარგებლო არ არის. ჭარბმა მაცოცხლებელმა სინოტივემ შეიძლება, მისდამი განსხვავებული დამოკიდებულება გამოგიმუშავოთ და ამავე დროს, მოულოდნელი დაავადებების მიზეზიც გახდეს. საჭიროა, იცოდეთ, რა დალიოთ და რამდენი.

ზოგიერთი ექიმის აზრით, პლანეტაზე ყველაზე სუფთა წყალსაც კი თრობის მსგავსი მდგომარეობის გამოწვევა შეუძლია. სპეციალისტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ სითხის სიჭარბე ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია. მეორენი კი, წყლის შეუზღუდავი მოხმარების მომხრეები არიან.

წყალი შეუცვლელია. ის საკვები ნივთიერებების გამცილებელია, მონაწილეობს საჭმლის მონელებაში, ოფლის გამოყოფით არეგულირებს ტემპერატურას, სისხლძარღვებს პოხავს, უჯრედებს გაუწყლოებისგან იცავს, მაგრამ ორგანიზმში სითხის სიჭარბე უჯრედებიდან მინერალური ნივთიერებების გამორეცხვას იწვევს. წყლის ერთი ნაწილი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გავლის შემდეგ თირკმელებში გადამუშავდება, ხოლო ნაწილი შეუსაბამო ადგილებში გროვდება და ტოქსიკოზს იწვევს. სისხლი თხელდება, უჯრედები ფართოვდება და რადგან თავის ტვინს გაჭიმვა არ შეუძლია, ამიტომ შესაძლებელია, შიდა ქალის წნევამ საშიშ მდგომარეობას მიაღწიოს. შედეგი უფრო მძიმე იქნება, თუ ჭარბი წყლის მიწოდებისას, ორგანიზმი მარილის მიღებასაც შეწყვეტს. საერთოდ, მარილზე უარის თქმა საშიში შეცდომაა. საქმე ის არის, რომ მასში შემავალი ნატრიუმი უჯრედებს შიგნით ნორმალური წნევის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. თუ ნატრიუმის შემცველობა შემცირდება, უჯრედების შიგა ძაბვა შესუსტდება, რაც კრუნჩხვებს, ორგანიზმის დასუსტებას, გულის შეტევას ან ხუთვას გამოიწვევს. წყლის ინდივიდუალური ნორმა რომ დავადგინოთ, საკმარისია, გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების წესს.

წყლის აუცილებელი ნორმა სხვადასხვა ფაქტორით, მაგალითად, ცხოვრების წესით, ასაკით, კვების სისტემითა და კლიმატით განისაზღვრება. ვინც ცხოვრების მჯდომარე წესს მისდევს, დღეში 2 ლიტრი წყლით უნდა შემოიფარგლოთ, ვინც სპორტს მისდევს, მან უფრო მეტი წყალი უნდა სვას, დახარჯული ენერგიის შესაბამისად გაზარდოს წყლის დოზა.

სხვათა შორის, საკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ თუ არა, ამის განსაზღვრა ძნელი არ არის. დააკვირდით შარდს. თუ ის მუქი ფერისაა, მაშინ მეტი წყალი უნდა დალიოთ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ სვამს წყალს, როცა წყურვილი შეაწუხებს. ნუ დაელოდებით ორგანიზმის განგაშს, რომ მოგწყურდათ. წყალი ჭამის დროს არ დალიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მარილიან ან სანელებლიან კერძს მიირთმევთ, რადგან წყალი კუჭის წვენს ანეიტრალებს და ანელებს მონელების პროცესს.

ჩაი, ყავა, წვენები და კომპოტი წყლის შემცვლელად არ ჩაითვლება. მათ მხოლოდ შარდმდენი დანიშნულება აქვს, რაც ხელს უწყობს მინერალური ნივთიერებების გამორეცხვას. ეს კი ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს.

არ დალიოთ გაყინული ან ცივი წყალი. ის გაციების რისკს ზრდის, იწვევს ნივთიერებათა ცვლის სწრაფ შენელებას, რაც ზედმეტი წონის მიზეზი ხდება. დალიეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.

სასარგებლოა ერთი ან ორი ჭიქა წყლის დალევა ძილის წინ და გაღვიძებისთანავე.

დალიეთ ყლუპ-ყლუპით, რამდენჯერმე, რომ თირკმელებს მუშაობა გაუადვილდეს.

მოერიდეთ ჭამის დროს წყლის სმას. ის კუჭის წვენის კონცენტრაციას ასუსტებს და საჭმლის გადამუშავების დროს ახანგრძლივებს.

ფიზიკური დატვირთვის დროს მეტი რაოდენობით მიიღეთ წყალი, დაახლოებით ორი ან სამი ლიტრი.


скачать dle 11.3